ორწლინახევრის შემდეგ, სანამ ნემანიას 15 წელი შეუსრულდებოდა გადავიდა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ახალგაზრდულ კლუბში. როდესაც ვიდიჩს 18 წელი შეუსრულდა, იგი განათხოვრებული იქნა ბელგრადის გუნდიდან „სპარტაკ სობუტიცაში“ 2000 წელს. სეზონის შემდეგ იგი დაუბრუნდა წითელ ვარსკვლავს. ბელგრადის გუნდმა მოახდინა სენსაცია მან მოიგო იუგოსლავიის თასი. ვიდიჩი დაბრუნებისთანავე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მალევე მოიპოვა [კაპიტნის სამკლავური. იგი სამი წელი იყო კაპიტანი, მან ჩაატარა 64 მატჩი სადაც 12 გოლის გატანა შეძლო. ნემანიამ ასევე მოიგო სერეთის და მონეგროს თასი და სერბეთის და მონტენეგროს ჩემპიონატი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდა ვიდიჩის ყიდვას. „იუნაიტედმა“ საწადელი აიხდინა 2006 წლის 5 იანვარს. მანჩესტერმა ვიდიჩში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ნემანიას 15 ნომრიანი მაისური მისცეს. მისი დებიუტი „მანჩესტერში“ შედგა 2006 წლის 25 იანვარს. ვიდიჩმა რუდ ვან ნისტელროი გამოცვალა, „ბლექბერთან“ შეხვედრისას, ინგლისის თასის ნახევარფინალში. 2006–2007 წლებში იგი მოხვდა „მანჩესტერის“ მთავარ შემადგენლობაში, ცენტრალური დაცვის პოზიციაზე. მას პარტნიორობას უწევდა უდიდესი ვარსკვლავი რიო ფერდინანდი. 2007 წელს რიო და ნემანია არაოფიციალურად დასახელდნენ ევროპის საუკეთესო ცენტრალურ მცველებად. პირველ წელს მან ჩაატარა 25 შეხვედრა. 2006 წელსვე მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა.
ნემანია ვიდიჩმა პირველი გოლი „უიგანის“ კარში გაიტანა, 2006 წლის 14 ოქტომბერს. მაშინ „იუნაიტედმა“ 3–1 დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა 6 დეკემბერს, ბენფიკას წინააღმდეგ. სულ მას მანჩესტერის რიგებში 8 გოლი აქვს გატანილი. 2007 წლის 8 ნოემბერს ვიდიჩმა ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტის გახანგრძლივებას. კონტრაქტის თნახმად ვიდიჩი „მანჩესტერში“ დარჩება 2012 წლამდე. 2007 – 2008 წლები ვიდიჩისთვის და „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ საუკეთესო აღმოჩნდა. ვიდიჩმა მოიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ნემანიამ 2007 – 2008 წლის სეზონში 32 მატჩი ითამაშა და 1 გოლის გატანა შეძლო.
2008–2009 წლის სეზონში, მანჩესტერმა რეკორდი დაამყარა. „იუნაიტედს“ 14 თამაში გოლი არ გაუშვია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნემანია ვიდიჩმა. 2008 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვიდიჩი იყო წარდგენილი. მაგრამ მისივე თანაგუნდელი რაიან გიგზი გახდა ტიტულის მფლობელი. ვიდიჩის აგრესიულმა დაცვამ გამოიწვია ინგლისის და ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი. მას კარგად შეუძლია თავით თამაში. იგი ყოველ კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში დგას. ვიდიჩი, აგრეთვე ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ფიზიკურად მომზადებულ ფეხბურთელად. ნემანიას მეტსახელია ვიდა, ვიდა მას თანაგუნდელებმა შეარქვეს. მისი დაცვა შედარებულია სტრივ ბრიუსთან, „მანჩესტერის“ ლეგენდარულ მცველთან.
© MANUTD.GE 2012