თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2014, 15:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 12
"არა, არა და არა!"
ინტერვიუ დაჩი ქიზიყურაშვილთან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერი საიტი საქართველოში, redarmy.ge აგრძელებს ინტერვიუს თავის მომხმარებლებთან. დღევანდელი სამშაბათის რესპოდენტი საიტის Staff დაჩი ქიზიყურაშვილი (chudikone) გახლავთ. (ინტერვიუ ჩაწერილია მადრიდის "რეალთან" დაპისპირებმდე.)

გამარჯობა დაჩი. გაგვეცანით თუ შეიძლება.

მოგესალმებით, მე ვარ დაჩი ქიზიყურაშვილი იგივე (chudikone), 20 წლის სტუდენტი თბილისიდან, ვსწავლობ თსუ-ს უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებაზე საზოგადოებრივი გეოგრაფიის განხრით, ღმერთის წყალობით მყავს მშობლები და "ბაიერნის" ფანი (:@) უფროსი ძმა, რომელიც სისხლს მიშრობს ხოლმე და დამცინის თუ "იუნაიტედს" ფეხი სადმე აუსრიალდა.

რას უკავშირდება თქვენი ნიკი?

ოო, გრძელი ამბავია ბავშვობიდანვე უბანში ჩუდოს, ჩუდიკას მეძახდნენ ჩემგან უცნობი მიზეზის გამო. ალბათ ჩემი სახელის გადაკეთებული ვარიანტია, თუმცა ბევრი კი მეუბნება რუსულ სიტყვას "ჩუდოს" ამართლებო (იცინის) ჰოდა მეც თუ სადმე ვრეგისტრირდებოდი ყველგან ჩუდიკა მეწერა, ხოლო შემდეგ ჩუდიკას One მივუმატე, რომელმაც ჩემი ნიკი ზედსართავ სახელად გადააკეთა მაგალითად, red one, dirty one, lazy one და ა.შ

P.S ახლა ყველგან ამ ნიკით მიცნობენ.



გვიამბეთ, რატომ გახდით "წითელი ეშმაკი"?

ბავშვობიდანვე მიტაცებდა და მიზიდავდა დიდი ბრიტანეთი თავის ქვეყნებიანად, მეორე კლასიდან დავიწყე ინგლისურის შესწავლა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი რაიმე კავშირი გამეკეთებინა ინგლისთან და ინგლისურთან. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არც მე გამოვაკლდი, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა და მაშინ უკვე ჩამოყალიბებული ფანი ვიყავი. ძალიან კარგად მახსოვს როდესაც ინგლისი ბრაზილიასთან რონალდინიოს ჯარიმის შემდეგ დამარცხდა. ამან გული ძალიან დამწყვიტა და ეზოში ჩავედი, ჩუმად ვტიროდი და მთელი გულით მძულდა რონალდინიო. შემდეგ ნაკრებში დევიდ ბექჰემი მომეწონა, რომელიც ახლაც ჩემი კერპია. შემდეგ გავიგე რომ იგი იუნაიტედში თამაშობდა და ავტომატურად წითელი ეშმაკების ფანიც გავხდი. ისიც კარგად მახსოვს, ბექზის განსხვავებული იმიჯის გამო ზოგიერთი ბნელი მენტალიტეტის მქონე ადამიანი მას გეის უწოდებდა მე კი თავგამოდებით ვიცავდი. მოკლედ ბექჰემიდან დაიწყო ჩემი იუნაიტედომანია რომელიც სიცოცხლის ბოლომე გაგრძელდება!

ბექჰემის წასვლამ რამდენად დაგწყვიტათ გული?

ძალიან მეწყინა. მახსოვს სოფლიდან მოვდიოდი და მაშინ არ იყო იმდენი საშუალება რომ სატრანსფერო სიახლეებისთვის ინტერნეტით მედევნებინა თვალი. ჟურნალში ეწერა და ჩემმა ძმამ მომაწოდა წაიკითხეო, თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ როდესაც ჩამოვედი და თეთრ ფორმაში დავინახე შემდეგ ყველაფერი დავიჯერე. თავიდან არ ვიცოდი მისი წასვლის მიზეზი და "რეალის" თამაშებს პროტესტის ნიშნად არ ვუყურებდი, არც ახლა ვუყურებ, მაგრამ მიზეზი ვიცი და ისევ ძველებურად ვაფასებ, როგორც ადრე, პირველ-მეორე კლასში ყოფნისას.

