ესპანელები იაპონელს უმიზნებენ.
"ატლეტიკო მადრიდს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, შინჯი კაგავას ტრანსფერთან ასოცირდებიან.
ესპანეთის ჩემპიონები გუნდის გადაწყობას ცდილობენ და შინჯი კაგავა, რომელიც ლუი ვან გაალის გუნდში "ოლდ ტრაფორდიდან" წამსვლელთა რიცხვში შედის, დიეგო სიმეონეს სამიზნეა.
25 წლის კაგავას "ატლეტიკო" სანტი კასორლას ალტერნატივად მიიჩნევს.
იაპონიის ნაკრბების ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წელს მოვიდა, მაგრამ მან დორტმუნდში გამოჩენილი ოსტატობის მიუხედავად ახალ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
ლუი ვან გაალმა უკვე ჩამოწერა შინჯი კაგავა 10-იანის პოზიციაზე და ისიც ნათელია, რომ იაპონელი აქ კონკურენციას ვერ გაუწევს უეინ რუნის, ხუან მატასა და ადნან იანუზაის.
კაგავას არც სერ ალექს ფერგიუსონისა და არც დევიდ მოიესის დროს სწყალობდა ბედი და ის არც ერთი შოტლანდიელის ხელმძღვანელბის ქვეშ არ თამაშობდა თავამსხმელის უკან. ამის ნაცვლად იგი ძირითადად ფლანგზე ირჯებოდა.
გარდა იმისა, რომ კაგავას დაბრუნება დორტმუნდის "ბორუსიასაც" სურს, იაპონელს კიდევ ერთი გერმანული კლუბი, "ვოლფსბურგი" აკვირდება და როგორც ხმები გავრცელდა, მის სანაცვლოდ 13 მლნ. ფუნტიანი შეთავაზებაც გაამზადეს.
dailymail