თბილისი:
მანჩესტერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმების ისტორია
ნაწილი მეორე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებულია, როგორც მათი გამოცვლილი კლუბის ფორმები. ამ გვერდზე თქვენ ნახავ თითქმის ყველა მაისურს, რომლებსაც "იუნაიტედი" ამ ხნის განმავლობაში იყენებდა, "ნიუტონ-ჰიტის" კლასიკური მწვანე-ყვითელი ფორმის ჩათვლით (1892 წელი). 1928, წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა ინტენიურად დაიწყო წითელი, თეთრი და შავი ფორმების გამოყენება. ის მაისურები, რომლებსაც "იუნაიტედის ფეხბურთელები ატარებდნენ თქვენს გაოგნებას ნამდვილად გამოწვევს.
1992/94 гг., домашняя форма
1992/94 წ.წ. - საშინაო ფორმა

1992/93 წელს Umbro შეუდგა "იუნაიტედისთვის" მაისურების დამზადებას. "ნიუტონ ჰიტის" ეპოქასთან დაბრუნების გამო მაისურზე გამოჩნდა თეთრი საყელო, რომელსაც თასმები ჰქონდა, ხოლო კლუბის გერბი ოდესმე არსებულთან შედარებით კიდევ უფრო დიდი გახდა. Umbro-ს ემბლემა ასევე დატანილი იყო, თუმცა ფარული ხაზებით, რათა გაყალბება თავიდა აეცილებინათ.

1992/94 гг., третий вариант формы
1992/94 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

Umbro-მ 1992/93 წლების სეზონში ფორმის მესამე ვარიანტად შეარჩია ფორმა, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" მოედანზე 100 წლის წინ გამოჩენას მიეძღვნებოდა. სარეკლამო კომპანიებისთვის მთელი გუნდი ამ მაისურით შეიმოსა, მათ ულვაშები მიაწეპეს და ქუდები დაახურეს, რომელიც 19 ს.-ში მოდაში იყო.

1993/95 гг., гостевая форма
1993/95 წ.წ. - საგარეო ფორმა

საგარეო ფორმის ლურჯი ვარიანტი დიდ ხანს არ გაჩერებულა, რადგან Umbro-მ იგი ჩაანაცვლა მაისურით, რომელიც მოთამაშეებმა ყველა დროის საუკეთესო მაისურად აირჩიეს. ეს შესანიშნავი ფორმის კომპლექტი რეკლამირებას Sharp Viewcam-ს უკეთებდა და მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, როცა ერიკ კანტონამ თავისი ცნობილი კუნგ-ფუ დარტყმა განახორციელა "კრისტალ პალასის" გულშემატკივრის წინააღმდეგ. სწორედ ამ მაისურით დაკარგა "იუნაიტედმა" ჩემპიონობა "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში.

1994/96 гг., домашняя форма
1994/96 წ.წ. - საშინაო ფორმა

"იუნაიტედის" ახალი მაისური, რომელიც Umbro 1994 წელს გამოუშვა გაცილებით მყარი საყელოთი გამოიჩეოდა წინა მაისურებისგან. ის სპეციალურად მესიე კანტონასთვის გააკეთეს, რომელიც მუდმივად აწეული საყელოთი თამაშობდა. მაისურზე ასევე იყო კლუბის დიდი გერბი, მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ მასზე დატანილი იყო "ოლდ ტრაფორდის" ფოტო, რამაც ძლიერ დაარტყა გამყალბებელთა ბაზრობას. ეს მაისური განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გულშემატკივრებს შორის, რომელთაც ახლა შეეძლოთ ბარში დამსხდარიყვნენ, მკერდი გაეღეღათ და ეთქვათ: "აქედან მარჯვნივ მე ვჯდები"