სერ ალექს ფერგიუსონი თავის წიგნში, "ჩემი ავტობიოგრაფია" აღნიშნავს, რომ დევიდ ბექჰემი სახელის მიმდევარი ფეხბურთელი იყო და მას მხოლოდ იმიჯის შექმნა სურდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო ბექჰემი იმიჯის ფეხბურთელი?

რახან უამრავი ვარცხნილობებით დაგვამახსოვრა თავი? არამგონია. ეს მის მიერ გატანილ თითოეული გოლის აღნიშვნისას გამოიხატებოდა. უბრალოდ ვერ მოთოკა ნერვები და ფერგის ის აკადრა რაც არ უნდა ეკადრებინა. ბაბუმაც ვერ მოითმინა და რაც მოხდა ყველამ კარგად იცით.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამერიკულ ტურნეზე ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოგებით დაასრულა და შებამისად საერთაშორისო ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა. ლუი ვან გაალის შეგირდებმა სძლიეს ისეთ გუნდებს, როგორიც "რომა, "ინტერი", "რეალი" და "ლივერპული" გახლავთ.

შეაფასეთ "იუნაიტედის" ამერიკული ტურნე.

მიუხედავად იმისა რომ ბოლო ორი მატჩი გარკვეული მიზეზების და გამო გამოვტოვე, იუნაიტედის სტილი ძალიან მომწონს. ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩებია და მთავარი წინ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს მარუან ფელაინი, ადნან იანუზაი და რობინ ვან პერსი, რომლებიც ეჭვიც არ მეპარება ძალიან დიდი ძალა იქნებიან გუნდში. ახლაც სწორედ "ინტერთან" თამაშს ვუყურებდი და ერთ რამეს დავაკვირდი, შეიძლება ჩვენი გუნდი უტევდეს, პასი ძალიან უკან, ჩვენ საჯარიმოსთანაც გაკეთდეს, მაგრამ შეტევა სიმწვავეს არ ჰკარგავს. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას, მაგრამ ამის ყურება მართლაც რომ შთამბეჭდავია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გაჰყვება კლუბს მიმდინარე წარმატებული თამაში პრემიერ-ლიგაში?

ვფიქრობ რომ არ უნდა გაუჭირდეს ვან გაალს იგივე ტემპის გადატანა პრემიერ ლიგაში. ჩვენ დიდი შემადგნელობა გვყავს და თითოეული ბოლომდე იხარჯება შთაბეჭდილების მოსახდენად. ამას ემატება ის, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს და სეზონის ბოლოს ეს კარგი კოზირი იქნება "წითელი ეშმაკებისთვის". მოუთმენლად ველოდები 16 აგვისტოს და მჯერა რომ ხმაურიანი დასაწყისი გვექნება.

ანუ გულისხმობთ, რომ 3-5-2 პრემიერ-ლიგაში არ არის პრობლემა?

არანაირად! ჩემი აზრით ამ ტაქტიკის სრულყოფილებისთვის ერთი მაღალი დონის მცველია საჭირო და მეტი არავინ! ჰუმელსი გადმოვიდეს და ჩათვალეთ შეუჩერებელ "იუნაიტედს" ნახავთ მომავალი სეზონიდან. ჯონსი, ევანსი და სმოლინგიც კარგია თავიანთ ფოზიციაზე, მაგრამ მათი ტრავმის შემთხვევაში შემცვლელები მხოლოდ 18-20 წლის გამოუცდელი ბიჭები არიან...

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა უმეტესობა სეზონის დასასრულისას ეშლი იანგის გუნდიდან გაშვებას ელოდა. მომდევნო პერიოდში კი ინგლისელის წასვლაც ითხოვა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

შეძლებს ინგლისელი ლუის დარწმუნებას, თუ მისი პერსპექტივის არ გჯერათ?

