თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2016/17
ეშლი იანგი
იანგი
18
ეშლი იანგი
დაბ. თარიღი: 09/07/1985
დაბ. ადგილი: სტივენეიჯი
ქვეყანა: ინგლისი
სიმაღლე: 1.80 სმ
წონა: 65 კგ
პოზიცია: ნახევარმცველი
ტურნირი
პრემიერ ლიგა 6 3 3 0 1 1 0
ჩემპიონთა ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ევროპის ლიგა 6 3 3 0 0 0 0
ლიგის თასი 2 2 0 0 0 1 0
ინგლისის თასი 2 2 0 0 0 2 0
ამხანაგური მატჩი 4 0 4 0 0 0 0
ინგლისის სუპერთასი 0 0 0 0 0 0 0
სულ 20 10 10 0 1 4 0
გოლები და საგოლე გადაცემები
გოლი
საგოლე პასი
ჩატარებული მატჩები
სასტარტო შემადგენლობაში
შეცვლაზე შემოსული
საკლუბო (შიდა) სტატუსი სეზონი კლუბი
ინგლისის ლიგის თასი
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი	მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის თასი
გამარჯვებული
2015/2016 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2013/2014 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
გამარჯვებული
2012/2013 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2011/2012 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის ლიგის თასი
ფინალისტი
2009/2010 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
საკლუბო (საერთაშორისო) სტატუსი სეზონი კლუბი
საერთაშორისო ჩემიოპნთა თასი
გამარჯვებული
2014 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი

ეშლი საიმონ იანგი დაიბადა 1985 წლის 9 ივლისში ჰერთფორდში.მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ადრეული ასაკიდანვე,როდესაც ის მიიყვანეს უოტფორდის ახალგაზდულ აკადემიაში.ბავშვობიდანვე ეშლი ძალიან მონდომებული გახლდათ თავისს საქმაში.ყოველთვის ბოლომდე ბრძოლითა და კარგი თამაშით გამოირჩეოდა,მაგრამ მისი ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო სიმაღლე და სუსტი ფიზიკური მომზადება გახლდათ.

პატარა იანგმა დასახა თავის მიზანი და ცდილობდა რომ მიეღწია ამისთვის ამიტომაც იგი მუდამ ვარჯიშობდა და ცდილობდა საუკეთესო ყოფილიყო მოედანზე და ერთ მშვენიერ დღესაც მას 4 მწვრთნელი ელოდება "უოტფორდის" კაბინეტში. "უოტპორდი" კი მისი კლუბი იყო სადაც მან 10 წელი ითამაშა და ამ კლუში აღიზარდა. იცოდა თითოეული გოჯი, თითოეული ბზარი და მას არ სთავაზობდნენ პროპესიულ კონტრაქტს. დევიდ ხოკედეი, დევიდ დოდსი, ჯონ მაკდერმოტი და კრის კამინსი იყო ის 4 მწვრთნელი რომელიც მას კაბინეტში ელოდებოდა და რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს წვრთნიდნენ. ეს მისთვის ალბათ სამყაროს დასასრული იქნებოდა.


ეშლი მიხვდა, რომ დადგა ბრძოლის ახალი ეტაპი. იყო რამოდენიმე სხვა კლუბი სადაც მას წასვლა შეეძლო, მაგრამ "უოტფორდის" მწვრთნელებმა განუცხადეს, რომ იგი ვერ იქნებოდა ვერასდროს ისეთი კარგი, რომ ეთამაშა პირველ გუნდში. ბევრი ამის გამგონე დანებდებოდა, მაგრამ იანგი პირიქით ის ასე არ მოიქცა! ახლა მას სურვილიც გაუჩნდა დაემტკიცებინა ის, რომ მწვრთნელები ცდებოდნენ.

პატარა ეშლი ხშირად რჩებოდა მოედანზე და ვარჯიშის შემდეგ მართო მუშაობდა საკუთარ თავზე, ასევე იგი კვირაში 3 დღე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა ფორმის მისაღწევად.საბოლოოდ მან ამდენი ვარჯიშითა და მონდომებით მიაღწია იმას,რომ ის უოტფორდის 18 წლამდელთა აკადემიის გუნდში მოხვდა.იგი ვერ დაიკვეხნიდა სიმაგლით, სიძლიერით მაგრამ მას შესანიშნავი ტექნიკა და მოენის ხედვა ქონდა.

ერთ თქვეში ის დუბლებში გადაიყვანეს,ხოლო 1 წლის შემდეგ უოტფორდმა მას პროფესიული კონტრაქტიც შესთავაზა.ამის შემდეგ დაიწყო იანგის საფეხბურთო კარიერა.

2006-2007 წლების სეზონი,როდესაც უოტფორდი პრემიერ ლიგაში გამოდიოდა იანგისთვის ძალიან კარგი სეზონი გამოდგა. ფულემთან 3-3 თამაშისას ეშლი იანგმა გაიტანა თავისი პირველი პრემიერ ლიგური გოლი..

2007 წლის 18 იანვარს ასტონ ვილამ 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა ეშლი იანგი,რაც კლუბის სარეკორდო თანხა იყო იმ დროისთვის.21 იანვარს ეშლი იანგმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჩაირიცხა ბირმინგემულ კლუბში.ხოლო 31 იანვარს შესდგა მისი ბირმინგემული დებიუტი ნიუკასლის წინააღმდეგ სადაც ასტონ ვილა 3-1 დამარცხდა.