1994/96 гг., третий вариант формы
1994/96 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ 1995 წლის სეზონის მაისურის დიზაინს, რომელიც Umbro-მ აწარმოა, "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარასდროს გამოუშვებს. 1903 და 1916 წლებში გამოყენებულ ფორმაზე დაყრდნობით "იუნაიტედს" ფორმის საშინელი ვარიანტი გამოუვიდა, რომელიც ძალიან ჰგავდა "შეფილდ უენსდის" მაუსრს. ამ ფორმის დადებითზე თუ ვისაუბრებთ, პოზიტივად შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ "იუნაიტედმა" თავისი ფორმის ნაჭერში "წითლების" რიგებში ოდესმე მოთამაშე ყველა ფეხბურთელის გამოსახულება შეიტანა. ამასთან კლუბის გერბის ორიგინალური ვარიანტიც შემოგვთავაზეს.

1995/96 гг., гостевая форма
1995/96 წ.წ. - საგარეო ფორმა

უეჭველია, "იუნაიტედის" ყველა დროის ამაზრზენი ფორმა. 1995/96 წლების სეზონის საგარეო ფორმა გულშემატკივართათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო და გაყიდვების მხრივაც არაფერი დაეწუნებოდა, მიუხედავად ამ ფორმაში ნაჩვენები ცუდი შედეგებისა. 1996 წლების სეზონში "იუნაიტედი" "საუთჰემპტონთან" შესვენებაზე 3-0 მარცხებოდა და ალექს ფერგიუსობმა ფეხბურთელებს ფორმის გამოცვლა სთხოვა, რადგანაც მიიჩნია, რომ რუხი ფერი მოედანზე არ ჩანდა. საბოლოოდ "იუნაიტედი" 3-1 დამარცხდა და ეს ფორმა დანიშნულ დროზე ორი წლით ადრე გაუქმდა.

1996/97 гг., гостевая форма
1996/97 წ.წ. - საგარეო ფორმა

Umbro-მ, იცოდა რა პუბლიკის განაწყენებეს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუხი ფერის ფორმის გამოშვება კვლავ შეეძლო, მას მაინც მოუძებნა შეცვლა და თეთრი ვარიანტი გამოუშვა. ამას გულშემატკივრებმაც დაუჭირეს მხარი.

1996/98 гг., домашняя форма
1996/98 წ.წ. - საშინაო ფორმა

Umbro-ს მიერ 1996/97 წლებში ნაწარმოები საშინაო ფორმა ორფეროვან მუქ-წითელ გამაში და ღილიან საყელოში იყო შესრულებული. მასალა უფრო სპორტული იყო.

1997/98 гг., третий вариант формы
1997/98 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

Umbro-ს მიერ ნაწარმოები ეს ფორმა 1997/98 წლების სეზონში გულშემატკივართა ყურადღების მიღმა დარჩა. მაისურს ლურჯ შორტებსა და ლურჯ გეტრებთან ერთად იცვამდნენ.

1997/99 гг., гостевая форма
1997/99 წ.წ. - საგარეო ფორმა

რუხი საგარეო ფორმის თეთრით ჩანაცვლებიდან რამდენიმე თვეში Umbro-მ კვლავ შეცვალა საგარეო ფორმის დიზაინი. სრულიად თეთრ მაისურში "იუნაიტედის" დებიუტი 1997/98 წელს "ჩერითი შილდის" მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ შედგა. მაისურს ტეთრს გეტრებსა და თეთრ შორტებზე იცვამდნენ.

1997/99 гг., форма Лиги Чемпионов
1997/99 წ.წ. - ჩემპიონთა ლიგის ფორმა

ამ ბრწყინვალე მაისურს თეთრ გეტრებზე იცვამდნენ და "მანჩესტერ იუნაიტედი" მას ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყენებდა 1997/98 წლების სეზონში. თავდაპირველად ეს ფორმა საკლუბო გერბზე ერთი ვარსკვლავით გამოდიოდა, 1999 წლის ფინალის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამოვიდა შეზღუდულ ტირაჟიანი მაისურები, რომელსაც ორი ვარსკვლავი და მკერდზე წარწერა: "უეფა-ს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები". ისე ვარსკვლავებზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ აქვს "სიტის" საკლუბო გერბზე სამი ვარსკვლავი?

