თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2014, 05:56
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3518,
კომენტარები: 10
"ლივერპული" 1–3 "მანჩესტერ იუნაიტედი" (მიმოხილვა)
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა
დღეს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ლივერპულელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი გოლიც სწორედ მათ გაიტანეს. სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სტივენ ჯერარდმა ზუსტად დაარტყა და 14-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმში მანჩესტერელბმა 2 წუთში 2 ბურთის გატანა მოახერხეს. ჯერ ჩიჩარიტოს გადაცემით უეინ რუნიმ წონასწორობა 55–ე წუთზე აღადგინა, 57–ეზე კი ხუან მატამ წინ გაიყვანა მანჩესტერული კლუბი. მატჩში საბოლოო წერილი შეცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დასვა, 88–ე წუთზე ზუსტი დარტყმით მან ანგარიში 3–მდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 1–3. "მანჩესტერ იუნაიტედი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მფოლობელია.

"ლივერპული" 1–3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

გოლები: 0-1 ჯერარდი (პენ. 14'), 1-1 რუნი (55'), 1-2 მატა (57'), 1-3 ლინგარდი (88')
სტადიონი: "Sun Life Stadium"
მონაცემი: წინასასეზონო ტურნე
თარიღი: სამშაბათი, 5 აგვისტო 2014.
მატჩის დასაწყისი: 00:06, (ჩვენი დროით)


შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი": De Gea; Jones, Smalling, Evans (Blackett 46); Valencia (Shaw 8), Fletcher (Cleverley 46), Herrera (Lingard 78), Young; Mata (Kagawa 69); Rooney, Hernandez (Nani 69).

გამოუყენებელი ცვლილებები: Lindegaard, Amos, Johnstone, M Keane, James, Zaha, W Keane.

"ლივერპული": Mignolet, Kelly, Johnson, Skrtel, Sakho (Toure 74), Gerrard (Lucas 63), Allen (Can 63), Henderson, Coutinho (Peterson 77), Lambert (Ibe 63), Sterling.

გამოუყენებელი ცვლილებები: Jones, Coates, Coady, Suso, Phillips, Robinson.
მიმოხილვები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 05:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გილოცავთ ყველას !!!!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 06:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვა საშინელება, ფლეტჩერი 0

მეორე ტაიმში კიდე არაუშავრდათ. მაგრამ მოგება კარგია, გილოცავთ ყველას

სულ ესე მწვანეზე გვევლოს
0
№3
ავტორი: LizarD
5 აგვისტო 2014 08:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გილოცავთ ყველას, კიდევ მოუწევთ :)
0
№4
ავტორი: MAGNIFICENT 7
5 აგვისტო 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ჩემი აზრით, რაც თვალი ვადევნე ამ ჩემპიონატს არცერთი მცველი არ იყო სტაბილური...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№5
ავტორი: Lev
5 აგვისტო 2014 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ მოგება მაგრამ ამ დაცვით პრემიერლიგის საშუალო დონის კლუბებთანაც შეიძლება ქულები დავკარგოთ. სმოლინგი და ევანსი ერთად კატასტროფაა მუდმივად იბნევიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: NUGI
5 აგვისტო 2014 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
საღორ ბიჭებს ლივერპული დავაჩოქეთ

გილოცავთ ყველას
0
№7
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 10:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ :) დაცვა გასაძლიერებელია და იმედია 1 მცველს მაინც მოიყვანენ :) ბლეკეტი დამევასა მაგრად შეიძლება პირველ გუნდში გადმოყვანა თავისუფლად კინმაც კარგი ჩთაბეჭდილება დატოვა მაგრამ შეცდომები ქონდა :) კაი ბიჭები გვეზრდება მოკლედ :D
0
№8
ავტორი: BERDI
5 აგვისტო 2014 11:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ერთი სიამოვნებაა როცა ლივერპულს მოუგებ რა. აწი იქნება თავდავიწყება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: GeoManU
5 აგვისტო 2014 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ბლეკეტი ძაან მომეწონა პროფი ცენტრი დადგება
0
№10
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
საშინელი პირველი ტაიმის მერე მეორე ტაიმი ნორამლური იყი.დაცვასაც კი არაუშAვდა მეორე ტაიმში,ცვლილებებმა გაამართლა მეორე ტაიმის დასაწყისში. ცენტრში და დაცვაში თითო თითო კაცი მაინც გვწჭირდება.ფლეთჩერი ცუდი იყო გუშინ ძალაინდ ა ევანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top