თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2014, 18:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 6
ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"
ერერა პირველ თვეს აღწერს.
ერერა: ჩემი პირველი თვე
შეხვედრა სერ ბობი ჩარლტონთან. ჩემი პირველი დღე იუნაიტედში.

ეს არის დღე, როცა მე მოვაწერე კონტრაქტს ხელი და ოფიციალურად გავხდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო სერ ბობი ჩარლტონის გაცნობა. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ კლუბისაც და სერ ბობისაც იმის გამო, რომ პირველივე წუთებიდან მაგრძნობინეს, აქ ყველას ჩემი წარმატება სურს. ეს დაუვიწყარი დღე იყო. მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება.


ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"


ხუან მატა.

ხუანს მე დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ მეგობრები ვართ ჩვენი პირველი გამოჩენიდან ესპანეთის ნაკრებში. იქ გავიცანი დავიდ დე ხეაც. ძალიან მიხარია, რომ ახალ კლუბში ბევრი კარგი ნაცნობი მყავს, რაც ძალიან დამეხმარა ახალ გუნდში ადაპტაციის გავლაში. მე ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს იმისათვის, რომ ძალიან კარგად მიმიღეს და სურდათ, რომ პირველივე წუთებიდან თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.

ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"


"იუნაიტედის" გულშემატკივრებთან შეხვედრა ამერიკაში.

დახვედრა, რომელიც ჩვენ ამერიკელმა გულშემატკივრებმა მოგვიწყვეს დაუჯერებელი იყო. აქ მოსვლამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ დონეზე პოპულარულია. კლუბის სახელით ძალიან მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ყველა მომხრეს, რომელიც დადის სტადიონზე და მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენს გვერდზე დგას მთელი ტურნე. მადლობა !


ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"


პირველი მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში.

სტადიონი ამ თამაშისთვის ბოლომდე გაივსო. შესანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩზე 80 ათასი ადამიანი დაესწრო. ეს კიდევ ერთხელ გვანახებს რა დონეზე პოპულარულია ჩვენი კლუბი. მე ყოველთვის მემახსოვრება ეს დღე. არასდროს არ დამავიწყებდა როგორ გუგუნებდა მთელი სტადიონი: "Glory Glory Man United". დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი წარმატებული მატჩი არ არის "იუნაიტედის" რიგებში.


ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"


გოლის აღნიშვნა უეინ რუნისთან ერთად "გალაქსის" წინააღმდეგ.

მე ძალიან მომწონს ეს ფოტო, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით და ვიღიმით. ჩვენ უბრალოდ ვისიამოვნეთ ამ მატჩით. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და ლუი ვან გაალის ტაქტიკასაც ძალიან მალე შევეგუეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონი ასეთი წარმატებული იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს უფლება ვითამაშო იმ კლუბში და წარვდგე იმ დონის ფეხბურთელთან ერთად, როგორშიც თამაშობს და როგორიცაა უეინ რუნი.


ერერა: ჩემი პირველი თვე "იუნაიტედში"


redevils.ru
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
4 აგვისტო 2014 13:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოგზაურობა სამოთხეში. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: MAGNIFICENT 7
4 აგვისტო 2014 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ძაან კაი ბიჭია, პერსპექტიული და ვან გაალი დიდ იმედებს ამყარებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№3
ავტორი: Manchester_M
4 აგვისტო 2014 22:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დღეს შენს პირველ გოლს გაიტან მანჩესტერის მაისურით :) წარმატებები!!!
0
№4
ავტორი: RedTeen
4 აგვისტო 2014 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგან ინგლისელი გიჟი ფანები უნდა ნახოს..დაიწყოს პრემიერ ლიგა... :დდ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2014 01:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდში ადაპტაცია არავის უჭირს, კარგი განწყობაა და მითუმეტეს როცა დე ხეა და მატა გვყავდა მალე შეეგუებოდა ყველაფერს. ტაქტიკასაც მაგრად ერგება და გამოაცოცხლა ცოტა ცენტრი
0
№6
ავტორი: Berba 9
5 აგვისტო 2014 15:44
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არასდროს არ დამავიწყებდა როგორ გუგუნებდა მთელი სტადიონი: "Glory Glory Man United".


შენ ჯერ ოლდ ტრაფორდზე არ გითამაშია, იქ ნახე როგორ გუგუნებს 70,000ზე მეტი ფანი არა მარტო GGMU-ს :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top