თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 21:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2157,
კომენტარები: 11
"ოლდ ტრაფორდზე" დაბიჯება განსაკუთრებულია"
კრის სმოლინგი მოუთმენლად ელოდება მატჩს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა დიდი სიამოვნებაა მისთვის და მატჩს მოუთმენლად ელოდება.

"წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" ხვდებიან, რითიც პრემიერ-ლიგის ჩემპიონატს დაიწყებენ და ეს ამავდროულად ლუი ვან გაალის სადებიუტო შეხვედრაც იქნება.

ფეხბურთელები "ოლდ ტრაფორდს" წარმატებით დაუბრუნდნენ სამშაბათს, "ვალენსიასთან" შეხვედრაში, მაგრამ სმოლინგის აზრით პირველი შეხვედრა მაინც განსაკუთრებულია.

"ოლდ ტრაფორდზე" ფეხის დადგმა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. იქ "ვალენსიასთან" ამხანაგური შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრის გამართვა, რომელშიც საშუალება გვეძლევა, რომ გულშემატკივრებს ჩვენი ნამუშევარი ვაჩვენოთ და სეზონი კარგ ნოტაზე დავიწყოთ."

"ფრთები გესხმება, როცა გვირაბში დგები და შეხვედრას ელოდები, მაგრამ ამას უფრო მეტად გრძნობ, როცა ლიგის პირველ შეხვედრას მართავ, ეს კი გეხმარება, რომ შემართება მოიკრიბო. ყველამ ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ იქ, როცა გავალთ და იმედი გვაქვს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ჩვენ დავრჩებით გამარჯვებულები."
- განაცხადა კრის სმოლინგმა.

manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 12:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რატომ იწელება დრო ასე ძალიან ! ჩვენც ძალიან დიდი იმედი გვაქვს.. ეე როგორი მოტივირებულნი არიან. ვნახოთ დღეს რა იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top