1998/2000 гг., домашняя форма
1998/2000 წ.წ. - საშინაო ფორმა

1998/99 წლების სეზონში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმის საუკეთესო კომპლექტი იქნა გამოშვებული. ეს მაისური საკმაოდ სწრაფად იქცა მოთხოვნად ფორმად და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფორმაც გახდა. ეს იყო "იუნაიტედის" უკანასკნელი საშინაო ფორმა, რომელსაც Sharp-ი ეწერა. კლუბის გერბი დიდი ზომის იყო და ამაყად იწონებდა თავს მარცხენა მხარეს, რომელიც "ტრებლის" მომგებ მოთამაშეთა გულს ამშვენებდა.

1998/2000 гг., третий вариант формы
1998/2000 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

1Umbro-ში ალბათ ვიღაც სპეციალურად ჰყავდათ გამოყოფილი "იუნაიტედის" ფორმაზე სამუშაოდ, რადგან ეს კომპლექტი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი იყო მანამდე ნაწარმოებ ლურჯ მაისურებს შორის.

1999/2000 гг., гостевая форма
1999/2000 წ.წ. - საგარეო ფორმა

Umbro-ს მიერ შემუშავებული ეს ფორმა გამოშვებული იქნა ძლიერი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, რომელსაც ლოზუნგად - The World Is United - Be A Part Of It - ედო. მოდური ფორმა, რომელსაც საგარეო შეხვედრებში იცვამდნენ დამშვენებული იყო სიტყვებით - Sharp Digital. ეს კომპლექტო შავ გეტრებსა და შავ შორტებთან ერთად გამოიყენებოდა.

2000/01 гг., гостевая форма
2000/01 წ.წ. - საგარეო ფორმა

საგარეო ფორმისთვის თეთრ ფერებთან დაბრუნებამ ეს მაისური გულშემატკივრებს შორის პოპულარული გახადა. კლუბის გერბი შავი ფერის გამაში იყო შესრულებული. როგორც საშინაო, ისე საგარეო ფორმა Umbro - Sportswool ახალი ნაჭრისგან შეიკერა. მას თეთრ ან შავ შორტებსა და გეტრებზე იცვამდნენ.

2000/01 гг., третий вариант формы
2000/01 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

2000/01 წლების სეზონის ფორმა თავდაპირველად ვარჯიშებზე გამოიყენებოდა. კლუბის გერბი თეთრი ფერის იყო, ხოლო ფორმა იმავე ჰაერგაუმტარი მასალისგან იყო დამზადებული, რომელიც საშინაო ფორმაში გამოიყენებოდა. მას თეთრი ან ლურჯი შორტებისა და წითელი ან ლურჯი გეტრების ერთად გამოიყენებდნენ.

2000/02 гг., домашняя форма
2000/02 წ.წ. - საშინაო ფორმა

Sharp-ის ეპოქის დასასრული. "იუნაიტედთან" მისი კონტრაქტი ამოიწურა. ახალი ფორმის კომპლექტი Umbro - Sportswool-ის მიერ შემუშავებული ახალი მასალით დამზადდა და როგორც ამას გვპირდებოდნენ მასში ფეხბურთელი ნაკლებად გაოფლიანდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. დიდი კრიტიკა გამოიწვია vodafone-ს დიდმა ემბლემამაც, რომელიც "იუნაიტედს" გერბს აღემატებოდა. მაისურს მძიმე მასალა ჰქონდა, რომელიც რეცხვისას სწრაფად ფუჭდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მაისური რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა. ამაში "იუნაიტედი" პოპულარობა თამაშობდა დიდ როლს და არა მაისურის დიზაინი. მას თეთრ შორტებთან და შავ გეტრებთან ერთად იცვადნენ.

