"იუვენტუსი" არ აპირებს არტურო ვიდალის შეკავებას, მაგრამ ისინი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზებას მხოლოდ მაშინ მოისმენენ, თუ თავად ვიდალი გამოთქვამს ამის სურვილს.
"იუვენტუსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ას 27 წლის ფეხბურთელთან პირადი საუარი ჰქონდა, რომლის დროსაც ჩილელმა მას განუცხადა, რომ მომავალს სერია A-ს უკავშირებს.
გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ისინი ჩილელს არ გადაეღობებიან.
"ვიდალი? ჩვენ მას უკვე ვუთხარით, რომ სატრანსფერო ბაზარზე არ გაგვიყვანია, მაგრამ მოთამაშის სურვილი გასათვალისწინებელია."
"ვიდალს არასდროს უთქვამს, რომ მას წასვლა სურს და "იუვენტუსი" მას მხოლოდ მაშინ გაყიდის, თუ ეს მისი სურვილი იქნება."