„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა „ქპრ“-სთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ იგი 8 ნომრიანი წითელი ეშმაკუნის ანდერსონის თამაშით მოიხიბლა. - ვფიქრობ, რომ ანდერსონმა რადიკალურად შეცვალა ეს მატჩი.-განაცხადა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ფერგიუსონმა. - ბრაზილიელმა თავისი როლი ითამაშა ამ მატჩში.მან ამ მატჩში არ შეგვარცხვინა, მან თვალისმომჭრელი ფეხბურთი გვაჩვენა. ჯონი ევანსზე განაცხადა, რომ სასიამოვნოა როდესაც ასეთი მცველი გყავს გუნდში რომელსაც შეუძლია ბურთის კარებში შეგდება. „ქპრ“-მ პრობლემები შეგვიქმნა, იმიტომ რომ როდესაც ახალი მწვრთნელია გუნდში ცდილობენ თავის წარმოჩენას.ეს აშკარა იყო ამ საღამოს.