თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2014, 15:11
ავტორი: Esi,
ნანახია: 6044,
კომენტარები: 53
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!







5 აგვისტო


1. ლივერპულის ევერტონი კვლავ დაინტერესდა მანჩესტერ იუნაიტედის ინგლისელი ნახევარმცველი, ტომ ქლევერლის შეძენით.

2. როგორც ბრიტანული გაზეთები წერენ, ტომას ვერმაელენმა კლუბს განუცხადა, რომ მას სხვა კლუბში გადასვლა სურს. თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას ჯერ კიდევ უცნობია. ბელგიელით იუნაიტედი და ბარსელონაა დაინტერესებული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ამ ფეხბურთელისადმი ინტერესი ნაპოლიმაც გამოთქვა.

3. Daily Star-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა დიდი თანხა გადაიხადოს კოლუმბიელ შემტევ ხუან კუადრადოში. საუბარია £40 მილიონის გადახდაზე, სწორედ ამ თანხას ითხოვს ფიორენტინა ფეხბურთელში.

4. იუნაიტედიდან წამსვლელთა სიას ანდერსონი და ზაჰა დაემატა. გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გარდა ამ ორი ფეხბურთელისა ვან გაალი მზადაა კლუბიდან მარუან ფელაინი, ლუიშ ნანი, შინჯი კაგავა და ხავიერ ერნანესი გაუშვას.


6 აგვისტო


1. არტურო ვიდალის სატრანსფერო საგა მალე დაბრუნდება, ამ ტრანსფერს მხოლოდ და მხოლოდ ის აფერხებს, რომ ჩილელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, სწორედ ამიტომაც იკავებს იუნაიტედი თავს და არ აჩქარებს ტრანსფერს.

2. MARCA-ს ცნობით მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალი ჰოლანდიურ ტრიოს ისევ მიუბრუნდა. ჰოლანდიელ სპეციალისტს დალეი ბლინდი, რონ ვლაარი და კევინ სტროტმანი სურს.

3. როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხუან კუადრადოსთვის ბრძოლაში იუნაიტედი მარტო დარჩა, რადგან ის თანხა რაც ფიორენტინამ კოლუმბიელის სანაცვლოდ მოითხოვა კატალონიურ კლუბს ეძვირა, შესაბამისად ამ ფეხბურთელისამდი ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ იუნაიტედი იჩენს.

4. კიდევ ერთი იტალიაში მოთამაშე სამხრეთ ამერიკელის შეძენა უნდა ინგლისურს კლუბს. საუბარია ხუან კუადრადოს თანამემამულე ფრედი გუარინზე, რომლის სანაცვლოდაც იუნაიტედი მზადაა £12 მილიონი გადაიხადოს.

7 აგვისტო


1. ტოტენჰემ ჰოთსპური მზადაა პ.ს.ვ ეინდჰოვენის ახალგაზრდა ფეხბურთელ მემფის დეპაიში £16 მილიონი გადაიხადოს. ამ უკანასკნელით ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

2. Goal-ის ინფორმაციით, თუ იუნაიტედი არტურო ვიდალს არ შეიძენს მაშინ ისინი ნაიჯელ დე იონგის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

3. ტომას ვერმაელენზე ნამდვილი ბრძოლაა გამართული, გუშინ კატალონიის ბარსელონა იყო დაწინაურებული ამ ბრძოლაში, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Daily Mail ავრცელებს, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბელგიელში 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

4. თუ რა ბედი ეწევა მარუან ფელაინს ეს დიდი ალბათობით ორშაბათს გაირკვევა. მოგეხსენებათ ბელგიელით ნაპოლია დაინტერესებული.

8 აგვისტო


1. თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, მაშინ იუნაიტედმა ლონდონის არსენალისდან ტომას ვერმაელენი შეიძინა, ბელგიელი კვირაში 100 000 ევროს მიიღებს.

2. იტალიური პრესა იუწყება, რომ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ტურინის იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. ვიდალმა ინგლისურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