2001/02 гг., гостевая форма
2001/02 წ.წ. - საგარეო ფორმა

2001 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია საგარეო ფორმის თეთრ-ოქროსფერმა ვარიანტმა, რომელიც Umbro-მ შეიმუშავა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ამავე სახელწოდებით ასპარეზობის 100 წლის იუბილე აღენიშნა. ეს ფაქტიურად ურთიერთშემცვლელი ფორმები იყო - "იუნაიტედი" თეთრ ფორმას როგორც საგარეოს ისე იყენებდა, ხოლო ოქროსფერი მის მეორე ვარიანტად მოისაზრებოდა. მაისურებს შავ შორტებსა და შავ გეტრებზე იცვამდნენ. ეს იყო უკანასკნელი კომპლექტი, რომელიც Umbro-მ გამოუშვა.

2001/02 гг., третий вариант формы
2001/02 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

2001 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია საგარეო ფორმის თეთრ-ოქროსფერმა ვარიანტმა, რომელიც Umbro-მ შეიმუშავა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ამავე სახელწოდებით ასპარეზობის 100 წლის იუბილე აღენიშნა. ეს ფაქტიურად ურთიერთშემცვლელი ფორმები იყო - "იუნაიტედი" თეთრ ფორმას როგორც საგარეოს ისე იყენებდა, ხოლო ოქროსფერი მის მეორე ვარიანტად მოისაზრებოდა. მაისურებს შავ შორტებსა და შავ გეტრებზე იცვამდნენ. ეს იყო უკანასკნელი კომპლექტი, რომელიც Umbro-მ გამოუშვა.

2002/2003 гг., гостевая форма
2002/2003 წ.წ. - საგარეო ფორმა

Nike-ს მიერ 2002 წელს ნაწარმოები საგარეო ფორმა ისეთივე დიდებული იყო, როგორც საშინაო. თეთრ მაისურზე შავი შორტები და თეთრი გეტრები იცმეოდა.

2002/2003 гг., третий вариант формы
2002/2003 - ფორმის მესამე ვარიანტი

Nike-ს მიერ ნაწარმოებ ფორმა vodafone ვერცხლისფრად ეწერა. ლურჯი მაისური, ლურჯი შორტი, ლურჯი შორტები.

2002/2004 гг., домашняя форма
2002/2004 წ.წ. - საშინაო ფორმა

100 მლნ. ფუნტიან შეთანხმებასთან ერთად "იუნაიტედმა" ახალი საშინაო ფორმა მიიღო, რომელიც აშშ-ს სპორტულმა გიგანტმა, Nike-მა შეიმუშავა. მაისურმაც იმედი არ გააცრუა. კლასიკური ფერები - თეთრი, შავი და წითელი, მსუბუქი, ელასტიური მასალა, თავისთვის მრგვალი ჭრილით.

2003/2005 гг., третий вариант формы
2004/2006 წ.წ. - საშონაო ფორმა

Новый третий вариант формы «Манчестер Юнайтед» 2003-2005 гг. был выпущен намного раньше, чем планировала фирма Nike. Задержка с выпуском черного гостевого комплекта формы привела к тому, что эту белую непопулярную футболку смели с полок раньше, чем ожидалось. Копия гостевой футболки «Барселоны» с тонкими горизонтальными черными и красными полосами наверно выглядела бы лучше просто белой. Футболисты «Юнайтед играли в этой форме с белыми шортами и белыми гетрами, когда одержали верх над «Арсеналом» в полуфинале кубка Англии в мае 2004 года. (Сроки выпуска: 2003-2005).

