თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 01:35
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2427,
კომენტარები: 12
ბენატია "იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა
მეჰდი ბენატიას "მანჩესტერში" გადმოსვლის შანსი საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია...
ბენატია
ცნობილი ინგლისური გამოცემა skysports-ის თანახმად იტალიური "რომას" ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია ინგლისში "იუნაიტედთან" მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

მოლაპარაკებები ამჟამად გრძელდება და წითელი მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი დაცვის ხაზი ბენატიათი გააძლიეროს.

"იუნაიტედში" კარგი მცველების დეფიციტია და დღეს ლუი ვან გაალი იძულებული იყო ახალგაზრდა ბლეკეტი დაეყენებინა ტრავმირებული ევანსის მაგივრად.

ბენატია ადრე დაკავშირებული იყო "მანჩესტერ სიტისთან", თუმცა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ "სიტი" მანგალაზე გადაერთო.

"იუნაიტედს" ჰაერივით სჭირდება მაღალი დონის მცველი, რომ ცოტათი მაინც გადაფაროს კლუბიდან ვიდიჩის და ფერდინანდის წასვლა.

ბენატია საფრანგეთში დაიბადა, თუმცა კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. "რომაში" ის 2013 წელს მივიდა და ძირითადის მცველად ჩამოყალიბდა.

სოლიდური მცველობის გარდა ბენატია კარგი გამტანიცაა. 33 შეხვედრაში მან 5_ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

Skysports
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
17 აგვისტო 2014 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ბევრს კი ლაპარაკობენ და ხშირად ისმის ამის სახელი "იუნაიტედთან" მიმართებაში.. მაგრამ გაოფიციალურებას დაველოდები მაინც..
0
№12
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 09:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მარტო ბენათია არ გვეყოფა ვინმე უფრო მაღალი დონის გვინდა :X
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top