"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი მსოფლიო ჩემპიონატის გვიან დასრულების გამო შვებულების გახანგრძლივების მიზეზით სეზონის სტარტს გამოტოვებს.
30 წლის პერსი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი სამუშაოს უმალ შეუდგა, ვან პერსიმ შვებულების რამდენიმე კვირა აიღო. სეზონის სტარტისთვის ფორმის აღდგენას, რობინი ვერ ახერხებს.
"რობინს თითოეულ შეხვედრაში სურს მონაწილეობის მიღება. ეს ვიცი, მაგრამ ასე არიან დანარცენი 30 მოთამაშეც. თუმცა მოთამაშეებს ვარჯიში ესაჭიროებათ და რობინსაც სრულფასოვანი ვარჯიშები სჭირდება, რათა ფორმა სრულად დაიბრუნოს."
"რობინი ვარჯიშებს ორშაბათს შეუდდგება, მაგრამ 12 აგვისტოს "ვალენსიას" წინააღმდეგ არ იქნება, ნამდვილად არა!"
"ვფიქრობ ის პრემიერ-ლიგის სტარტზეც არ ითამაშებს. შესაზლოა ხალხმა ამის გამო გამაკრიტიკოს, მაგრამ ვიცი რა სჭირდებათ ფეხბურთელებს, რომელთაც სამი კვირა შვებულება ჰქონდათ. იმედი მაქვს რობინი ძალიან მალე დაუბრუნდება ფორმას. მაგრამ ამჟამად იგი არ ითამასებს." - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.