"მანჩესტერი" წინასასეზონო ტურნეს წარმატებით ატარებს. "წითლებს" ახალი მენეჯერის, ვან გაალის ქვეშ ჯერ არცერთი თამაში არ წაუგიათ. გარდა ამისა, ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან და ეს "იუნაიტედი" სრულიად განსხვავდება იმ უმწეო გუნდისგან, რომელიც გულშემატკივარმა გასულ სეზონში იხილა.
"წითელმა ეშმაკუნებმა" შეძლეს და დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონები და ამით გულშემატკივართან ერთად გახარებული იყვნენ ფეხბურთელებიც.
ჩიჩარიტო: "ღმერთო მადლობა!"
დავიდ დე ხეა: "მე უბრალოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს იმის ასაღწერად, თუ როგორ ვგრძნობდით თავს დღეს. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის."
ჯონსი: "დიდებული გამარჯვება და დაუჯერებელი გარემო იყო. ზღაპრული მხარდაჭერა!"
ხუან მატა: "დიდებული თამაში! ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ. მადლობა ყველას, სტადიონი უბრალოდ დაუჯერებელი იყო. წინ ფინალი გველის !"
ლუკ შოუ: "რა სურათია! უბრალოდ დაუჯერებელია ამხანაგური თამაშის ამდენი გულშემატკივრის წინაშე ჩატარება. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი დიდებული ატმოსფეროსთვის. დიდებული გამარჯვება! ახლა კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ფინალი."
ეშლი იანგი: "კიდევ ერთი კარგი გამარჯვება და წარდგენა ხალხის დაუჯერებელი რაოდენობის, 109 ათასი ადამიანის წინაშე. ერთი სული მაქვს, როდის ჩატარდება ჩვენი "მეგობრული" მატჩი "ლივერპულის" წინააღმდეგ."
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.