თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2014, 19:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 10
როდის დადგება ფეხბურთელების გასამართლების დრო?
ვან გაალი მედიასთან საუბარს არ აპირებს.
როდის დადგება ფეხბურთელების გასამართლების დრო?
ვან გაალი ახალი კლუბის შენებას იწყებს და შესაბამისად მას მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გამორიცხვა ძირითადი შემადგენლობიდან. თუმცა ჰოლანდიელის განცხადებით, ის ამის გაკეთებას ტურნეს ბოლომდე არ აპირებს.

"მე განცხადებებს ამ ტურის შემდეგ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ყველას უნდა მივცე სათამაშო დრო. ახლა განსასჯელად ცოტა ნაარევი დროა, მაგრამ ფეხბურთში შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. გარდა ამისა, ვალდებული ხარ, რომ ფეხბურთელს წასვლის ნება მისცე, როგცა ხედავ, რომ მისი თამაშის დონე მაღალი არ არის. შენ წინასწარ უნდა გააკეთო ეს განცხადება, იმიტომ რომ 31 აგვისტო მეტისმეტად გვიანი დროა ამისთვის. მე ყველაფერს ვეტყვი ფეხბურთელებს ამ ტურნეს შემდეგ, მაგრამ არ ვაპირებ თქვენთან, მედიასთან ამ თემაზე საუბარს."

როცა ამერიკის ტურნე დასრულდება და "იუნაიტედი" "ლივერპულთან" მატჩს ჩაატარებს, ვან გაალი და მისი გუნდი სახლში გაემგზავრებიან და კლუბს შეუერთდებიან ადნან იანუზაი და მარუან ფელაინი. ბელგიელი დუეტი არ გამგზავრებულა გუნდთან ერთად, რადგანაც მათ 5 ივლისს დაასრულეს მსოფლიო ჩემპიონატი.

"მათ უკვე ივარჯიშეს",-აცხადებს ვან გაალი იანუზაისა და ფელაინის შესახებ. "მე მარსელ ბოუტი და ნიკი ბატი გავგზავნე მათ სავარჯიშოდ მანჩესტერში. სწორედ ამიტომაც მათ შეუძლიათ უკვე შემოგვიერთდნენ პირველივე ოფიციალურ მატჩში, მაგრამ არა ვალენსიასთან. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათზე, მათ ფორმაზეა დამოკიდებული. ყველა ინდივიდუალი განსხვავებულია."

"თქვენ ალბათ ნახეთ ეს განსხვავება ტურნეზეც. მაგალითად, ეშლი იანგმა ერთი სრული მატჩI ჩაატარა, დარენ ფლეტჩერმა კი ორი, სხვებს კი არ ჩაუტარებიათ. ეს ყვეალფერი იმიტომ რომ ფეხბურთელებს შორის განსხვავებაა და მე უნდა დავაკვირდე მათ, გამოვიკვლიო რისი გაკეთება შეუძლიათ."

"ხვალ ალბათ ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს სრულ მატჩს, იმიტომ რომ ეს არის ბოლო სანამ დავიწყებთ კლუბის აშენებას. მე უკვე ავხსენი, რომ არ შემიძლია ამის გაკეთება ვარჯიშების დროს, სწორედ ამიტომაც მე "ლივერპულთან" და "ვალენსიასთან" მატჩს ამისთვის გამოვიყენებ. მაგალითად, ხვალ იანგი 90 წუთს ითამაშებს, თუ შეძლებს იმის გაკეთებას რაც მე მსურს, თუ ვერ შეძლებს მის სათამაშო დროს 10 ან 20 წუთი მოაკლდება."

"ვალენსიასთან" მატჩის წინ, რომელიც გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე" 12 აგვისტოს, გუნდს შეუერთდება რობინ ვან პერსიც, რომელმაც ყველაზე მეტს მიაღწია "წითელი ეშმაკუნებიდან" მსოფლიო ჩემპიონატზე და შესაბამისად 9 ივლისამდე ნაკრებთან ერთადაც იმყოფებოდა.

"უნდა ვნახო როგორ დაგვიბრუნდება რობინი. ჩვეულებრივ, თუ შენ მხოლოდ ოთხი დღეა ვარჯიშობ "ვალენსიასთან" მატჩამდე შენ სრულყოფილად მზად არ უნდა იყო. თუ გქონდა სამ კვირიანი შესვენება, შენ ბოლომდე ფიზიკურად მზად არ ხარ. შესაძლოა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატაროს, მაგრამ რაღაც არამგონია,"-დაასრულა ვან გაალმა.

manutd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
4 აგვისტო 2014 14:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი დაევასა ამას თუ მე მეჩვენება ? სულ იანგი აკერია პირზე :D დღეს უეჭველი ვიგებთ !!!!!
0
№2
ავტორი: chestersa
4 აგვისტო 2014 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
დეგვენძრა იანგი მოსწონს ამას :D
0
№3
ავტორი: Lev
4 აგვისტო 2014 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ცოტა ხანში აღარ მოეწონება. რო გაუვარდა პაპაჩემის თოფივით ერთი-ორჯერ ეგ იმას არ ნიშნავს რომ პოტენციალი აქვს. თუმცა ვნახოთ ღმერთმა ქნას ვცდებოდე...აი ქლევერლის უფრო ნაკლებად მჯერა ისევ ისეთია პროსტო ახალი შანსი მიეცა მაგრამ ისევ სკამზე დაჯდება ამ სეზონში და მერე აღარც სკამზე დასვამს ლუი ამას და კიდევ რამდენიმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: kakhi kakhidze
4 აგვისტო 2014 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Manchester_M,
რა ვაგებთ ძლივს Dველი იანგი ვნახეთ და მაგას ამბობ
0
№5
ავტორი: Manchester_M
4 აგვისტო 2014 22:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: kakhi kakhidze
რა ვაგებთ ძლივს Dველი იანგი ვნახეთ და მაგას ამბობ

სად წერია ვაგებთ მეთქი :D
0
№6
ავტორი: RedTeen
4 აგვისტო 2014 22:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ეს იანგის გამშვები არაა.. :დდ
0
№7
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 01:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამანაც მოიესივით არ დაგვტანჯოს ეხლა იანგით თუ კაცია რა
0
№8
ავტორი: dachi_mu
5 აგვისტო 2014 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
erti ori ki araa 4 gauvarda brat :)
0
№9
ავტორი: Lev
5 აგვისტო 2014 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
dachi_mu,
lol სიტყვაზე ვამბობ)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: don_vini
5 აგვისტო 2014 02:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
იანგი იქ.იანგი აქ...ეს ბოლო პერიოდია იანგი ისმის სულ:))) რაღაც არის ამ ბიჭში იდუმალი:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top