სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა, 2006 წლის იანვარში ის შეუერთდა „პორტუს“ ოფიციალურად €7 მილიონის სანაცვლოდ. მან ორი სეზონი გაატარა „პორტოს“ პირველ გუნდში. მან აქ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და სუპერთასი.
2007 წლის 30 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იყიდა ეს ფეხბურთელი 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად. მაგრამ ხელშეკრულებას 2 ივლისს მოეწერა ხელი, მან გუნდთან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი. სერ ალექს ფერგიუსონი მას „მანჩესტერის“ ყოფილ ფეხბურთელს, კლებერსონს ადარებდა. მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 1 სექტემბერს, „სანდერლენდთან“ მატჩში, რომელიც „მანჩესტერმა“ მოიგო 2-0. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში შედგა 2007 წლის 19 სექტემბერს, მან შეცვალა რაიან გიგზი, 76 წუთზე. მან ბრწყინვალე პენალტი გაიტანა მოსკოვში გამართულ ფინალში.
2007-08 სეზონის დაწყების წინ ის გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“. მან მოიგო პრემიერ ლიგა სამჯერ, 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ლიგის თასი.
© MANUTD.GE 2012