თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2014, 14:56
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 9
ვან გაალმა გადაწყვეტილება მიიღო
უახლოეს მომავალში "იუნაიტედს" რამოდენიმე ფეხბურთელი დატოვებს...
ვან გაალმა გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილი ბრიტანული გამოცემის, dailymail-ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

სულ ცოტა ხანში ვან გაალი ამ სიას ედ ვუდვორდსაც გააცნობს და შესაბამისად ეს უკანასკნელი იზრუნებს, რომ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა კლუბი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ამავე გამოცემის ინფორმაციის თანახმად (რომელიც რამოდენიმე კვირის წინ გავრცელდა) კლუბი 6 ფეხბურთელს უნდა დაეტოვებინა: ნანის, ანდერსონს, ფელაინის, ზაჰას, კაგავას, ჩიჩარიტოსა და იანგს.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ამ სიას ნანი და იანგი გამოაკლდნენ, ხოლო ფელაინი კი შეემატა.

თუ იანგთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაგებია მისი თამაშიდან გამომდინარე, ბევრს უჩნდება კითხვა თუ რატომ ტოვებს ვან გაალი გუნდში ლუიშ ნანის, რომელსაც ტურნეზე ღირებული არაფერი გაუკეთებია.

საბოლოოდ კი წამსვლელთა სია ასე გამოიყურება: ანდერსონი, ფელაინი, ჩიჩარიტო, კაგავა და ზაჰა.

dailymail
სტატიები, ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 15:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი უნდა წავიდეს. აქამდე კიდე არ მინდოდა მაგრამ 0–ია ეგ ტიპი და წავიდეს სანამ დროა

ჩიჩას და ფელაინის გაშვება არ მინდა, ფელაინის არავინ გაუშვებს ეს ვიცი. ზაჰას შანსი სჭირდება, კაგავა კიდე შეიძლება
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 აგვისტო 2014 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფელაინის თამაში საერთოდ არ უნახია და ესე უცბად როგორ შეემატა მაგ სიას??? ეგ არავინ არ იცის ვის გაუშვებს და ვისი დამატება უნდა ვან გაალს. არც იმას არ გამოვრიცხავ რო არავინ გაუშვას...
0
№3
ავტორი: Manchester United 14
5 აგვისტო 2014 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აუ არ გაუშვათ ჩიჩა და ზაჰა კარგით რა გთხოვთ არ გაუშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: Berba 9
5 აგვისტო 2014 15:34
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
პირველ რიგში ფელაინი გაუშვით გუნდიდან და მერე თუ გინდა რუნი და ვან პერსიც მიაყოლე, მთავარია ფელაინი აღარ იყოს გუნდში !!! (რუნი და პერსი ხუმრობით) :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ნანიმ ამოწურა თავის თამაში იუნაიტედში და უნდა გაუშვას.ფელაინის იმედი მცირე მაგრამ მაქვს და მინდა დარჩეს,ჩიჩაც საჭიროა,ზაჰას ეტყობა რო უშვებს იმიტომ რომ ტურნეში ყვეალზე ნაკლები შანსი მაგან მიიღო.ეგ უკვე იმას ნიშნავს რო ალბატ მიდის,უნდა ვაღიაროთ რომ კაგავამ ვერ გაამართლა მანჩესტერში,კი ნიჭიერია,ტექნიკა აქვს და ჭკვიანია მაგრამ ვერ გაამართლა პრემიერ ლიგაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 16:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჭორია ეს არ დაიჯეროთ დეილი მეილს ვინ გააგებინებს თუ ვუდვორდმაც არ იცის ჯერ უბრალოდ ვარაუდია ეს და ყველაფერი წინაა და ნამდვილი წამსვლელთა სია სულ მალე დაიდება :)
0
№7
ავტორი: MAGNIFICENT 7
5 აგვისტო 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
არ მესმის ზაჰარ რატომ უშვებს? ნანი გააგდოს საერთოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№8
ავტორი: RedTeen
5 აგვისტო 2014 16:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ნანი გამოაკლდა და ფელაინი შეემატა?? :/// ზაჰას რატომ უშვებენ მაინც ვერ ვხვდები... ჩიჩას წასვლა არ მინდა.. :((
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
5 აგვისტო 2014 18:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩიჩარიტო სიაშია და ამ სის ნანი გამოაკლდა ? დაუჯერებელია რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top