თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2014, 23:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 8
მატა ლუის ტაქტიკის შესახებ
ხუან მატას 3-5-2 მოსწონს.
მატა ლუის ტაქტიკის შესახებ
ხუან მატას სჯერა, რომ იგი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გაიბრწყინებს.

"წითლების" ბოსმა კლუბში 3-5-2 ტაქტიკა დანერგა, რითიც სამ გამარჯვებას მიაღწია ამერიკულ ტურნეზე.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მატას "იუნაიტედის" თამაში და თავდამსხმელების უკან მისი როლი მოსწონს, თვლის, რომ ახალ ტაქტიკასთან შესაგუებლად დრო დასჭირდება.

"მწვრთნელების ახალი სისტემა ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. თუმცა ჩვენ ვარჯიში და გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მოწინააღმდეგეებს უჭირთ ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ტაქტიკაზე თამაში. პირადად ჩემთვის, ორი თავდამსხმელის უკან დგომა ჩემი შესაძლებლობების საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში ძალიან მეხმარება."

"პირველი, რაც მწვრთნელმა ტურნეზე ტოფნისას გვითხრა, იყო ის, რომ პირველი სამი თვე რთული იქნებოდა, რადგან ჩვენი გონება უნდა მოგვემართა და გაგვეგო, თუ რის გაკეთებას ცდილობდა იგი. და რა თქმა უნდა ახალი სისტემაც დანერგა."

"მე დრო დამჭირდება, რათა ბოლომდე შევეგუო, მაგრამ ამავდროულად თავს არ ვზოგავთ. ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ვარჯიშისგან და უფრო მნიშვნელოვანი რაცაა, ჩვენ მისგან ვსწავლობთ, რადგან ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 23:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი ამ კაცს მართლაც ვერ ვუყურებდი ფლანგზე, რადგან მისი ადგილი იქ არაა. ამ ტაქტიკაში თუ თავდამსხმელთა უკან იდგება გაიხარებს ხუანჩო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
31 ივლისი 2014 23:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდევ 16 დღე და იწყება ნამდვილი ფეხბურთი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2014 00:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატო არ მოეწონება თავის პოზიციაზე დადგა ძლივს კაცი wink
0
№4
ავტორი: Berba 9
1 აგვისტო 2014 03:29
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რა ენაღვლება, იცის რომ ვერავინ ამოაგდებს, 4-5-1 ტაქტიკაზე იცოდა, რომ რუნის ფორვარდის უკნიდან ვერ ამოაგდებდნენ და მოუწევდა ფლანგზე თამაში, ასე რომ მატასთვის პირადად ძალიან მოსაწონი ტაქტიკა უნდა იყოს, ვნახოთ დაიწყოს სეზონი და დარწმუნებული ვარ კაი შედეგები ექნება მატატას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: chudikone
1 აგვისტო 2014 09:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძლივს ეღირსა კაცს თავის პოზიციაზე თამაში ♥ კაგავაც კაი ზამენა ან შემცვლელი იქნება მატას ტრავმის შემთხვევაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 10:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მატასთვის საუკეთესო ვარიანტია ეს ტაქტიკა შინჯი თუ არ გაუშვეს მასაც მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება ასევე რუნისაც აუსრულდება ოცნება და გოლების გატანა მისთვის ჩვეულებრივ მოვნელად იქცევა ისევ :D
0
№7
ავტორი: RedGirl
1 აგვისტო 2014 19:01
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მოვიდა ვან გაალი და ეშველა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Amanda Seyfried
1 აგვისტო 2014 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
როტაცია აუცილებლად იქნება ხოლმე, ამიტომ კაგავასაც მიეცემა შანსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top