დღეს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ლივერპულელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი გოლიც სწორედ მათ გაიტანეს. სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სტივენ ჯერარდმა ზუსტად დაარტყა და 14-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმში მანჩესტერელბმა 2 წუთში 2 ბურთის გატანა მოახერხეს. ჯერ ჩიჩარიტოს გადაცემით უეინ რუნიმ წონასწორობა 55–ე წუთზე აღადგინა, 57–ეზე კი ხუან მატამ წინ გაიყვანა მანჩესტერული კლუბი. მატჩში საბოლოო წერილი შეცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დასვა, 88–ე წუთზე ზუსტი დარტყმით მან ანგარიში 3–მდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 1–3. "მანჩესტერ იუნაიტედი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მფოლობელია.
"ლივერპული" 1–3 "მანჩესტერ იუნაიტედი"
გოლები: 0-1 ჯერარდი (პენ. 14'), 1-1 რუნი (55'), 1-2 მატა (57'), 1-3 ლინგარდი (88')
სტადიონი: "Sun Life Stadium"
მონაცემი: წინასასეზონო ტურნე
თარიღი: სამშაბათი, 5 აგვისტო 2014.
მატჩის დასაწყისი: 00:06, (ჩვენი დროით)
შემადგენლობები
"მანჩესტერ იუნაიტედი": De Gea; Jones, Smalling, Evans (Blackett 46); Valencia (Shaw 8), Fletcher (Cleverley 46), Herrera (Lingard 78), Young; Mata (Kagawa 69); Rooney, Hernandez (Nani 69).
გამოუყენებელი ცვლილებები: Lindegaard, Amos, Johnstone, M Keane, James, Zaha, W Keane.
"ლივერპული": Mignolet, Kelly, Johnson, Skrtel, Sakho (Toure 74), Gerrard (Lucas 63), Allen (Can 63), Henderson, Coutinho (Peterson 77), Lambert (Ibe 63), Sterling.
გამოუყენებელი ცვლილებები: Jones, Coates, Coady, Suso, Phillips, Robinson.