არა, არა და არა! მას საკმარისი დრო ჰქონდა რომ ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები. ის რომ მან ორი გოლი გაიტანა გალაქსის წინააღმდეგ სულაც არ ნიშნავს, რომ იგი თავის პოზიციაზე იდეალურია. არცერთი გოლი არ იყო მისი დამსახურება, მას მხოლოდ მოკუნტული სირბილი და სიმუცალია შეუძლია. ამერიკის ტურნე მხოლოდ ახდენილი ზღაპარია მისთვის და პრემიერ ლიგაში მალე დაეშვება მიწაზე. ის არ არის "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელი, ისევე როგორც ანტონიო ვალენსია და ტომ ქლევერლი.

მცირე ხნით "იუნაიტედს" მოვეშვათ და დაჩის შესახებ გავიგოთ მცირე რამ.

გვიამბეთ თვენი ჰობის შესახებ.

ჰობი, როგორც ასეთი მგონი რომ არ გამაჩნია, უბრალოდ გატაცებები მაქვს და ამ გატაცებებს უზომომ დიდ ყურადღებას ვაქცევ. თუმცა როგორ არა, რედ არმიზე სტატიების თარგმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ რომ საკმაოდ ნორმალური ჰობია. როდესაც რაიმე სიახლეს გავეცნობი "იუნაიტედის" შესახებ მინდა დანარჩენ საზოგადაოებასაც გავაცნო გასაგებ ენაზე და მე ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს.

აღწერეთ ვითარება, რომლის დროსაც "იუნაიტედის" თამაშს უყურებთ.

რომ ვთქვა ძალიან ემოციური მაყურებელი ვარ მეთქი, მოგატყუებთ. "იუნაიტედის" თამაშებს ვუყურებ მთელი გულისყურით, აი რომ იტყვიან ეკრანშია შესულიო ხმას არ ვიღებ და მხოლოდ ლამაზი ან მნიშვნელოვანი გოლის გატანის შემდეგ ვყვირი! ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც "ბაიერნი" "იუნაიტედის" თამაშს ვუყურებდი. მაშინ მე ცვლაში ვიყავი (დაცვაში ვმუშაობ ჩემ ძმასავით) და ისე დაემთხვა, რომ ისიც თავის ობიექტზე იყო. თამაშის დაწყებამდე არც დაგვირეკავს ერთმანეთისთვის და როდესაც ევრამ გოლი გაიტანა, სიხარულისგან რაცია დავიჭირე ხელში, ღილაკს დავაჭირე და იოგების ჩახლეჩამდე "ევრააააა!" დავიყვირე. საბედნიეროდ ამას არაფერი გართულება არ მოჰყოლია, მაგრამ იმაზე მეტი გართულება რაღა გინდა, სიხარულიც არ დამაცადეს ბავარიელებმა როდესაც საპასუხო გოლი გაგვიტანეს.

პირდაპირ ეთერში ხშირად აკდლებით ხოლმე თამაშებს?

აქამდე არ ვაკლდებოდი, რადგან ზამთარში, როდესაც მუშაობა დავიწყე ისეთ ობიექტზე ვიყავი, სადაც ინტერნეტი იყო და მაქსიმალურად ვცდილობდი მეყურებინა მატჩს. ერთხელ, როდესაც საკმარისი სიჩქარე არ ჰქონდა ინტერნეტს, ქუჩის გადაღმა ოფისში გადავედი. ეს ოფისი ადრე ჩვენი ობიექტის თავზე იყო და შესაბამისად პაროლიც ვიცოდი. ავედი მესამე სართულზე, დავიფინე მუყაო და საპირფარეშოში დავჯექი. "ჩელსისთან" მატჩი იყო, მახსოვს. კიდევ კარგი ყურსასმენები მეკეთა და ჩემს წინ ოთახში შესულმა წყვილმა ჩემი იქ ყოფნა ვერ შენიშნა. რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ჩვენ ის მატჩი დავთმეთ და აღსანიშნი ის არის, რომ იმ ოთახიდან ვნებიანი ბგერები ისმოდა, რომელიც ფონად ედო ჩვენს სამარცვინო დამარცხებას "არისტოკრატებთან". ძალინ გულდაწყვეტილმა დავტოვე ჩემი დისლოკაციის ადგილი და როგორც ყოველი მატჩის შემდეგ არის ხოლმე, უხასიათოდ დავდექი

ახლა რამდენად ხშირად ვუყურებ პირდაპირში თამაშებს არ ვიცი, რადგან ახალ ობიექტზე ინტერნეტი არ არის და უკვე გამოვტოვე რომასთან მატჩი, ჩემდა სამწუხაროდ.


"მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი შედევრი "გამოუცხვია".

გაიხსენეთ მატჩი, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო "წითლების" შესრულებით.

"არსენალის" დამარცხება! იმ მატჩისგან აურაცხელი სიამოვნება მივიღე და ეზოშიც ამაყად გავედი. თითოეული გოლით ვისიამოვნე და ჩვენმა გუნდმა ამ აგარიშით სხვებს დაანახვა, რომ სასწაულები მართლაც ხდება "ოლდ ტრაფორდზე". დიახაც სასწაული იყო 24 სექტემბერს "სიტისთან" სამარცხვინო მატჩი. ამ მატჩის გახსენება არც მინდაა.

"ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრის შანსი რომ გქონდეთ, ვისთან დაპისპირების ნახვას არჩევდით?

"ბარსელონასთან"! არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით გუნდი, რომელიც "ბარსაზე" მეტად მძულს. ამ გუნდთან ორჯერ დავთმეთ ფინალი და ორივეჯერ დიდი დარტყმა მომაყენეს. მაგრამ ყველაზე დიდი მაშინ იყო, როდესაც 2011 წლის ფინალიდან 3 თვის შემდეგ მესიზმრა რომ კიდევ "იუნაიტედი" "ბარსელონა" იყო ლიგის ფინალი და მესამედაც დავთმეთ. ალბათ სიძულვილის გადაჭარბებულმა დოზამ გამაღვიძა და გულში გავიფიქრე, მადლობა ღმერთს რომ სიზმარი იყო. ამ გუდნთამ მესამე დამარცხებას ვეღარ ავიტან! მძულს ლიონელ მესი და მთელი კატალონიის "ბარსელონა"!

"მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლისას ლუი ვან გაალს უამრავი პრობლემა დახვდა, რომელთ გადაწყვეტაც მისი უმთავრესი მიზანი გახდა.

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მას დაუბალანსირებელი გუნდი შეხვდა. რამდენად ეთანხმებით მას?

სავსებით ვეთანხმები, რადგან გუნდში ძალიან ბევრი შემტევია, ცოტა მცველი და კიდევ უფრო ცოტა ჩამშლელი, რომელიც პირნათლად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ვან გაალი ახლა სწორად იქცევა, როდესაც ყველას აძლევს თავის გამოჩენის შანსს და ალბათ მალე მიხვდება ვინ უნდა დატოვოს გუნდი და სად არის გუნდი გასაძლიერებელი.

ასევე განაცხადა, რომ ლუკ შოუს ფიზიკური მდგომარეობა არ მოსწონს.

ალბათ ცოტა თუა ვისაც მისი თამაში მოეწონა "გალაქსის" წინააღმდეგ. ამის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს როგორც ლუკი ასევე ლუი და იმედია ისევ იმ შოუს ვიხილავთ, რომელიც "საუთჰემპტონში" იყო. მჯერა რომ გაამართლებს გადახდილ თანხას.

როგორ ფიქრობთ ვის დაიმატებს და ვის გაუშვებს ვან გაალი?

რომ გითხრათ რომ დიდ ტრანსფერებს ველოდები, მოგატყუებთ. მაგრამ მაინც მგონია რომ ერთ მცველს ვიყიდით. დატოვებით კი არამგონია ვინმემ დატოვოს, რადგან ძლიერი სკამი და როტაცია ყოველთვის საჭიროა გუნდისთვის.

"არა, არა და არა!"


გაიხსენეთ ემოციები, რომელიც ფოტოზე აღნიშნულმა შეხვედრამ მოგანიჭათ.

ოქროს გოლი ოქროს ბიჭუნასგან. "იუნაიტედი - სიტი" 4-3, თუ არ ვცდები. სამწუხაროდ ამ თამაშს პირდაპირში ვერ ვუყურე, თორემ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს "სიტის" კარში გატანილი გოლი. მითუმეტეს იმ სამარცხვინო მარცხის შემდეგ. დღემდე ველოდები საკადრის რევანშს და იმედია მალე ვიხილავთ!