2004/2006 гг., домашняя форма
2004/2006 წ.წ. - საშონაო ფორმა

Nike-ს მიერ ნაწარმოები ეს ფორმა როგორც ჩანდა გულშემატკივართა შორის პოპულარული არ იყო. Nike-მა საფუძვლად Ole 90-ს პროექტი აიღო, რომლის მიხედვითაც ევრო 2004-ს ნაკრებების უმეტესობა თამაშობდა. ამ ფორმას საკლუბო გერბი საყელოს ქვემოთ შუა ნაწილში ჰქონდა განლაგებული, მაგრამ ძალიან არაჰარმონიული იყო, რადგან ის hodafone-ს დიდმა გერბმა დაფარა. მიუხედავად ამის, ეს მაისურები მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა. მისი შესყიდვა როგორც მოკლე, ისე გრძელი მლავებით იყო შესაძლებელი.

2005/2006 гг., выездная форма
2005/2006 წ.წ. - საგარეო ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი საგარეო ფორმა 2005 წლის 1 აგვისტოს უნდა გამოჩნდეს სამყაროში. ეს ფორმა ძალიან ჰგავს აშშ-ს ტურნეზე არსებულ ფორმას, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც კლუბი ამერიკელმა მალკოლმ გლეიზერმა შეიძინა. ბევრი გულშემატკივარი ცდილობდა ხალხი აეყოლებინა, რათა მაისური არ შეეძინათ (კლუბზე დაკისრებული ვალების გამო), რათა მფლობელებისთვის ზიანი მიეყენებინათ.

2006/2007 гг., гостевая форма
2006/2007 წ.წ. - საგარეო ფორმა

ისევე როგორც ახალი საშინაო ფორმა, საგარეოც გარკვეული ტირაჟით გამოვიდა მხოლოდ ერთი სეზონის ვადით. ის "იუნაიტედის" საგარეო შავ-თეთრ ფერებს უბრუნდება.

2006/2007 гг., домашняя форма
2006/2007 წ.წ. - საშინაო ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი საშინაო ფორმა შეზღუდული ტირაჟით გამოდის და მხოლოდ ერთი წლის ვადით. კლუბი მაისურს "50-ანი წლების რეტროდ მოიხსენიებს, როგორც "ბასბის ჩვილების" პატივისცემისთვისა და მათი მუდმივი გავლენის გამოვლინებას". მაისურზე ჩნდება ახალი სპონსორის, AIG-ის წარწერა, რომელიც გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე წინა სპონსორის ასოები. საკლუბო გერბი მარცხენა მხარეს თეთრ ფონზე იქნა გადატანილი, რომელიც ძალიან ჰგავდა 1997-99 წლების სეზონის ფორმას. (გამოშვები თარიღი: 2006 წლის 27 ივლისი - 2007 წლის ივლისი.)

2006/2007 гг.,  третий вариант формы
2006/2007 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

ფორმის მესამე ვარიანტი თითქმის ჰგავდა წინა წლებში გამოშვებულ ფორმას. (გამოშვების თარიღი: 2006 წლის 1 აგვისტო - 2007 წლის ივლისი).

2007/2008 гг., гостевая форма
2007/2008 წ.წ. - საშინაო ფორმა

Nike-მა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის საგარეო ფორმა შავ ფერებში გადაწყვიტეს და მხოლოდ ერთი წლით გამოუშვეს. ეს ფორმა გაცილებით კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ვიდრე საშინაო, რადგან საყელო, სახელურები და საზურგე წითელი ზოლებით მშვენდება. თუმცა ისევე, როგორც წითელ კომპლექტში AIG-ს ემბლემა დომინირებს. დაბლა, კუთხეში ამოკვეთილია წარწეა: "წითელი ეშმაკები". (გამოშვების თარიღი: 2007 წ. 13 სექტემბერი - 2008 წ. სექტემბერი.)

