თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2014, 07:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1860,
კომენტარები: 10
დარენი კორეელს პატივს სცემს
ფლეთჩერს პარკი ძალიან მოსწონს.
დარენი კორეელს პატივს სცემს
"მე პარკს ისე ვეპყრობი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კარგ მოთამაშეს. როცა დიდი მატჩები გველოდა, მაგ. "არსენალთან", იგი ყოველთვის 100%-ით იყო მზად. მასზე იმედი დამყარება ყოველთვის შეიძლებოდა და ამასთან ერთად გასახდელში იგი ყოველთვის კარგ ბიჭად რჩებოდა. პარკი უბრალოდ გამოდიოდა მოედანზე და საკუთარ საქმეს აკეთებდა."

"აზიაში ის სუპერვარსკვლავი იყო, მაგრამ ამას არასდროს მოუხდენია მასზე გავლენა. პარკი ყოველთვის პროფესიონალი და შესანიშნავი მოთამაშე იყო. ის ყოველთვის გუნდურ მოთამაშედ რჩებოდა და პირველ პლანზე აყენებდა არა პირად, არამედ გუნდურ ინტერესებს. როცა სამუშაოსადმი ისე ხარ განწყობილი, როგორც პარკი, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ წარმატება გარდაუვალია."

"მახსენდება ჩვენი მატჩი "მილანის" წინააღმდეგ, როცა პარკმა უბრალოდ გაანეიტრალა ანდრეა პირლო. ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც პარკს გამოუვიდა. ბევრი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ დასდევდა პირლოს და არავითარ სამუშაოს არ ასრულებდა. მაგრამ პარკი შეტევასაც ახერხებდა და თავადაც გამოიჩინა თავი."

"ძალიან მომწონდა მასთან ერთად თამაში. მისდამი არავითარ სხვა გრძნობას, გარდა ღრმა პატივისცემისა არ განვიცდი. დარწმუნებული ვარ, პარკი იპოვის საქმეს მას შემდეგ, რაც მოთამაშის კარიერას დაასრულებს. თავის სამშობლოში ის ვარსკვლავია, ამიტომაც მშვიდ პენსიას ვერ ეღირსება. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჯი!"


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
31 ივლისი 2014 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ეს სად წავიდა ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: VaRdo
31 ივლისი 2014 23:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამაზე მუშა ფეხბურთელი ბევრი არ გვყოლია : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 23:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
otarich1,
პსვ-ში დაბრუნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2014 08:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მუშა და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. მაგრად მიყვარს და ვაფასებ ამ კაცს love
0
№5
ავტორი: chudikone
1 აგვისტო 2014 09:22
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პარკი და ევრა იყვნენ მაგარი ძმაკაცები და ეხლა აღარცერთი არაა გუნდში..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RedTeen
1 აგვისტო 2014 10:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი კაცი იყო პარკი.. გუნდს მაგრად ეხმარებოდა..
0
№7
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 11:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პარკი მაგარი კაცი იყო პესშიც სერიოზულს ვაყუმარებდი :D
0
№8
ავტორი: RedGirl
1 აგვისტო 2014 19:09
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ყოველთვის მაგრად მევასებოდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Amanda Seyfried
1 აგვისტო 2014 21:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
პარკ შე ძველო love
0
№10
ავტორი: chicha_chicha14
2 აგვისტო 2014 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
პარკი მეც მაგრად მევასებოდა. რა დამავიწყებს მის გოლებს არსენალთან3-1 მოგებულ თამაშში, ჩელსისთან ლიგაზე გადამწყვეტი გილი და ლივერპულთან 2-1 მოგებულ თამაშში. მილანთანაც მგრად ითAმაშA და მახსოს ჩიჩასავც მაგარი უპასა ჩელსისთან რომელიც ოქროს გოლი აღმოჩნდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top