მოგეხსენებათ რომან აბრამოვიჩს კვლავ სურს იხილოს გვარდიოლა თავის გუნდში. მაგრამ როგორც ცნობილია "ბარსელონას" ყოფილი მწვრთვნელი აპირებს "იუნაიტედის" გაწვრთნას. მაგრამ თუ კი სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ გააგრძელებს მუშაობას 1 წლით, გუარდიოლა მზადაა კიდევ მოიცადოს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უდიდესი ისტორია აქვს და კლუბის მართვის სისტემა ძალიან იზიდავს პეპს. ძალიან გამიკვირდებოდა თუ კი "ჩელსის" წინადადებას დათანხმდებოდა. მას ძალიან სურს "იუნაიტედში" და ამისთვის მზადაა კიდევ მოიცადოს".-აცხადებს გუარდიოლას ახლო წრეში მყოფი ადამიანი The Sun-თან საუბრისას.
იგი ამბობს, რომ გუარდიოლას სურს სრულად მართოს კლუბი, რაც "ჩელსიში" შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი ხშირად ერევა მწვრთვნელის საქმეში.