2007/2009 гг., домашняя форма
2007/2009 წ.წ. - საშინაო ფორმა

2007 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" და Nike-მა აწარმოეს ძირითადი საშინაო ფორმა, რომელიც "იუნაიტედს" მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ეცვა. მის დიზაინში არც თუ დიდი ფანტაზია დევს. უბრალო წითელი მაისური, რომელსაც ძლივს შესამჩნევი თეთრი ფერი გასდევს და კლუბის ემბლემა ისეა, თითქოს უკანასკნელ წამზე მიამაგრესო. დაბლა, კუთხეში მიწერილია: "წითელი ეშმაკები". ზურგის ცენტრალურ ნაწილში შავ-თეთრი ზოლია, რომელზეც "წითელი ესმაკია" გამოსახული და აბრევიატურა MUFC. მოთამაშის ნომერი და გვარი შავ-თეთრ კონტურებშია გამოყვანილი. (გამოშვების თარიღი: 2007 წ. 1 აგვისტო - 2009 წ. ივლისი.)

2008 г., Специальный комплект к 50-летию Мюнхена
2008 წ. - მიუნხენის ტრაგედიის 50 წლისთავის სპეციალური კომპლექტი

2008 წლის 10 თებერვალს, კვირა დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერულ დერბის მართავდა. ეს დღე ყველაზე ახლოს იყო მიუნხენის ტრაგედიის დღესთან (6 თებერვალი), რომელმაც "ბასბის ჩვილები" შეიწირა. ამ თარიღის აღსანიშნავად "იუნაიტედის" ფეხბურთელები შპეციალურად დამზადებული რეტროს სტილის მაისურებში ასპარეზობდნენ, რომელიც 1950-ან წლებში "ბასბის ჩვილების" მაისურის მსგავსი იყო. ამ მაისურზე AIG, Nike-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გერბები არ იყო. ფორმის ეს კომპლექტი ერთჯერადი ტირაჟით გამოვიდა და არასდროს ყოფილა გაყიდვაში.

2008/09 гг., третий вариант формы
2008/09 წ.წ. - ფორმის მესამე ვარიანტი

"დიდებულებით შთაგონებულნი!" ფორმის მესამე ვარიანტის კომპლექტის შემქმენელების შთაგონების წყარო 1968 წლის 29 მაისში "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩი იყო. იმ თამაშის სამახსოვროდ კომპლექტი სრულად ლურჯ ფერებში შესრულდა. კლუბის ემბლემის ირგვლივ ამოქარგული იყო წარწერა: "29 მაისი 1968 წელი - 40 წლის იუბილე". (გამოშვების თარიღი: 2008 წლის 16 სექტემბერი - 2009 წლის ივლისი.)

2009/10 гг., домашняя форма
2009/10 წ.წ. - საშინაო ფორმა

ახალი საშინაო ფორმა "ოლდ ტრაფორდის" ასი წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა და მის მთავარ სიახლედ მკერდის მიდამოში არსებული შავი შევრონი იქცა, რაც ანალოგიური იყო იმ მაისურისა, რომელსაც ფეხბურთელები 1909-10 წლების სეზონში ატარებდნენ. საყელოს უკანა მხარეს გაკეთებული იყო წითელი-შავ-თეთრი ემბლემა, ხოლო გვერდით იყო იარლიყი, რომელზეც ეწერა: "The Theatre of Dreams Since 1910". ფორმა დამზადებული იყო Nike Dri-Fit-ის ქსოვილით, რომელიც აუციელებლ ტემპერატურას ინარჩუნებს, ამასთან ერთად ოფლს იწოვდა, მაგრამ ამასთან ერთად სამმაგი სისტემის წყალობით კანის ირგვლივ დამატებით საჰაერო სივრცეს ქმნიდა, რაც ქსოვილის დასველებას ამცირებდა. თეთრ შორტებს გვერდებზე წითელი ზოლები ჰქონდა. საყელოს უკანა მხარეს გამოსახული იყო "წითელი ეშმაკი". შავ გეტრებს გამოსახული ჰქონდა წითელი ფერის შევრონები.

