თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2014, 09:50
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 11
უილსონის პოკერი
მანჩესტერელმა ახალაგზრდებმა თანაქალაქელი "სიტი" მანჩესტერის ახალაგზრდული თასის ფინალში 4–1 დაამარცხეს
უილსონის პოკერი
გუშინ, მანჩესტერის ახალაგზრდული თასის ფინალში, იუნაიტედის ახალგაზრდები თანაქალაქელ სიტის დაუპირისპირდნენ და 4-1 გაანადგურეს მეტოქე. ოთხივე გოლი მანჩესტერელთა ტალანტის, ჯეიმს უილსონის ანგარიშზეა. ანგარიში ქალაქელებმა გახსნეს შეხვედრის 16-ე წუთზე. მანჩესტერელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეძლეს უილსონის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ახალგაზრდა ტალანტმა მეორედ 57-ე წუთზე მოახერხა მეტოქის კარის აღება და წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. 67-ე წუთზე უილსონი ანგარიშს 3-მდე ზრდის, ხოლო საბოლოო წერტილი კი 82-ე წუთზე დასვა. იუნაიტედის ახალგაზრდულმა გუნდმა სიტი გაანადგურა და მანჩესტერის ახალგაზრდულ თასს დაეუფლა.

უილსონის პოკერი

"ბედნიერებისთვის ისიც საკმარისია, რომ ჩვენი ყველაზე პრინციპული მეტოქე დავამარცხეთ. მანჩესტერ სიტიმ წელს პრემიერ ლიგის მოგება მაოხერხა და სურდა, რომ ტიტულების მოგება კვლავ გაეგრძელებინა, მაგრამ ჩვენ ამაში ხელი შევუშალეთ, რაც ძალიან სასიხარულოა.

პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს გატანილმა გოლმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა/ ბოლო წუთზე გატანა ყოველთვის დიდი სტიმულია მეორე ტაიმმამდე. მეორე ტაიმში შევცვალეთ ტაქტიკა, რის შემდეგაც მოედანზე ჩვენ ვდომენირებდით."
– განაცხადა უილსონმა MUTV-სთან ინტერვიუში.

მანჩესტერ იუნაიტედი: J.Pereira; Vermijl, Thorpe, McNair, Varela (C.Evans 46); Janko, Pearson, Rothwell (Harrop 46), A.Pereira, Lawrence; Wilson (Willock 88).

მანჩესტერ სიტი: Gunn, Bossaerts, Maffeo, Bryan (Smith-Brown 45mins), Angelino, Glendon (C), Ntcham (Horsfield 53mins), Fofana, Cole, Pozo (Ambrose 68mins), Hiwula

ახალი ამბები, ვიდეოები
11 კომენტარი
№11
ავტორი: man utds fun
7 ივნისი 2016 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
manutd
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top