თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2017, 15:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3194,
კომენტარები: 115
"დერბი" დათქმულ დროს დაიწყება
ოლდ ტრაფორდზე დაპირებული თოვლი ჯერკიდევ არ გამოჩენილა.
პრემიერ ლიგის მე-16 ტურის, დღის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე, "სიტისა" და "იუნაიტედს" შორის დათქმულ დროს აიღებს სტარტს. მოგეხსენებათ, სინოპტიკოსების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით შესაძლო იყო, რომ თამაშის დაწყებას მოსალოდნელი თოვლიანობის გამო საფრთხე შექმნოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა წითლების საშინაო კედლებში სიმშვიდე სუფევს.

კერძოდ, სინოპტიკოსების აზრით, თოვლიანობა ინგლისში პარასკევიდან დაწყებული კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო, რასაც შესაძლოა დიდთოვლობა გამოეწვია, რაც უცილობლად შეუშლიდა ხელს აღნიშნული დერბის გამართვას, თუმცა დღევანდელი სიტუაცია ოლდ ტრაფორდზე სხვაგვარია.

ამ დროისთვის ქალაქში არათუ თოვლი, არამედ თოვლის თეთრი საფარიც არსად არ შეინიშნება. ქალაქის საგანგებო სამსახურებმა შეაფასეს სიტუაცია, მეტეოროლოგიური საფრთხის დონე და პროგნოზის სირთულე, სტანდარტული შეფასებით ყვითელის სტატუსით გამოცხადდა.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა, რომ მაყურებელი, ტურის ცენტრალური მატჩის ხილვას თბილისის დროით 20:30 სთ-ზე შეძლებს.




წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
115 კომენტარი
№111
ავტორი: Lalana
10 დეკემბერი 2017 23:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata

სრულიად გეთანხმები.დღევანდელი ეს შემადგენლობა არ შეესაბამება იმ სტილს რასაც ეს კაცი ათამაშებს.შეიძლება მარსიალი და რეშფორდი თუნდაც კარგნი არიან ერთი-ერთზე,მაგრამ როგორც ვხედავ უბურთოდ ვერ არიან ისეთები როგორიებიც საჭიროა რომ იყვნენ.ჩვენ გუნდშI საკმაოდ ცოტა ფეხბურთელი თამაშობს წესიერად უბურთოდ,რომელიც არ არის ნამდვილად მარტივი სათამაშო,მაგიტომაც არის რომ ვერც კონტრშეტევებზე გადავდივართ წესიერად და თავისუფალ სივრცეებშიც არ ჩანან თანაგუნდელები.მახსოვს ის რეალიც ძალიან კარგად,ისიც მახსოვს თუ როგორ იშლებოდნენ კონტრშეტევებზე და ერთი შეხებით რგორ გადადიოდნენ მეტოქის ნახევაზრე,მაგრამ ამას ჭკვიანი ფეხბურთელები სჭირდებათ.ისე ახლა დიმარია რომ შეგვრჩენოდა ძალიან კარგი იქნებოდა,აი მოუს სტილში იდეალური იქნებოდა,მაგრამ გაიძურწა ჩუმად.ამიტომაც უნდოდა პერისიჩისა და გრინზმანის მოყვანა,რადგან ორივე საკმაოდ სწრაფი მოძრავი და რაც მთავარია ჩკვიანურად თამაშOბენ უბურთოდ.სამმწუხაროდ,არც ერთი ტრანსფერი არ გამოვიდა.
0
№112
ავტორი: Mouriniosdedistyvna
10 დეკემბერი 2017 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Pativs vcem shens azrs
0
№113
ავტორი: Lalana
10 დეკემბერი 2017 23:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svanski
გამოდის რომ პოგბა თუ არ გვეყოლება მოურინიოს უბრალოდ შანსი არ აქვს ფეხბურთი ითამაშოს და მოგებაზე იფიქროს?ლინგარდის სირბილი რათ გინდა თუ რამე ღირებული არ შექმნა მატა კიდე ნამდვილად შეძლებდა გაემრავალფეროვნებინა შეტევები..ერერაზე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რო წელს ეს ბიჭი მოედანზე მაშინ უნდა შემოუშვა როდესაც შეხვედრას იგებ, თუ თამაშის მოგება და თავდასხმის ხაზის აქტიური თამაში უნდა მოურინიოს ერერა არუნდა გამოიყვანოს არ შეუძლია მაგას შეტევების ორგანიზება გამჭოლი პასები და თავდასხმაზე ფიქრი.. მოურინიოს ტაქტიკოსობას ისტორია აჩვენებს თუმცა სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებისგან ჟოზე შორსაა, არ ვთვლი მომენტებს სადაც სუონსის ან ვესტ ჰემს რო ჩავუტარებთ..ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს და ყველა თავის სტილშია დასაფასებელი..მოურინიოსგან წელს სურპრიზებს მაინც ველოდები რაღაცას დადებს ეს კაცი ისე არ წავა აქედან..

