თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2014, 20:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 11
"ეს უბრალო თამაში არ არის, ეს "მანჩესტერი"-"ლივერპულია"
ფეხბურთელების კომენტარები "ლივერპულთან" მატჩის წინ
რამდენიმე საათში "მანჩესტერი" "ლივერპულია". მართალია, ეს ამხანაგურ მატჩად ითვლება, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ვერ უწოდებს მას ამხანაგურს. თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი, ეს მართლაც არ არის უბრალო დაპირისპირება და უბრალო "გახურება" "პრემიერ ლიგის" წინ. ეს "მანჩესტერი" "ლივერპულია".

"ეს უბრალო თამაში არ არის, ეს "მანჩესტერი"-"ლივერპულია"


ხუან მატა: "მიუხევადად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის რაც "იუნაიტედს" შევუერთდი, კარგად მესმის რას ნიშნავს თამაში "იუნაიტედი"-"ლივერპული". მაშინაც კი, როცა ესპანეთში ვიყავი ვიცოდი რას ნიშნავდა მათი მოცილეობა და კარგად მესმის ჩემი კლუბის. ეს ყველაზე დიდი დაპირისპირებაა ინგლისში, რომელიც უკვე წლებია არსებობს. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ვერ იქნება მხოლოდ ამხანაგური, ის განსაკუთრებულია იმიტომ რომ "იუნაიტედი"-"ლივერპულია". ეს მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩვენთვის კი არა გულშემატკივრისთვისაცაა. ვიცი რასაც ნიშნავს მათთვის ეს დაპირისპირება. რთული თამაში გველის, რადგან "ლივერპულს" კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მათი დამარცხება და ამ ტურნირის მოგება. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერა ისეთივე დაუჯერებელი იქნება და სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი იჯდება "იუნაიტედის" მაისურით."

"ეს უბრალო თამაში არ არის, ეს "მანჩესტერი"-"ლივერპულია"


ეშლი იანგი: "არ არსებობს იმაზე უკეთესი თამაში ვიდრე "მანჩესტერი"-"ლივერპულია" ტურნირის დასასრულებლად. ყველამ იცის რა ხდება ამ ორ კლუბს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელები, ხელმძღვანელობა თუ გულშემატკივრები სულმოთქმელად ელიან ამ მატჩს. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო ამხანაგურ მატჩად, ეს "მანჩესტერი" - "ლივერპულია" და ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, გავიდაეთ სტადიონზე მოვიგოთ თამაში და ტურნირი. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და სწორედ ამიტომაც ყოველთვის ჩვენი მიზანი გამარჯვებაა."

"ეს უბრალო თამაში არ არის, ეს "მანჩესტერი"-"ლივერპულია"


დარენ ფლეტჩერი: "ეს "მანჩესტერი" - "ლივერპულია". არ აქვს მნიშვნელოვა იმას, რომ წინა-სასეზონო ტურნეა. ამ თამაშს თავისი დატვირთვა და თავისი მნიშვნელობა აქვს და ერთადერთი რაც გვსურს მოედანზე გასვლა და მოგებაა. იმედგამაცრუებელი სეზონი გვქონდა, სამარცხვინო ადგილზე დავამთავრეთ ჩემპიონატი, რასაც ვერ ვიტყვით "სიტის", "ჩელსისა" და "ლივერპულზე". გარდა ამისა ჩვენს იმედგაცრუებას დაემატა ისიც, რომ დაგვტოვეს გამოცდილმა ფეხბურთელებმა. თუმცა ჩვენ "მანჩესტერული" სული გვაქვს. ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ. იმედგაცრუების მიუხედავად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, არ დავნებდებით, ყველას საუკეთესო გვსურს "მანჩესტერისთვის" და გვსურს ყველას დავანახოთ რა შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ეს შეგვიძლია. ერთად ამას შევძლებთ."

"ეს უბრალო თამაში არ არის, ეს "მანჩესტერი"-"ლივერპულია"


ჯონი ევანსი: "ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვჭირდება ეს გამარჯვება, ვგრძნობთ, რომ გვაქვს ერთი მიზანი და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. მწრთვნელმა ჩვენ რწმენა შეგვმატა. ეს დიდებული თამაში იქნება. ჩვენ მზადება "რეალთან" მატჩის დასრულებისთანავე დავიწყეთ. ჩვენ გვსურს მოგება და მენეჯერმაც სწორედ ამით დაიწყო მუშაობა ჩვენთან, მას სურს ყოველი თამაშის მოგება. ეს განსაკუთრებული თამაშია და გარდა იმ განსაკუთრებულობისა, ჩვენ გვინდა გამარჯვება ისევ ჩვევაში გადაგვეზარდოს და "ლივერპულთან" გამარჯვება იყოს ამ ჩვევის დამადასტურებელი."
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
4 აგვისტო 2014 21:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვსიო ვიგებთ შანსი არ აქვს ლუზერპულს
0
№2
ავტორი: MAGNIFICENT 7
4 აგვისტო 2014 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
არ უნდა გაიხარონ ლუზერპულელებმა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№3
ავტორი: chestersa
4 აგვისტო 2014 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
თბილისის დროით 4-ზე ვმარხავთ ლივერპულს?!
0
№4
ავტორი: გაბადაძე
4 აგვისტო 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
chestersa,
კი დედა ***** ლივერპოოლს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Manchester_M
4 აგვისტო 2014 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: chestersa
თბილისის დროით 4-ზე ვმარხავთ ლივერპულს?!

მაგ დროს საფლავის გათხრას ვიწყებთ და სადგაც 5 ისთვის დამარხვა დასრულებული იქნება fellow
0
№6
ავტორი: RedTeen
4 აგვისტო 2014 22:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ლუსერპულელი და მანჩესტერელი ფეხბურთელები ერთ ნაკრებში ვერ ჩერდებიან ერთად და ამხანაგურ მატჩში მოშველდებიან??? wink

წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო.. მაგრამ მგონია მოვიგებთ...
0
№7
ავტორი: LizarD
4 აგვისტო 2014 23:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
otarich1,
ცენზურა დაიცავი

მოსაგები თამაშია
0
№8
ავტორი: Manchester United 14
5 აგვისტო 2014 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აბა რა ვიგებთ დღეს ადმინ საყურებელ ლინკს ხო დადებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 01:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგი სიუპრიზს გვპირდება რა, იმენა ნამდვილი სახე უნდა გვანახოს
0
№10
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მომწონს ასეთი სულისკვეთება ფეხბურთელების მხირდან...სახე უნდა ავახიოთ:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top