2009/10 гг., гостевая форма
2009/10 წ.წ. - საგარეო ფორმა

როგორც 2009-10 წლების სეზონის მასიურებზე, ამ ფორმაზეც გამოსახული იყო V ფორმის შევრონი, რომელიც 1909 წელს მოპოვებულ პირველ ინგლისის თასს ეძღვნებოდა. საგარეო ფორმის კომპლექტი შავია, ხოლო შევრონი ლურჯი. ლურჯი ფერის ზოლები იყო შორტზეც, ხოლო ლურჯი ფერის შევრონი გეტრებსაც ამშვენებდა.

2010/11 гг., домашняя форма
2010/11 წ.წ. - საშინაო ფორმა

სეზონის შუალედში შეძენილი ახალი სპონსორის, AON-ის შეძენის შემდეგ Nike-მა ახალი ფორმა შეიმუშავა, რომელიც 1980-82 წლების სეზონის ფორმას ჰგავდა. სახეულრებზე, ტრადიციულ წითელ ფორმას თეთრი ზოლები გასდევს. კომპლექტში ასევე არის თეთრი შორტები, რომელსაც ბარძაყის მიდამოში შავი ზოლები აქვს და შავი გეტრები, რომელსაც ზევით წითელი ზოლები ჰქონდა. ნათელია, რომ ანტიგლეიზერებისთვის მოწყობილი ყვითელ-მწვანე მაისურების კამპანიის საწინააღმდეგოდ პრეს-რელიზში გასაგებად აღნიშნეს, რომ "წითელი, თეთრი და შავი ფერები "მანჩესტერ იუნაიტედის" დნმ-ს ფერებია. (გამოშვების თარიღი: 2010 წ. 15 ივლისი - 2011 წ. ივლისი.)

2010/11 гг., гостевая форма
2010/11 წ.წ. - საგარეო ფორმა

Nike-ს მიერ ნაწარმოებ ახალ საგარეო ფორმის კომპლექტში კლუბი ტრადიციულ ფერებს დაუბრუნდა, რადგანაც კლუბი შავ შორტებსა და თეთრს გეტრებს გამოიყენებდა. (გამოშვების თარიღი: 2010 წ. 23 სექტემბერი - 2011 წ. ივლისი.)

2011/12 гг., домашняя форма
2011/12 гг. — домашняя форма

На создание образа дизайнеров вдохновляла богатая история клуба, а в производстве нового комплекта были использованы самые последние разработки в этой области. Основной цвет майки – традиционный красный с врезанным белым воротником по центру которого проходит черная полоса. Это повторяет дизайн клубного шарфа и подобный вариант оформления использовался и ранее, например, на форме обладателей Кубка Англии 1977 и 1985 годов, а также на форме, в которую были одеты чемпионы Англии – 2008 и победители Лиги Чемпионов.Впервые майка, шорты и гетры сделаны из инновационного полиэстера Nike, произведенного из продуктов переработки. Для производства одного комплекта были использованы 13 пластмассовых бутылок из-под воды. Такая технология позволяет на 30% сократить расход электроэнергии по сравнению с производством традиционного полиэстера. (Сроки выпуска: 3 июня 2011 – июль 2012).

2011/12 гг., гостевая форма
2011/12 წ.წ. - საგარეო ფორმა

ამ სეზონის საგარეო შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ზოლებიანი შავ-ლურჯი ფორმით გამოდიოდა, რომელსაც ისტორიული კავშირი აქვს 1948 წლის ინგლისის თასის ფინალის და 1968 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალის შეხვედრებში გამოყენებულ ეკიპირებასთან. ასეთი ფორმა გამოიყენებოდა 1933/34 წლების სეზონის ბოლო ორი თვის საშინაო შეხვედრებში. (გამოშვების თარიღი: 2011 წ. 15 ივლისი - 2012 წ. ივლისი.)

