თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2012, 23:27
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 13
მორიგი "ქამბექი" იუნაიტედის აქტივში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი "ქამბექი".....
მორიგი
ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ქუინზ პარკ რეინჯერს" შორის, სადაც წესით და რიგით "იუნაიტედს" დამაჯერებელი თამაში უნდა ეჩვენებინა.

როგორც მოგეხსენაბთ ამ მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე მოხდა ორი მნიშვნელოვანი, რამ ამ გუნდებათ დაკავშირებით. რა თქმა უნდა სერ ალექსისთვის ძეგლის დადგმა 23 ნოემბრის მთავარი მოვლენა იყო, თუმცა საინტერესოა მარკ ჰიუზის "ქუინზ პარკიდან" გაძევებაც.

რა თქმა უნდა ასეთი ფეხბურთელები როცა გყავს გუნდში ბოლო ადგილზე არ უნდა იმყოფებოდე. სერ ალექსის ძეგლის გახსნაზე "იუნაიტედის" ლეგენდები მოვიდნენ. მათ შორის არიან: ერიკ კანტონა, ოლე გუნარ სოლსკაიერი, გარი ნევილი, ედვინ ვან დერ საარი და ბევრი სხვა. ახლა კი ვისაუბროთ კერძოდ მატჩზე და მის სიუჟეტზე.

როგორც უკვე მივეჩვიეთ პირველ ტაიმში "იუნაიტედს" რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია, ამაზე დაყრდნობით მივხვდებით, რომ არც "ქპრ"-ს შეუქმნია 100%-იანი მომენტი. გუნდები 15 წუთიან შესვენებაზე გავიდნენ, სადაც სერ ალექსს თავისი ბიჭები უნდა გაემხნევებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისიც არ გამოდგა მომენტებით დახუნძლული, თუმცა 52-ე წუთზე მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ჯემი მიკიმ თავური დარტყმით "იუნაიტედის" კარი დალაშქვრა. ბოლოს და ბოლოს ამის შემდეგ "იუნაიტედმა" დაიწყო შეტევების გაკეთება.

გუნდი სახიფატოდ უტევდა და ბოლოს ამან შედეგი გამოიღო. უეინ რუნიმ კუთხური ჩააწოდა უელბექმა ბურთი ევანსს გადაუგდო და ამ უკანსასკნელმა ასევე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერ ალექსსმა დღევანდელ მატჩში შეცვლაზე გამოსული ფეხბურთელებით გადაწყვიტა თამაშის ბედი.

თუმცა 68-ე წუთზე გოლი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშემ დარენ ფლეტჩერმა გაიტანა. მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო ბრაზილიელი ანდერსონი, რომელმაც რამოდენიმე კარგი სოლო რეიდი გააკეთა. ასევე მან გააკეთა საგოლე პასი, რომლის შემდეგაც ასევე შეცვლაზე გამოსულმა ფეხბურთელმა ჩიჩარიტომ ანგარიშში სხვაობა გაზარდა.

ამ მატჩში გოლის გატანა რობინ ვან პერსისაც შეეძლო, თუმცა ჰოლანდიელს დღეს აშკარად არ უმართლებდა. მან რამოდენიმე კარგი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.

უკვე მერამდენედ დამტკიცდა, რომ გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა უეინ რუნი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში თავის თანაგუნდელებს მინიმუმ 3 100%-იანი მომენტი შეუქმნა. ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედმა" გაიმარჯვა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"მანჩესტერი" დროებით პირველ ადგილზეა და დაელოდება ხვალინდელ მატჩს, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "სიტი" დაუპირისპირდებიან.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ჰარი რედნაპიც და არ შეიძლება ითქვას, რომ მას ძალიან კარგი შტაბეჭდილება დარჩა, ეს მის საქციელზეც აისახება. მან სტადიონი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დატოვა.

სტატიის ავტორი: Red Hooligan
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: v.persie and rooney
24 ნოემბერი 2012 23:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მაგარია მანჩე
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
24 ნოემბერი 2012 23:40
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: Red Hooligan
24 ნოემბერი 2012 23:53
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
TrueDeviL ,
მადლობა, გაიხარე : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Red Hooligan
25 ნოემბერი 2012 01:14
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
shinji kagawa,
რა დღეში ხარ შენ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: Esi
25 ნოემბერი 2012 01:19
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
shinji kagawa,

რა იყო მსოფლიო სპორტზე გბლოკავენ და აქ მოაღწიე? აბა რრა ჰქვია შენს გუნდს იქნებ გამანდო პმში:დ

ყოჩაღ ავტორ!
0
№6
ავტორი: Red Hooligan
25 ნოემბერი 2012 01:32
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Esi,
სპაბისაბა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: UTD-Rule
25 ნოემბერი 2012 10:10
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Red Hooligan
25 ნოემბერი 2012 12:26
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
UTD-Rule,
სპს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: Ví Ví
25 ნოემბერი 2012 13:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ამ ქამბექებში ხო გიჟები ვართ :D
0
№10
ავტორი: VaRdo
25 ნოემბერი 2012 14:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნურავინ ნურაფერს არეკლამებს!

მემგონი ფერგიუსონი ამ სიბერეში გვეღადავება winked ფორას აძლევს ყველა გუდნს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top