3. Daily Star-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ახლოსაა კიდევ ერთ ტრანსფერთან. ამჯერად საუბარია კოლუმბიელ შემტევ ხუან კუადრადოზე. ამავე წყაროს ინფორმაციით ეს ტრანსფერი ძალიან მალე რამდენიმე დღეში შედგება.
ჭორები
53 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
5 აგვისტო 2014 15:31
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ანდერსონი, ზაჰა, ფელაინი, ნანი, (კაგავა თუ კაი ფასად წავა) და ჩიჩაზე რა ვთქვა არ ვიცი, ფაქტია რომ ყველა ზევით ჩამოთვლილი ფეხბურთელები გასაშვებები არიან, მემგონია დროა დაფიქრდეს ლვგ ამაზე )) მაგრამ, ფაქტია რომ ფიქრობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ზაჰას არ მსიცა შანსი ესეიგი აპირებდა გაშვებას.(ცოტა შანსი მისცა ძალიან) და ეს იამს ნიშნავდა რომ ვერ ხედავდა გუნდში,ნანიზე ვეთანხმები 100 პროცენტით,მორჩა ამოწურა თავი მან.ანდერსონზეც ვეთანხმები,.ფელაინზე რავიცი მე მაიცნ მაქვს პატარა იმედი რომ შეიძლება ამ აკცის დატოვება და გამოყენება.კაგავა და ჩიჩა მინდა რო იყვნენ გუნდში..
ტრანსფერებს რაც შეეხება კურადადო კარგი ფეხბურთელია,ცოტა უჭირს პასის გაკეთება და ხშირად თავის თავზე იღებს თამას როცა შეიძლება პასი გააკეთოს,მაგრამ მომწონს ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელია. ვერმალენი მოაშორონ წავიდეს ნაპოლში:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№3
ავტორი: General 171
5 აგვისტო 2014 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
Nani,zaha,kleverli,andersoni, uechveli gasashvebebi arian iangi ravi vnaxot ras izavs :D kagawa da chicha orive ro gavushvat texavs matas ro rame mouvides da runi dadges 10ianze marto velbeki da da persi gvrcheba win..ert erti ro gavushvat kargic iqneba axalgazrdebs meti shansi miecemat..felainis datoveba mgoni girs mitumetes sxva chamshlels tu ver viyidit ..fletcheric iyos 1-2 sezoni zamenaze da mixvdeba mere da daamtavrebs albat karieras..exla magis gashveba texavs..igive kerikze..ise adre gasashvebad pirvel rigshi sul iangs asaxelebdnen da exla agaravin :D
0
№4
ავტორი: MAGNIFICENT 7
5 აგვისტო 2014 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ნანი, ანდერსონი, ქლევერლი, იანგი, ჩიჩარიტო გასაშვებები არიან... ხოლო კაგავას რაც შეეხება რომელიმე ფეხბურთელში უნდა გავცვალოთ და ასევე თანხა დავუმატოთ... იმედი მაქვს ვიდალს, დიმარიას და ან ჰუმელსს ან ვერმალენს ვიყიდით, ხუან კუარდადოც ცუდი არ იქნება, მაგრამ 40 მილიონი ძალიან ბევრია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№5
ავტორი: Malboro463
5 აგვისტო 2014 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ყველაზე მეტად იანგის და ნანის წასვლა მინდა
0
№6
ავტორი: Aon1
5 აგვისტო 2014 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
me minda ro kagava da Chicha wavidnen fexburtelebi davadebilet
0
№7
ავტორი: LASHA_MANAGADZE
6 აგვისტო 2014 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
karoche jobia ro wavidnen ra me mgonia ro sxva klubshi atamashdebian kagawas wasvla ar minda arc fellainis
0
№8
ავტორი: Manchester_M
6 აგვისტო 2014 12:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ ფეხბურთელებს რომ ვუშვებთ მოყვანით არავინ მოგვყავს ? ესე 11 კაცით თუ დავრჩით ზამენა არ გვინდა ? 8 კაცის გაშვება რა ამბავია 8 კაცს ვერც დავიმატებთ 2 სეზონი
0
№9
ავტორი: Malboro463
6 აგვისტო 2014 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
კუარდადო მირჩევნია ვიდალს მარჯვენა ფლანგზეც თამაშობს დაცვის
3-5-2 ტაქტიკაში მარჯვენა საყრდენადაც შეიძლება დაყენება
0
№10
ავტორი: Malboro463
6 აგვისტო 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
THEvv,

შენი აზრი მაინტერესებს რომელ 2 ტაქტიაკშIა ერთი მაინც მითახრი და ერთს მე გეტყვი
-1-------1-------1
------1------1----
--2---------------1-
----------1-------
------1---------1
თუ გსმენია ამ ტაქტიკის შესახებ? სერია A ში თამაშობენ გუნდები ამ ტაქტიკით კიდე ბევრი ვარიანტია მარა ელხა აღარ ჩამოვწერ ორიანზე შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაყენბეა მეთქი თორე გუნდს ეხლა ჩამშლელი რომ უფრო ჭირდსება ვიდრე განაპირა საყრდენები მაგაში ორი აზრი არ არსებობს და ეს ვინგერი არა ასოა კიდე კარგად ვიცი რა პოზიცია ვინგერი და რა პოზიციაზე თამაშობს ეს და ვიდალი.. უნივერსალია კაცი მოსფლიოზე ნახევარადაცვის ფლანგზე თამაშობდა გუნდIშ კიდე თავდამსხმელად, ათიანზე და საყრდენადაც აქვს ნათამაშები. მილნერის ნაირი ფეხბურთელია ოღონდ ეს მაღალი კლასისა. ცენტრში ბურთს ეს და ერეა უფრო დაიჭერენ ვიდრე ვიდალი და ერერა. გაპიარებული ფეხბურთელია ვიდალი დარტყმა აქვს კარგი და დაცვითი ფუნქციები პას და ტეხნიკას ნუ მოთხოვ.

0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top