2007-2008 წლების სეზონი ეშლი იანგი ასისტენტთა დავაში გავიდა მეორე ადგილზე,მას მხოლოდ და მხოლოდ სესკ ფაბრეგასმა გაუსწრო,ხოლო იანგის ანგარიშზე 17 შედეგიანი გადაცემაა.ასევე მოხვდა წლის საუკეთესო პრემიერ ლიგის 11-ეულში.

2008 წლის 20 აპრილს ეშლი იანგმა ბირმინგემ სიტის წინააღმდეგ გაიტანა ორი გოლი,ხოლო ასტონ ვილამ ეს შეხვედრა 5-1 მოიგო.

2008 წლის 10 ოქტომბერს ეშლი იანგმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.ასევე ეს ჯილდო მოიგო ამავე წლის აპრილის თვეში.ეშლი იანგი იმ ფეხბურთელებს შორის გაერია ამ ჯილდოებით,როგორებიც არიან სტივენ ჯერარდი,ქრისტიანო რონალდო და უეინ რუნი,2008წლის 7 დეკემბერს ასტონ ვილამ ლივერპულის ევერტონს 3-2 სძლია და ეშლიმ ამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

2009 წლის 10 იანვარს ეშლი იანგმა მარტინ ო ნილთან ერთად ისევ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე.ხოლო 2009 წლის 24 აგვისტოს,სადაც ასტონ ვილა ლივერპულს დაუპირისპირდა ენფილდზე ეშლი იანგმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა და თავის გუნდს 3-1 მოაგებინა.2010-2011 წლების სეზონში ეშლი იანგი გახდა ასტონ ვილას ვიცე-კაპიტანი.

2011 წლის 23 ივნისს ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა 15 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა ეშლი იანგი,რომელმაც 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მიიღო 18 ნომერი,რომელსაც ადრე მანჩესტერ იუნაიტედის ცოცხალი ლეგენდა პოლ სქოულზი ატარებდა.მისი დებიუტი კი შედგა 13 ივლისს ამხანაგურ მატჩში,სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა 4-1 სძლია ამერიკულ კლუბ „ახალ ინგლისს“ ითამაშა 67 წუთი მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად.

მისი ოფიციალური დებიუტი კი შედგა 2011 წლის Community Shield-ზე სადაც მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტის ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა.ეშლიმ 90 წუთი ითამაშა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

მისი პრემიერ ლიგური დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით კი შედგა 14 აგვისტოს ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა 2-1 იმარჯვა.ეშლი იანგი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.მისი სადებიუტო გოლი მანჩესტერის რიგებში კი შედგა ლონდონის არსენალის წინააღდეგ სადაც წითელმა ეშმაკებმა გამანადგურებელი ანგარიშით 8-2 გაიმარჯვეს.ეშლიმ 2 გოლი გაიტანა.

ეშლი იანგის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა 2011 წლის 27 სექტემბერს სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ბაზელს დაუპირსპირდა.მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და ანგარიშით 3-3 დასრულდა.სწორედ ეშლის დამსახურებაა,რომ ეს თამაში იუნაიტედმა არ წააგო.

დიდ ხნიანი ტრავმის შემდეგ ეშლი იანგი 2012 წლის 5 თებერვალს დაუბრუნდა გუნდს,სადაც იუნაიტედი ჩელსის დაუპირისპირდა და უხვგოლიანი ფრე 3-3 დასრულდა.ამის შემდეგ იანგმა უეფას თასზე შეძლოგ ოლის გატანა,სადაც მანჩესტერმა 2-0 გაიმარჯვა,ხოლო დუბლი მიითვალა 2 აპრილს ტოტენჰემთან მატჩში,რომელიც წითელმა ეშმაკებმა 3-1 მოიგეს.

2010 წლის 12 ოქტომბერს ეშლი იანგს ჰქონდა თავისი დებიუტი ინგლისის ნაკრებში,სადაც ინგლისი მონტერნეგროს ეთამაშებოდა.იანგმა პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა 9 თებერვალს დანიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში,რომელიც გამარჯვების გოლი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ მან თითქმის ყველა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა ინგლისის ნარკების მაისურით.2011 წლის 4 ივნისს შვეიცარიასთან წინააღმდეგ ეშლიმ გაიტანა გოლი.ასევე უელსის წინააღმდეგ და ამავე წლის 7 ოქტომბერს გაიტანა მონტენეგროს კარში.ამავე წლის 29 თებერვარლს იანგმა გაიტანა თავისი მეხუთე გოლი ნაკრებში ჰოლანდიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში,სადაც ინგლისი შინ 2-3 დამარცხდა.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

1 აპრილი 2017, 18:00
იუნაიტედი
ვესტ ბრომვიჩი
პრემიერ ლიგა
4 აპრილი 2017, 23:59
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
9 აპრილი 2017, 17:30
სანდერლენდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ვესტ ბრომვიჩი1 აპრილი
ევერტონი4 აპრილი
სანდერლენდი9 აპრილი
ვიდეო პორტალი

წინა მატჩები

19 მარტი 2017, 16:00
მიდლსბრო1
იუნაიტედი3
პრემიერ ლიგა
16 მარტი 2017, 23:59
იუნაიტედი1
როსტოვი0
ევროპა ლიგა
13 მარტი 2017, 23:45
ჩელსი1
იუნაიტედი0
ინგლისის თასი
მიდლსბრო19 მარტი
როსტოვი16 მარტი
ჩელსი13 მარტი

მატჩის საუკეთესო

ჯესი ლინგარდი
14
ჯესი ლინგარდი

პრემიერ ლიგა

Widget powered by WhatstheScore.com

ჩამოშლა

წიგნები

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2016

Top