ვან გაალი გავლენის დემონსტრირებას აგრძელებას. მან "იუნაიტედს" სეზონისწინა რამდენე ამხანაგურ შეხვედრაზე ათქმევინა უარი.
როგორც ვიცით "იუნაიტედი" ევროთასებს სეზონში გამოტოვებს. ეს კი დიდი ფინანსური დანაკარგია, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ვერ გამსვლელ რამდენიმე დიდ გუნდთან აპირებდა ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას, რათა ფინანსური დანაკარგი აღმოეფხვრა.
თუმცა ეს იდეა ვან გაალს არ მოსწონს და გადაწყვიტა ამხანაგური შეხვედრები აღარ გამართოს - ყოველ შემთხვევაში სეზონის საწყის ეტაპზე მაინც.
"ჩემ მომზადებას 10 კვირა სჭირდება და ამ მხრივ გამიმართლა, რომ "იუნაიტედი" ევროთასებზე არ ასპარეზობს."
"ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და პირველ 10 კვირას ვარჯიშში გავატარებთ. ამის შემდეგ კი დავფიქრდებით შეიძლება თუ არა რამდენიმე თამაშის თამაში. ეს დამოკიდებული იქნება მოწინააღმდეგეზეც. ის ძლიერი უნდა იყოს, როგორც ამერიკაში იყო."
"კარგად მზადებისთვის "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ჩემს წესებს შეეგუოს" -განაცხადა ვან გაალმა.