თბილისი:
მანჩესტერი:
2-08-2014, 19:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2162,
კომენტარები: 4
"ეს კარგი გამოცდა იქნება"
ჯონსი "რეალთან" დაპისპირებას ელოდება.
"ჩვენ ძალიან დიდი შეხვედრა გველოდება სტადიონზე, რომელიც გულშემატკივრებით ბოლომდე სავსე იქნება. "რეალი" - გიგანტური კლუბია, ესპანური ფეხბურთის ფლაგმანია. მათთან თამაში ჩვენი ფიზიკური მომზადების კარგი გამოცდა იქნება, რომელიც სეზონის წინ წაგვადგება."

"ძალიან გვინდა გამარჯვება მოვიპოვოთ. ასეთი აზრებით ვხვდებით თითოეულ შეხვდერას და მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალურია თუ ამხანაგური. ბოლო პერიოდში თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, რაც "რეალთან" გამარჯვებით გვინდა დავაგვირგვინოთ."

"მათ შემადგენლობაში არის კრიშტიანუ რონალდუ - სრულიად ფანტასტიური მოთამაშე. მაგრამ "რეალს" მის გარეშეც ჰყავს კარგი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი. ვიცით, რომ ერთობ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ მოუთმენლად ველოდებით მის დაწყებას. ის თუ რამდენად სწრაფად გაიყიდა ბილეთები, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდებული კლუებები არიან "რეალი" და "იუნაიტედი".
- განაცხადა ჯონსმა.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 აგვისტო 2014 19:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოდა არ გააქანო მათი შეტევა. დღეს თუ მოვიგებთ და თანაც კარგად ვითამაშებთ, დავიჯერებ, რომ ტაქტიკა ამართლებს და მე ვცდებოდი... მაგრამ პრემიერ-ლიგა მაინც სხვაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
2 აგვისტო 2014 20:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს ჯონსის იმედი მაქვს, ერთადერთი ნათელი წერტილი დაცვაში
0
№3
ავტორი: Manchester_M
2 აგვისტო 2014 21:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საინტერესოა სმოლინგის არ ყოფნაში როგორი წყობით ითამაშებს ვან გაალი არაა გამორიცხული 2 ცენტრალური მცველით ითამაშოს მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ რომ ენდოს ახალგაზრდებს.
0
№4
ავტორი: Martial
3 აგვისტო 2014 03:58
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
გამოცდა გუნდის თითოეულმა წევრმა ჩააბარა. ერთი ზაჰასგან ველოდი მეტს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top