თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2015, 15:20
ავტორი: George Best,
ნანახია: 741,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 1-0 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
ინგლისის პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების სეზონის პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ. საწყის წუთებში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და პირველი რეალური მომენტიც მათ შექმნეს. მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა კრისტიან ერიკსენს შეეძლო, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. ვან გაალის გუნდის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - უოლკერმა რუნის დაასწრო და ავტოგოლი მიითვალა. 22-ე წუთზე მანჩესტერელები დაწინაურდნენ. სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი კვლავ შექმნეს, მაგრამ დებიუტანტი სერხიო რომეროს კარგი თამაშის წყალობით "იუნაიტედმა" ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მომდევნო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება.

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 1-0

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლი: უოლკერი 22 ს.კ.
გაფრთხილებები: შვაინშტაიგერი, მატა, ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი
მსაჯი: ჯონათან მოსი

მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი (ვალენსია 81), შოუ, კერიკი (შვაინშტაიგერი 60), შნეიდერლენი, დეპაი (ერერა 68), იანგი, მატა, რუნი.

ტოტენჰემი: ვორმი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დევისი, უოლკერი, ბენტალები (მეისონი 53), დაიერი (ელი 77), დემბელე (ლამელა 68), ერიკსენი, ჩადლი, კეინი.

მიმოხილვები
Premier League In Georgia
4 კომენტარი
№1
ავტორი: George Best
9 აგვისტო 2015 15:22
  • სიახლეები: 974
  • კომენტარები: 11323
რომერო კარგი იყო და მაგრად გამისწორდა, თან დე ხეაც რომ მოედანზე იყო მაგიტომ უფრო. არ ვამბობ რომ ამას უნდა ვანდოთ კარი მაგრამ შეუცვლელი არავინ იქნება, გაჭირვებაში შეიძლება ამის გამოყენება

დარმიანი იმედია ესე გააგრძელებს
0
№2
ავტორი: dachi_mu
9 აგვისტო 2015 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1126
ვაა ბბს-ის მიმოხილვაა მომენატრა რააა love
0
№3
ავტორი: Goginashvili777
9 აგვისტო 2015 18:48
  • სიახლეები: 363
  • კომენტარები: 1525
ისე მიკირს რა იყო ამ თამაშში მიმოხილვის ღირსი ? :დდ სტარტი ძალიან ცუდი თამაშით დავიწყეთ, თუმცა ანგარიში ჩვენს სასიკეთოდ დავსვით, იმედია მოუმატებენ უახლოეს ტურებში თორე მერე აკრეფვას აზრი არ ექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Silver
9 აგვისტო 2015 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
რუნის ეძინა, ის გოლიც უოლკერის სიდებილის გამო იყო. ტიპმა 1 შეხებით კი არ დაარ***, იდგა და ელოდებოდა რაღაცას. ფორმაში ვაფშე არაა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

21 იანვარი 2017, 19:00
სტოკ სიტი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 იანვარი 2017, 23:45
ჰალ სიტი
იუნაიტედი
ლიგის თასი
1 თებერვალი 2017, 23:59
იუნაიტედი
ჰალ სიტი
პრემიერ ლიგა
სტოკ სიტი21 იანვარი
ჰალ სიტი26 იანვარი
ჰალ სიტი1 თებერვალი

წინა მატჩები

15 იანვარი 2017, 20:00
იუნაიტედი1
ლივერპული1
პრემიერ ლიგა
10 იანვარი 2017, 23:59
იუნაიტედი2
ჰალ სიტი0
ლიგის თასი
7 იანვარი 2017, 16:30
იუნაიტედი4
რედინგი0
ინგლისის თასი
ლივერპული15 იანვარი
ჰალ სიტი10 იანვარი
რედინგი7 იანვარი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

Widget powered by WhatstheScore.com

ჩამოშლა

წიგნები

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2016

Top