სერ ალექს ფერგიუსონი თავის წიგნში "ბარსელონას" 2009-2011 წლების სეზონში ბრწყინვალებად მოიხსენიებს

ეთანხმებით მას?

კი, მაშინ დაუმარცხებელი იყო "ბარსელონა". ამას რუნიც წერს თავის წიგნში, მაგრამ რისი ეშმაკი ხარ, როდესაც შენი გუნდის არ გწამს. მე ბოლო წუთამდე იმედით ვუცქერდი 2011 წლის ფინალს და მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ დავტოვე დარბაზი. დარბაზი რომელიც მაშინ რემონტდებოდა და სადაც ჩემი მეგობრის დაბადების დღეს ავღნიშნავდით იმ ღამეს. მორჩა თამაში, მე ავდექი, დავტოვე დარბაზი და ტელეფონით ხელში და "იუნაიტედის" ჰიმნის სიმღერით სახლსისკენ გამოვემართე.


დაჩისთან ინტერვიუ საიტზე საუბრით დავასრულეთ.

გვიამბეთ, როგორ მოხვდით საიტზე.

მეც ერთ-ერთი ქართველი ფანი ვიყავი, რომელიც მანუტდ.ჯიზე აქტიურად მოღვაწეობდა. უზომოდ მიყვარდა ეს საიტი მიუხედავად მისი ხშირი ხარვეზებისა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ყოველ რვეულზე ეს საიტი მეწერა, რომელსაც გვერდით ჩემი ნიკი ამშვენებდა (იცინის) შემდეგ, როდესაც სისტემატიური გახდა ეს ხარვეზები საიტის ნაწილმა გადაწყვიტა გამოგვკლებოდა და საკუთარი საიტი შეექმნა. ძალიან ბევრმა დაგვტოვა, დანარჩენები კი უიმედოდ ველოდებიდით სიტუაციის გამოსწორებას. მახსოვს ზაფხულში გიორგი ქონიაშვილმა მომწერა რომ საიტის შექმნას აპირებდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და საიტის გახსნიდან დღემდე იმ ხალხის გვერდით ვარ, ვის გვერდითაც უნდა ვიყო.

უსურვეთ რამე საიტს.

საიტს ვუსურვებ პირველ რიგში წინსვლას, ხარისხიანი მომხმარებლების მატებას, და ქართულ სპორტულ საიტებში სტატისტიკურადაც პირველ ადგილზე ყოფნას. იმედი მაქვს ეს მხოლოდ ოცნება არ არის და რეალობად მალე იქცევა.

დაჩი ქიზიყურაშვილის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 აგვისტო 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაგარი პასუხები იყო ძააან. ვინც იცნობს დაჩის დამეთანხმება რო ზუსტად ასახავს მისი პასუხები მის პიროვნებას, ძალიან აუღელვებელი და მშვიდი wink

ღილაკს დავაჭირე და იოგების ჩახლეჩამდე "ევრააააა!" -ეს ყველაზე მაგარი იყო manutd
0
№2
ავტორი: Manchester United 14
5 აგვისტო 2014 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაიყო მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 12:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი გამოვიდა ძან საპირფარეშოში ვინ იყვნენ ის 2 გამწარებული :D
0
№4
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგი ინტერვიუა საინტერესო პასუხებით manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№5
ავტორი: MAGNIFICENT 7
5 აგვისტო 2014 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
კარგი იყო მომეწონა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№6
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 12:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვირო love
0
№7
ავტორი: RojoDiablo
5 აგვისტო 2014 14:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
მაგარი იუზერბარი გაქვს...


დაჩის და მე კიდე იმდენი რამ გვქონია საერთო, რომ მეგონა ჩემ თAვს ველაპარაკებოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 16:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
მაგარი იუზერბარი გაქვს...

გაიხარე wink
0
№9
ავტორი: RedTeen
5 აგვისტო 2014 16:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
საღოლ.. wink კარგი იყო derpthumb
0
№10
ავტორი: always ReD
5 აგვისტო 2014 16:52
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
კაი იყო wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top