თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2017/18
ლუკ შოუ
შოუ
23
ლუკ შოუ
დაბ. თარიღი: 12/07/1995
დაბ. ადგილი: კინგსტონი
ქვეყანა: ინგლისი
სიმაღლე: 1.85 სმ
წონა: 75 კგ
პოზიცია: მცველი
ტურნირი
პრემიერ ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ჩემპიონთა ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ლიგის თასი 0 0 0 0 0 0 0
ინგლისის თასი 0 0 0 0 0 0 0
უეფას სუპერთასი 0
ამხანაგური მატჩი 1 1 0 0 0 1 0
სულ 1 1 0 0 0 1 0
გოლები და საგოლე გადაცემები
გოლი
საგოლე პასი
ჩატარებული მატჩები
სასტარტო შემადგენლობაში
შეცვლაზე შემოსული
საკლუბო (შიდა) სტატუსი სეზონი კლუბი
ინგლისის ლიგის თასი
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი	მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის თასი
გამარჯვებული
2015/2016 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
საკლუბო (საერთაშორისო) სტატუსი სეზონი კლუბი
ევროპის ლიგა
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი	მანჩესტერ იუნაიტედი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
გამარჯვებული
2014 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი

ლუკ შოუ დაიბადა 1995 წლის 12 ივლისს კინგსტონში, ინგლისში. 2003 წელს იგი აიყვანეს „საუთჰემფტონის“ აკადემიაში. ფეხბურთელს უთამაშია თითქმის ყველა ახალგაზრდულ გუნდში და ყველგან გამოიჩინა თავი როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა. 2011 წლის ბოლოსთვის, შოუმ გაიარა ტესტირება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი სათამაშო დონის ამაღლებას პროფესიონალური კარიერისთვის. ლუკი გადავიდა მთავარ გუნდში 16 წლის ასაკში. მისი დებიუტი მთავარ გუნდში ასოციაციის თასის გათამაშებაში შედგა 2012 წლის 28 იანვარს,  „მილუოლის“ წინააღმდეგ, როცა მან ჯეისონ პანჩონი შეცვალა.

დებიუტის შემდეგ მან 60 მატჩის ჩატარება შეძლო „საუთჰემფტონის“ მაისურით.  2014 წლის 18 აპრილს ის დაასახელეს წლის 6 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის, ინგლისში. ის ასევე შეყვანილ იქნა 2013-14 წლების ეზონის საუკეთესო გუნდში, როგორც სეზონის საუკეთესო მარცხენა მცველი.

2011 წელს ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ინგლისის 16 და 17 წლამდელთა ნაკრების მატჩებში, სადაც 14 მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო. 2014 წლის 27 თებერვალს კი, მას დაურეკა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა-როი ჰოჯსონმა და აცნობა მისი მსოფლიო ჩემპიონატის 23 კაციან განაცხადში მოხვედრის შესახებ. სამწუხაროდ 2014 წლის მუნდიალზე მან მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება შეძლო კოსტარიკის წინააღმდეგ. იმავე ზაფხულს ის 33,8 მილიონ ევროდ შეიძინა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვეტერანი პატრის ევრას შემცვლელად

 

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top