პოგბა თუ არ გვყავდა გვეყოლება ქერიქი და ფელაინი,ასევე დაველოდოთ ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს.თუ დააკვირდებოდი,როდესაც პოგბა მოედანზეა სულ სხვაგვარად გამოიყურება გუნდი ცენტრში და უფრო კრეატიულია გუნდიი.იმაში გეთანხმები რომ ლინგარდის ნაცვლად შეიძლებოდა მატას დაყენება,მაგრამ ბოლო თამაშებშI ისეთი რეიდები აკეთა ეგონა აქც გაამართლებდა,მაგრამ ვერ იმოქმედა ისე როგორც საჭირო იყო.არ ვიც,მეც ველი სიურპრიზებს და თუ ეს წელი ჩააგდო ნადმვილად გასაშვები იქნება.

ციტატა: Mouriniosdedistyvna
Sheneba dawyebuki iyo da mousac blomad miuyvanes igrokebi. Da veraferi rom ver moigo saxarbielo faqtia dzmao. Ligas vgulisxmob. Shansic ar qonia. Da arc lamaz fexburts ar tamashobda warmoidgine ra potenciali qonda arada. Faqtia gamoushves dzma gaagdes imitom rom reali davmcvit stils verasodes itamashebs anu yru dacvas vgulisxmob. Xoda shemtevi tradiciis gundebshi es verasodes gaqachavs

ეგ იმის გამო გამოაგდეს რადგან გუნდში სიტვაცია აირია როგორც ჩელსიში.იმაშI გეთნახმები რომ მაგარი ცუდი ხასიათი ჰქონდა და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ორივე გუნდში.იმ რეალისთვის სამეფო თასი და ლა ლიგაც კარგი შედეგი იყო და იცი რატომ?რადგან მაქამდე მაგარი ცაყვინთული ჰქონდა.ამ გუნდს დაუბრუნა შეგრძნება რომ შეუძLიათ წარმატების მიღწევა და შექმნა,ააწყო გუნდი.ანჩელოტიმ რა ქნაა?როგორ ჩაისვარა ლა ლიგაში,ერთადერთი ჩემპიონთა ლიგაზე გაქაჩეს,მეორე წელს კი გამოაპანღურეს.ზიდანმა კი რა ქნა რომ მოუვიდა,ათამაშა სანახაობრივი ფეხბურთი?თელი სეზონი ვუყურებდი მაგათ თამაშებს და შედეგზე ორიენტირებულად ტამაშობდნენ,რა ახლა რეალი ბარსასთან პროცენტულად ფლობს ხოლმე ბურთს?ან ბაიერნთან ან სხვასთან?არააა,საერთოდაც არაა,კონტრშეტევაზე ტამაშობენ უმეტეს შემთხვევაში და იდეალურადაც გამოსდით.ზიდანმა ითამაშა შედგეზე და მშვენიერი შედეგიც დადო,თან უდიდესი რსურსიც ჰქონდა და რა ვერ ზეიმობენ ისინი?ასეთი რესურსი რომ ჰქონდეს ამ კაცს მანჩესტერში დღეს გადავუვლიდით სიტის.
0
№114
ავტორი: Svanchester
10 დეკემბერი 2017 23:25
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ციტატა: Svanski
გამოდის რომ პოგბა თუ არ გვეყოლება მოურინიოს უბრალოდ შანსი არ აქვს ფეხბურთი ითამაშოს და მოგებაზე იფიქროს?ლინგარდის სირბილი რათ გინდა თუ რამე ღირებული არ შექმნა მატა კიდე ნამდვილად შეძლებდა გაემრავალფეროვნებინა შეტევები..ერერაზე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რო წელს ეს ბიჭი მოედანზე მაშინ უნდა შემოუშვა როდესაც შეხვედრას იგებ, თუ თამაშის მოგება და თავდასხმის ხაზის აქტიური თამაში უნდა მოურინიოს ერერა არუნდა გამოიყვანოს არ შეუძლია მაგას შეტევების ორგანიზება გამჭოლი პასები და თავდასხმაზე ფიქრი.. მოურინიოს ტაქტიკოსობას ისტორია აჩვენებს თუმცა სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებისგან ჟოზე შორსაა, არ ვთვლი მომენტებს სადაც სუონსის ან ვესტ ჰემს რო ჩავუტარებთ..ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს და ყველა თავის სტილშია დასაფასებელი..მოურინიოსგან წელს სურპრიზებს მაინც ველოდები რაღაცას დადებს ეს კაცი ისე არ წავა აქედან..

