ხავიერ ერნანდესი "იუნაიტედში" 8 აპრილს ჩაირიცხა, თუმცა მისი ოფიციალურად "გაეშმაკება" პირველი ივლისიდან იყო შესაძლებელი. ძალიან ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ "წითლებმა" ნაჩქარები გადაწყვეტილება მიიღეს. მათი აზრით, "იუნაიტედს" უნდა გაეგრძელებინა მასზე დაკვირვება და სატრანსფერო ფანრჯის გახსნის შემდეგ გაეფორმებინა ის. ჩიჩარიტოს სერიოზული გამოცდა ელოდა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე და თუ ის აფრიკაში თავის გამოჩენას შეძლებდა, ექსპერტების აზრით მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო ალექს ფერგიუსონს მისი შეძენის გადაწყვეტილება. იბადება კითხვა - არსებობს ვინმე სერ ალექსზე უფრო დიდი ექსპერტი ფეხბურთში? ამ კითხვაზე პასუხი ფაქტებმა გასცეს. ხავიერ ერნანდესი ჩავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრებთან ერთად და ყველასთვის გასაკვირად ოთხი გოლის გატანა შეძლო. 4-ჯერ მეტი ვიდრე სხვა "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა. ის გახდა ერთადერთი მანჩესტერელი ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა.
ბოლოს და ბოლოს ჟურნალებმა, ექსპერტებმა და საფეხბურთო კომენტატორებმა გამოიტანეს დასკვნა და განაცხადეს, რომ ისინი ცდებოდნენ, როცა ხავიერ ერნანდესის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს და ასევე ხაზი გაუსვეს სერ ალექსის ძალიან ჭკვიანურ გათვლას. საქმე იმაშია, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ხავიერ ერნანდესი აპრილში რომ არ გაეფორმებინა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას დალოდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე იხსნებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა ერნანდესის ხელში ჩაგდება. რატომ? - პასუხი ძალიან მარტივია. ხავიერმა იმდენად შთამბეჭდავად შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, რომ ძალიან ბევრი გრანდის ყურადღებას მიიპყრობდა "მანჩესტერს" თადარიგი რომ არ დაეკავებინა. ასე და ამრიგად, მექსიკური "ჩივას გვადალახარას" ვარკსვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.
"მანჩესტერში" საბოლოო გადმობარგების შემდეგ გაირკვა, რომ ხავიერ ერნანდესი 14 ნომრიანი მაისურით იასპარეზებდა "წითლებში". ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია მექსიკელის ნომრის ზემოთ არსებულმა წარწერამ, სადაც ერნანდესის ნაცვლად "ჩიჩარიტო" ეწერა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩიჩარიტო ხავიერის ზედმეტსახელია, რომელიც "პატარა ბარდას მარცვალს" ნიშნავს.
© MANUTD.GE 2012