 

2012/13 гг., домашняя форма
2011/12 წ.წ. – საშინაო ფორმა

დიზაინერებს ამ ფორმის შექმნა სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიამ შთააგონათ. მაისურის ძირითადი ფერი წითელია. მას თეთრი საყელო აქვს, რომელსაც შუაში შავი ზოლი გასდევს. ეს კლუბის შარფის დიზაინს ჰგავს. "იუნაიტედს" ასეთი სტილის ფორმა 1977 და 1985 წლებში ჰქონდა, ასევე წააგავს იმ 2008 წლის ფორმასაც, რომლის დროსაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს ფორმა Nike-ს დამზადებულია. ის 30 %-ით ამცირებს ელექტროენერგიის მიღებას. (გამოშვების თარიღი: 2011 წ. 3 ივნისი - 2012 წ. ივლისი)

2012/13 гг., гостевая форма
2012/13 წ.წ. – საგარეო ფორმა

თეთრი მაისური, შავი შორტები და თეთრი გეტრები, სწორედ ასე გაოიყურებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო ფორმა. ფორმა სხვა ადრინდელი თეთრი ფორმებისგან იმით განსხვავდება, რომ მას როგორც საყელოს ასევე მკლავების ბოლოზე გასდევს წითელი კანტი. გერბი გამოსახულია შავ ფერში. ეს სტილი ახალია, უფრო ახალგაზრდული. Nike კი როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც ეცადა ფორმა უფრო კომფორტული გამხდარიყო და ეს გამოუვიდათ კიდეც.

2013/14 гг., домашняя форма
2013–14 წ.წ. – საშიანო ფორმა

ამ ფორმის მთავარი ელემენტი მისი შავი საყელოა, რომელიც ერიკ კანტონას პატივსაცემოდ შეკერეს, რადგან სწორედ ის ატარებდა აწეულ საყელოს 90–იან წლებში. ადაფტირებულ საყელოს სამი ღილი, ხოლო უკან ერთი ღილი აქვს. ფორმა წითელია, შორტები კი სულ თეთრი, ხოლო გეტრები კლასიკურ შავ ფერშია. გეტრის შუაში წვრილი წითელი ხაზია, რომელსაც აქეთ–იქიდან ორი მასზე მსხვილი ხაზი აკრავს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ფეხბურთელებმა მინდორზე ერთმანეთი უფრო სწრაფად შეამჩნიონ.

2013/14 гг., гостевая форма
2013–14 წ.წ. საგარეო ფორმა

ახალი საგარეო ფორმა ძალიან ჰგავს გასული სეზონის საშინაო ფორმას. საყელოს ქვეშ, უკან პატარა ეშმაკუნა ხატია თეთრად. როგორც ფორმა ასევე შორტებიც და გეტრებიც შავ–ლურჯ ფერებშია გაწყობილი. ეს ფორმაც Nike–ს დამზადებულია და 150 გრამს იწონის, რაც 23 % მსუბუქია ვიდრე გასული სეზონის ფორმა.

2014/15 гг., домашняя форма
2014–15 წ.წ. – საშინაო ფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2014/15 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა, რომელიც წითელი ფერისაა, ხოლო თეთრი საყელო, რომელიც მაისურზე დაბრუნდა, გუნდის XX საუკუნის ფორმას გაგვახსენებს. მაისურზე, კისერთან წარწერაა: “ახალგაზრდობა, გამბედაობა, სიდიადე”. ფორმაზე გაჩნდა ახალი ლოგოტიპიც, ეს "იუნაიტედის" ახალი პარტნიორის "შევროლეს" ლოგოა, რომელიც მაისურის შუაშია.

2014/15 гг., гостевая форма
2014–15 წ.წ. – საგარეო ფორმა

ახალი საგარეო ფორმა თეთრი ფერისაა. მაისურის შიგნიდან შავად არის პატარა ეშმაკუნა გამოსახული და წარწერა “ახალგაზრდობა, გამბედაობა, სიდიადე”. შორტები შავია, ხოლო გეტრები თეთრი და მას თავში დიდი შავი ზოლი გასდევს.


ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top