რონალდო სიტყვა ლეგენდის სინონიმად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება "ქპრ"-სთან მატჩი თუ მანჩესტერული დერბი, გულშემატკივრები ყოველ შეხვედრაში მის სახელს სკანდირებენ და ცნობილ ჩანტს - Viva Ronaldo-ს მღერიან. ეს კი ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები მას უდიდეს პატივს სცემენ და ჯერ კიდევ, ძალიან უყვართ... თვით რონალდომაც მანჩესტერში ჩასვლისთანავე არ დააყოვნა და გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა, სურათები გადაიღო, Viva Ronaldo მოისმინა და ინტერვიუში მათთვის საინტერესო თემაზე ისაუბრა: "ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წელს შეძლებს და პრემიერ ლიგის ტიტულს დაიბრუნებს. ფერგიუსონი სასტუმროში მოვიდა და მაურინიოსთან ისაუბრა, რა თქმა უნდა ჩემთანაც. სერ ალექსთან ჩემს კლუბში დაბრუნებაზე არ მისაუბრია, ჩვენ უბრალოდ ფერგუსონის "მანჩესტერულ" და ჩემს "მადრიდულ" ფაქტორზე ვილაპარაკეთ. ერთმანეთის ხილვით ორივე ნასიამოვნები დავრჩით. მანჩესტერში დაბრუნებით ძალიან ვისიამოვნე. აეროპორტში უბედნიერესი ვიყავი, როცა წითელი მაისურები და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები დავინახე - მე აქ ყოფნით ყოველთვის ბედნიერი ვარ..." - დაასრულა რონალდომ.