იტალიური გამოცემების თანახმად იტალიური გრანდი "იუვენტუსი" ყველა გზით ცდილობს არტურო ვიდალის გაშვებით დიდი სარგებელი ნახოს.
ამჯერად ბებერ ქალბატონს ფულთან და ნანისთან ერთად ტრანსფერში ჩიჩარიტოს ჩართვა სურს.
როგორც ინგლისური გამოცემები წერენ "იუნაიტედი" თანახმა იყო 48 მილიონის გადახდაზე, თუმცა ნანისთან და ჩიჩარიტოსთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი გადაუწყვეტიათ.
"იუვენტუსის" ახალი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კი რადიოსავით გაიძახის, რომ ვიდალი არსად წავა და ის კვლავ იტალიაში ითამაშებს.
თვითონ ფეხბურთელი არანაირ კომენტარს არ აკეთებს და დიდი სიამოვნებით ტკბება იმ სიტუაციით, რომელიც მის გარშემოა შექმნილი.