თბილისი:
მანჩესტერი:
2-08-2014, 21:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1916,
კომენტარები: 5
შოუს ინტერვიუ
ლუკ შოუმ ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
შოუს ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებული პირველი შეხვედრისას რას გრძნობდით?

ეს დიდებული იყო. ვფიქრობ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სათამაშო დროის მიღება, რადგან მაშინ მხოლოდ სამი ვარჯიში ჩავატარე. გულშემატკივრებმა დიდებულად წარმოაჩინეს თავი. იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისში არ ვართ, ძალიან უცნაური "იუნაიტედის" ფანების ასეთი მასა. მე საკუთარი თვალით ვიხილე "მანჩესტერ იუნაიტედის" სიდიადე.

"იუნაიტედის" მოთამაშედ ყოფნისას რაიმე ზეწოლას ხომ არ გრძნობთ?

არა, ზეწოლას არ ვგრძნობ. ყველაფერი, რაზეც ახლა ვფიქრობ - ეს სეზონისთვის მომზადება და ოპტიმალური ფორმის აღდგენაა. "გალაქსისთან" შეხვედრაში ას პროცენტიან თავდაჯერებულობას არ ვგრძნობდი, რადგან ეს ჩემი პირველი მატჩი იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და კლუბის შემადგენლობაშიც მხოლოდ 3 ვარჯიში ჩავატარე. სწორედ იმისთვისაა ამხანაგური მატჩები, რომ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა შეიძინო. იმედი მაქვს, ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურს მთელი ძალებით შევხდები.


პირადი ხედვიდან გამომდინარე კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით ტურნეზე?

მე მეტი შემიძლია. არამგონია "გალაქსისთან" შეხვედრა ერთ-ერთ საუკეთესოთა შორის შევიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი შედეგების დემონსტრირება შემიძლია, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რათა წინა დონეს დავუბრუნდე.

რა გრძნობით ხვდებით "რეალთან" შეხვედრას?

ამ მატჩს მოუთმენლად ველოდები. ჩვენ უკვე მოგვიხდა ისეთ დიდ კლუბებთან შეხვედრა, როგორებიც "რომა" და "ინტერი" არიან, მაგრამ "რეალთან" შეხვედრა განსაკუთრებულია. თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება საკუთარი თავი მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან გამოსცადონ.

"იუნაიტედის" ვარსკვლავებთან ერთად მუშაობა გეხმარებათ?

დიახ, ეს ძალიან მეხმარება. ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მე ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებთან ვარჯიშის საშუალება მქონდა. თუმცა ეს დიდი ხნაია რ გაგრძელდა, მე დიდი გამოცდილება მივიღე. ახლა თოპ-კლასის ფეხბურთელებთან თამაშის ყოველდღიური საშუალება მაქვს. დარწმუნებული ვარ ჩემი თამაში ამით ყოველდღიურად გაუმჯობესდება.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 აგვისტო 2014 22:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჯერ კიდევ ბევრს ნახავ შოუ - შენ მთლიანად არ განგიცდია "იუნაიტედის" სიდიადე, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
2 აგვისტო 2014 23:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება
0
№3
ავტორი: Best 7
3 აგვისტო 2014 00:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იმენა დახევს დღეს რეალის თავდასხმას
0
№4
ავტორი: Manchester_M
3 აგვისტო 2014 00:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარვახალი არბელოა უნდა ათრიო რეალთან :)
0
№5
ავტორი: salome-rooney
3 აგვისტო 2014 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
დრო და დრო უკეთებს შედეგებს დადებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top