თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2014, 11:29
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1308,
კომენტარები: 6
ვან პერსი იუბილარია !
დღეს ჰოლანდიისა და მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის, "რობინ ვან პერსის" დაბადების დღეა.
ვან პერსი იუბილარია !
დღეს რობინს 31 წელი შეუსრულდა. პერსი, რუნისთან ერთად გუნდის ლიდერად ითვლება, მან ორიოდ სეზონშივე მოიგო პრემიერ ლიგა და გულშემატკივართა სიყვარული.
ვან პერსი იუბილარია !

პერსი 1983 წლის 6 აგვისტოს , ქალაქ როტერდამში დაიბადა. მისი პროფესიონალური კარიერა 2001 წელს, ადგილობრივ კლუბ "ფეინოორდში" შედგა, რომელთა რიგებშიც 2004 წლამდე ირიცხებოდა და 61 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო , მისმა კარგმა თამაშმა უმალ მიიპყრო "გრანდების" ყურადღება . მისი შეძენა "ბარსელონას" სურდა, მაგ დროისთვის კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ,ჰოლანდიელი "ფრენკ რაიკაარდი" გახლდათ. ბარსელონას გარდა დიდი ინტერესს იჩენდა ლონდონის "არსენალი" რომელიც, იმ დროისთვის ქვეყნის ჩემპიონი იყო გამხდარი, პერსისაც ლონდონი ხიბლავდა და იგი ნისლიან ალბიონზე აღმოჩნდა.

ვან პერსი იუბილარია !


2004 დან 2012 წლამდე პერსიმ , არსენალის შემადგენლობაში , 194 მატჩი ჩაატარა და თავი 96 ჯერ გამოიჩინა . ტიერი ანრის წასვლის შემდეგ , რობინი არსენალის ლიდერი და კაპიტანი გახლდათ, მართალია მან 8 უტიტულო სეზონი ჩაატარა , თუმცა იგი ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო თავდამსხმელად.

ვან პერსი იუბილარია !


2012 წლის ბოლო "სერ ალექსმა" დიდი ბრძოლის შემდეგ, პერსი ოლდ ტრაფორდზე მოიყვანა 25 მილიონად , მან პირველივე სეზონში მოიგო პრემიერ ლიგა და გახდა საუკეთესო ბომბარდირი (26გოლით).

გასულ სეზონში მას ძალიან ბევრი გაუცდა ტრამვების გამო და მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო
მან ასევე წარმატებულად ჩაატარა ამა წლის "მსოფლიო ჩემპიონატი" სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა და საპრიზო მე–3 ადგილი დაიკავა .
სხვა
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 აგვისტო 2014 10:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გილოცავ რობინ :* რუნისა და ამის სახით ნამდვილი ნამდვილი "ბეტმენი და რობინი გვყავს". მახსოვს როგორ თქვა პერსიმ: "თმის ფერი უკვე მეძახის"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 11:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გილოცავ რობინ მრავალს დაესწარი და ნაკლებ ტრამვიანობას გისურვებ ამ სეზონში ! მაგარი კაცია ამის პახოტკა მევასება ამაგარი სიარული აქვს :D
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 აგვისტო 2014 12:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გილოცავთ პერსიკ, ასაკში ხარ უკვე მარა მაინც ყველაზე კლასნი ხარ
0
№4
ავტორი: RedTeen
6 აგვისტო 2014 12:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გილოცავ და წარმატებები.. love
0
№5
ავტორი: Lev
6 აგვისტო 2014 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
გილოცავ რობინ love შენგან სულ რაღაც 25 გოლი მინდა ამ სეზონში და ჩათვალე შენი საქმე 5იანზე გექნება გაკეთებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: ელენე
6 აგვისტო 2014 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
გილოცავ, რობინ. ჯანმრთელობას და ბევრ გოლს გისურვებ <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top