შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი მოხარულია იმითომ,რომ წვრილი შეიტანა გუშინდელ მატჩში გამარჯვებისათვის.ის მიიჩნევს,რომ სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების გზას დაადგება.
გუშინ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა კიდევ ერთი "ქამბექი" გააკეთეს.უკვე გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან იმას,რომ პირველ გოლს მოწინააღმდეგ გაიტანს.სწორედ ამ ფაქტზე წუხს დარენ ფლეტჩერი.ის აცახადებს,რომ უკვე ძალიან ბევრმა კლუბმა გაიტანა "წითელ ეშმაკებს" პირველი გოლი და იმედევნობს,რომ ეს ფაქტი გამოსწორდება.
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.მიუხედავად გამარჯვებისა ჩვენ კიდევ ერთხელ გავუშვით ბურთი პირველი.ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.იმედი ეს სიტუაცია გამოსწორდება.ძალიან კარგია,რომ ჩვენს ფორვარდებს შესწევთ იმის ძალა,რომ გაშვებული გოლის შემდეგ ბოლომდე იბრძოლონ და თამაში შემოატრიალონ.თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ გოლების გაშვებას,მაშინ ნამდვილად რთული იქნება წარმატების მიღწევა." - განაცხადა დარენმა.
"სულ მალე ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენ აღარ დაველოდებით მოწინააღმდეგის გოლს და შევეცდებით ყოველთვის პირველი გავიტანოთ."ნორვიჩთან" და "გალათასარაისთან" მატჩის შემდეგ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის,რადგან კონცენტრაცია მოვახერხეთ და უკვე ახალი შემართებით შევხვდებით შემდეგ თამაშს."
2011 წლის ნოემბრიდან გუშინდელ მატჩში გატანილი გოლი დარენ ფლეტჩერისთვის პირველი იყო დაბრუნების შემდეგ.მან აღიარა,რომ ის ნამდვილად მოხარულია გოლის გატანით.
"ჩემთვის ამ გოლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გუნდისათვის,რადგან შეიძლებოდა ეს გოლი გამარჯვების აღმოჩენილიყო.პირადად მე არაფერს ვაკეთებ ჩემს სასარგებლოდ ჩემთვის ჩემი გუნდის წარმატება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.მოგეხსენებათ ჩემთვის ეს პირველი გოლი იყო დაბრუნების შემდეგ.ყველა თანაგუნდელმა მომილოცა და ამით ძალიან მოხარული ვარ." - აცხადებს ფლეტჩერი.