თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2017/18
ენტონი მარსიალი
მარსიალი
9
ენტონი მარსიალი
დაბ. თარიღი: 05/12/1995
დაბ. ადგილი: საფრანგეთი
ქვეყანა: საფრანგეთი
სიმაღლე: 1.81 სმ
წონა: 76 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი
ტურნირი
პრემიერ ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ჩემპიონთა ლიგა 0 0 0 0 0 0 0
ლიგის თასი 0 0 0 0 0 0 0
ინგლისის თასი 0 0 0 0 0 0 0
უეფას სუპერთასი 0
ამხანაგური მატჩი 1 1 0 0 0 0 0
სულ 1 1 0 0 0 0 0
გოლები და საგოლე გადაცემები
გოლი
საგოლე პასი
ჩატარებული მატჩები
სასტარტო შემადგენლობაში
შეცვლაზე შემოსული
საკლუბო (შიდა) სტატუსი სეზონი კლუბი
ინგლისის ლიგის თასი
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი	მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის სუპერთასი
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისის თასი
გამარჯვებული
2015/2016 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ იუნაიტედი
საკლუბო (საერთაშორისო) სტატუსი სეზონი კლუბი
ევროპის ლიგა
გამარჯვებული
2016/2017 მანჩესტერ იუნაიტედი	მანჩესტერ იუნაიტედი
სანაკრებო სტატუსი სეზონი ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი
ფინალისტი
2016 საფრანგეთი საფრანგეთი
U19 ევროპის ჩემპიონატი
ფინალისტი
2012/2013 საფრანგეთი საფრანგეთი

ენტონი მარსიალი დაიბადა 1995 წლის 5 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ მასსიში. მან ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო "კლაბ ომნისპორტ დეს ულისში", ეს კლუბი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აკადემიაა საფრანგეთში, სწორედ მათი აღზრდილები არიან პატრის ევრა, ტიერი ანრი და სხვები. 13 წლის მარსიალი კიდევ ერთ ცნობილ ფრანგულ კლუბში "ლიონში" გადაბარგდა, სადაც 17-წლამდელთა გუნდის 21 შეხვედრაში 32 გოლის გატანა მოახერხა. 2012 წლის 6 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი "ლიონის" პირველი გუნდის შემადგენლობაში, მას ევრო წპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ჰაპოელის" წინააღმდეგ მოუწია მოედანე გამოსვლა, თუმცა მხოლოდ 10 წუთით. 

2013 წლის 30 ივნისს მარსიალი "მონაკოს" ფეხბურთელი გახდა, მისი გადაბირება სამეფო კლუბს 5 მილიონი ევრო დაუჯდა. მისი დებიუტი 24 ნოემბერს "ნანტის" წინააღმდეგ შედგა, როდესაც 17 წლის ფრანგმა 63-ე წუთზე რადამელ ფალკაო შეცვალა. 6 დღის შემდეგ მან უკვე პირველი გოლიც გაიტანა "მონაკოს" მაისურით, მან "რენის" კარი აიღო. მისი წარმატებული სვლა კოჭის ტრავმამ შეაჩერა, რომელიც "ვანელსიანის" წინააღმდეგ მიიღო. 2014 წლის 27 იანვარს, ენტონიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და საფრანგეთში დარჩენა 2018 წლამდე გადაწყვიტა.

მისი მეორე სეზონი გაცილებით წარმატებული და შედეგიანი გამოდგა, ლიგა 1-ის 36 შეხვედრაში მან 9 გოლის გატანა მოახერხა და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა. 

2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელიც გახდა, ინგლისურმა კლუბმა მასში 36 მილიონი ფუნტი გადაიხადა + ბონუსები. მოვლენების ასეთმა განვითარება სიცილის მიზეზადაც არ ეყოთ ფეხბურთის გულშემატკივრებს, რადგან მათთვის სრულიად უცნობ 19 წლის მოთამაშეში "იუნაიტედმა" ამხელა თანხა გადაიხადა, თუმცა მარსიალმა სადებიუტო შეხვედრიდან მოყოლებული თანდათან დაადუმა კრიტიკოსები და დაამტკიცა, რომ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. 

2015 წლის 12 სექტემბერს, "ლივერპულის" წინააღმდეგ შეხვედრაში ლუის ვან გაალმა ენტონის "იუნაიტედის" მაისურით სადებიუტო შეხვედრის ჩატარების საშუალება მისცა და მოედანზე 65-ე წუთზე, ხუან მატას ნაცვლად შეუშვა. ზუსტად 16 წუთში, ფრანგმა საუცხოოდ ითამაშა, მოატყუა "სკაუზერთა" ერთბაშად ორი მცველი და ულამაზესი გოლი გაიტანა. ენტონის ამ სეზონში უკვე 11 მატჩი მოუგროვდა და 5 გოლის გატანაც მოახერხა, იგი სექტემბრის თვის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო მისი გოლი "ლივერპულის" კარში თვის საუკეთესოდ დაასახელეს "იუნაიტედის" ქომაგებმა. 

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top