პოგბა თუ არ გვყავდა გვეყოლება ქერიქი და ფელაინი,ასევე დაველოდოთ ზამთრის სატრანსფერო სიახლეებს.თუ დააკვირდებოდი,როდესაც პოგბა მოედანზეა სულ სხვაგვარად გამოიყურება გუნდი ცენტრში და უფრო კრეატიულია გუნდიი.იმაში გეთანხმები რომ ლინგარდის ნაცვლად შეიძლებოდა მატას დაყენება,მაგრამ ბოლო თამაშებშI ისეთი რეიდები აკეთა ეგონა აქც გაამართლებდა,მაგრამ ვერ იმოქმედა ისე როგორც საჭირო იყო.არ ვიც,მეც ველი სიურპრიზებს და თუ ეს წელი ჩააგდო ნადმვილად გასაშვები იქნება.

პოგბა გუნდის აშკარა ლიდერია მის გარეშე გუნდი თამამად შეიძლება ითქვას რო ფეხბურთს ვერ თამაშობს..რათქმაუნდა მისი მოედანზე ყოფნა უდიდეს ძალას მატებს გუნდს მრავალფეროვანი ხდება ფეხბურთელების მოქმედებები, მთლიანი ცენტრია მატიჩთან ერთად. შეტევითი პოტენციალი მასთან ერთად ათჯერ და ოცჯერ იზრდება, დღეს პოგბა მოედანზე რო ყოფილიყო სამ ქულას ავიღებდით..
0
№115
ავტორი: Lalana
10 დეკემბერი 2017 23:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svanski
ოგბა გუნდის აშკარა ლიდერია მის გარეშე გუნდი თამამად შეიძლება ითქვას რო ფეხბურთს ვერ თამაშობს..რათქმაუნდა მისი მოედანზე ყოფნა უდიდეს ძალას მატებს გუნდს მრავალფეროვანი ხდება ფეხბურთელების მოქმედებები, მთლიანი ცენტრია მატიჩთან ერთად. შეტევითი პოტენციალი მასთან ერთად ათჯერ და ოცჯერ იზრდება, დღეს პოგბა მოედანზე რო ყოფილიყო სამ ქულას ავიღებდით..

პოგბასნაირი ფეხბურთელები გვჭირდება ცენტრში.ერერა გასაშვებია და მის ნაცვლა ორი ფეხბურთელი მაანც უნდა მოვიდეს,რადგან თუ პოგბა არ გვყავს ცენტრი კვდება,ნუ იმ შემთხვევაში თუ არც ფელაინი გვყავს და არც ქერიქი,ამიტომ საჭიროა ცენტრის მოძლიერება და რაც მთავარია უნდა ვიყიდოთ ერთი გარემარბი,გამქცევი კონტრშეტევაზე რომელსაც შეეძლება სწრაფად ამოტანა ბურთის.ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენს დაცვაზე,უდები არ იყვნენ მაგრამ ძაან უტვინოდ თამაშOბენ ბურთს ისე შიშით იშორებენ გეგონება ბომბი იყოსო,არ შეუძLიათ სწრაფად აზროვნება და სწორი გამჭოლი პასის გაკეტება,ძაან პრიმიტიულად მოქმედებენ,ზუსტად ამის გამო დაიკარგა უამრავი ბურთი.გვჭირდება დაცვაში მოაზროვნე ხალხი,რომლებიც ასე პრიმიტიულად არ იმოქმედებენ.არავინ არ დააკვირდა თუ რახმელა დანაკლისი გვყავდა.არ გვყავდა ქერიქი,ფელაინი,ბაილი და ჯონსი.ეს არ არის პატარა დანაკლისი,მაგრამ სამწუხროდ ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top