თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2014, 08:37
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1617,
კომენტარები: 5
კაგავას თურანში ცვლიან ?
სრულიადში შემოგთავაზებთ , გასული დღის 5 სატრანსფერო ჭორს
კაგავას თურანში ცვლიან ?
5) ლუის ვან გაალი მზად არის , ნებისმიერ ფასად გაიფორმოს "ატლეტიკო მადრიდიდან" არდა თურანი.
ადრე მის მიმართ ინტერესს ლივერპული იჩენდა და ადრაც მერსისაიდელების თაყვანისმცემელია.
ფეხბურთელს მადრიდის დატოვება არ სურს , თუმცა მანიუ უკან არ იხევს, კლუბი მზადაა 15 მილიონს და შინჯი კაგავას შეელიოს.

კაგავას თურანში ცვლიან ?


4) ამერიკულ ტურნეზე არასახარბიელო თამაშის შემხედვარე, ფილიპო ინძაგის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და გუნდში ანტონელის უხმობს, რომელიც “როსონერის” აღზრდილია. თავის დროზე, ფეხბურთელს არაპერსპექტიული უწოდეს და “პარმაში” გაგზავნეს. ამ გუნდში ანტონელიმ 4 სეზონი გაატარა. სამი წლის წინ ის 7 მილიონ ევროდ “ჯენოამ” შეიძინა. მიუხედავად “მილანის” სტატუსისა, იტალიაში ეეჭვებათ, რომ ანტონელი “სან სიროზე” გადავა. ის გენუაში თავს კომფორტულად გრძნობს და შარშან “ინტერის” წინადადება არ მიიღო. გასულ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

კაგავას თურანში ცვლიან ?


3) 30 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვერა და ვერ მოძებნა შესაფერისი კლუბი. “ემელეს”-ის წარმომადგენელმა “ორლანდომ” რობინიო არ მიიღო, “სანტოსმა” ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, “ფლამენგოში” კი თავად მოთამაშეს არ სურს გადასვლა. როგორც ჩანს, ბრაზილიელი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში წავა. ადგილობრივი კლუბი “ალ-აჰლი” მას 2-წლიან კონტრაქტს და 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს სეზონში. დუბაის კლუბი ადგილობრივი პრემიერ-ლიგის ჩემპიონია. ამრიგად, რობინიო შეიძლება თანამემამულე გრაფიტეს თანაგუნდელი გახდეს. გრაფიტემ თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ 2009/10 წლების სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 28 გოლი გაიტანა “ვოლფსბურგის” მაისურით, რის შემდეგაც ბრაზილიის ნაკრების ღირსება დაიცვა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.

კაგავას თურანში ცვლიან ?


2)თურქული მედიის ინფორმაციით, სლავენ ბილიჩის გუნდს ამ კვირაშივე შეუერთდება მაროკოელი იუნეს ბელანდა. 24 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ მაისში ცდილობდა კიევის “დინამოს” დატოვებას, მაგრამ უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საწადელს ვერ მიაღწია. მის მიმართ ინტერესს “რომაც” იჩენდა, მაგრამ “ბეშიქთაში” უფრო აქტიური აღმოჩნდა. ერთადერთი შეკითხვა ისაა, თუ რამდენს გადაიხდიან სტამბულელები ტრანსფერში. საუბრობენ 10 მილიონ ევროზე, თუმცა “დინამომ” ბელანდა 1 წლის წინ 14-ად იყიდა. უკრაინის ჩემპიონატში მან 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

კაგავას თურანში ცვლიან ?


1) ცოტა ხნის წინ “იუვენტუსმა” საჯაროდ გამოაცხადა აუქციონი ანჯელო ოგბონას გაყიდვაზე. მსურველები მაშინვე გამოჩნდნენ. “ლაციოს” გარდა ინგლისური კლუბების გააქტიურდნენ, “მანჩესტერ იუნაიტედის” და “არსენალის” მეთაურობით. თუმცა ოფიციალური წინადადება მხოლოდ “ვალენსიამ” გააკეთა. ტურინელები “ღამურებისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვენ. შარშან “იუვემ” ანჯელოს სანაცვლოდ “ტორინოს” 13 მილიონი გადაუხადა, მაგრამ ოგბონა მაინც ვერ გახდა სასტარტოს ფეხბურთელი და მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში.

კაგავას თურანში ცვლიან ?
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: manutd---10
6 აგვისტო 2014 10:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ეეჰ არდა ნაღდად დაგვამშვენებდა
0
№2
ავტორი: Juan Mata
6 აგვისტო 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ტურანი ძაან მევასება
0
№3
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 11:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რავიცი მაინც არამგონია განხორციელდეს ეს ბარტერი :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
6 აგვისტო 2014 12:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვა თურანი საინტერესოა winked მარა არამგონია სიმარტლეს შეესაბამებოდეს
0
№5
ავტორი: chestersa
6 აგვისტო 2014 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
არა არა და არა კაგავა გვჭიდება უნდა დარჩეს!!! ეგ და მატა ორივე საჭიროა გამთამაშებლის პოზიციაზე ფორმას აკრეფს და ხან ერთი Iთამაშებს ხან მეორე! კაი იგროკია თურანი მაგრამ მოდი ვინც საყიდელია ის იყიდონ ჯერ! (ვიდალი, ჰუმელსი)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top