თბილისი:
მანჩესტერი:
პირველი გუნდი 2014/15
ანხელ დი მარია
7

ანხელ


დი მარია

დაბ. თარიღი დაბ. ადგილი ქვეყანასიმაღლე წონა პოზიცია
14.02.1988როსარიო არგენტინა180 სმ 70 კგნახევარმცველი
ბიოგრაფია
ანხელ დი მარიამ ფეხბურთის თამაში ექიმის რჩევით დაიწყო. ექიმმა თქვა, რომ ის ტექნიკური და სწრაფი ბავშვი იყო და ძალები სპორტში უნდა მოესინჯა. მან თამაში დაიწყო 7 წლის ასაკში, თავისი მშობლიური ქალაქის კლუბში „ატლეტიკო ელ ტორიტოში“, საიდანაც 13 წლის ასაკში „როსარიო სენტრალში“ გადავიდა. 17 წლის ასაკში მას მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი „ინდენპენდიენტეს“ წინააღმდეგ, 2005 წლის „აპერტურას“ ბოლო ტურში. 2 წლის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გამოთქვეს ევროპულმა კლუბებმა. მისით დაინტერესებული იყო რუსული „რუბინი“ და 2007 წელს ახლოს იყო რუსულ კლუბში გადასვლასთან.

2007 წელს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესანიშნავად ჩატარების და გამარჯვების შემდეგ (ტურნირის განმავლობაში ანხელმა 3 გოლი გაიტანა) დი მარია იყიდა პორტუგალიურმა გრანდმა „ბენფიკამ“, 6 მილიონ ევროდ. „ბენფიკის“ პრეზიდენტი ლუიშ ფელიპე ვიეირა ამბობდა, რომ მისმა კლუბმა სიმაო სამბროსას ღირსეული შემცვლელი შეიძინა.

2008 წელს დი მარია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ შეხვედრაში, 105-ე წუთზე, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე წუთზე ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა, რამაც არგენტინის ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა.

ანხელის საფეხბურთო კარიერა „ბენფიკაში“ შესანიშნავად წარიმართა: ის გულშემატკივრებმა შეიყვარეს. ორი წარუმატებელი წლის შემდეგ (ორ წელიწადში კლუბმა მხოლოთ ლიგის თასი მოიგო) „ბენფიკამ“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ზედიზედ მეორედ ლიგის თასიც მოიგო. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინელი „მადრიდის რეალში“ მოხვდა. 2009 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოლაპარაკებები ჰქონდა დი მარიასთან. „წითელი ეშმაკები“ მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა მოლაპარაკებები „ბენფიკამ“ ჩაშალა.

„სამეფო კლუბმა“ ანხელი ოფიციალურად 2010 წლის 28 ივნისს გაიფორმა. მათ შორის 6 წლიანი კონტრაქტი დაიდო. დი მარიას სანაცვლოდ გადახდილი იქნა 25 მილიონი ევრო, ამას დამატებული 5 მილიონი თუ ანხელი კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევდა და მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც მოიგებდა პირველ წელს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე „რეალსაც“ მიმართა, „ინგლისელები“ მის სანაცვლოდ 8 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ და დამატებით ანდერსონსაც სთავაზობდნენ. თუმცა მათი მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა. მისი დებიუტი 29 აგვისტოს შედგა, როდესაც „სამეფო კლუბი“ პირველ ტურში „მალიორკას“ დაუპირისპირდა. პირველი გოლი არგენტინელმა 18 სექტემბერს გაიტანა „რეალ სოსიედადის“ კარში. 10 დღეში მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც, „ოსერის“ კარში. 2010 წლის 19 დეკემბერს „სევილიის“ კარში ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 3 დღის შემდეგ 22 დეკემბერს ესპანეთის თასის 1/8 ფინალში დი მარიამ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლიონთან“ განმეორებით შეხვედრაში ანხელმა მესამე და უკანასკნელი გოლი გაიტანა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. 1/4 ფინალში მან კვლავაც მოახერხა თავის გამოჩენა „ტოტენჰემის“ მატჩში. 2011 წლის 20 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 120-ე წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. „კრიშტიანუ რონალდუს“ ერთადერთი გოლის წყალობით მადრიდელებმა 1:0 მოიგეს. ანხელისთვის ეს ტიტული პირველი იყო „რეალის“ რიგებში. 2011 წლის 1 მაისს მან თავისი 50-ე შეხვედრა ჩაატარა „მადრიდის რეალის“ რიგებში. სეზონის ბოლოს, ანხელმა გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი.

დი მარიამ დიდი წვლილი შეიტანა „რეალ მადრიდის“ ტრიუმფში 2014 წელს. კლუბმა მოიგო ესპანეთის საფეხბურთო თასი, რომლის ფინალში დი მარიამ გოლი გაუტანა „ბარსელონას“ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც „რეალს“ ბოლო 12 წელი არ მოეგო. დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

2014 წლის ზაფხულში დი მარია 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ეს ბრიტანეთისთვის რეკორდული ტრანსფერია.

ფოტოგალერეა

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top