" იუნაიტედის" თავდამსხმელი "ნიუკასლის" ნახევარმცველ კაბაიესთვის იდაყვის დარტყმის გამო არ დაისჯება.
ეს გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "კაჭკაჭების" მთავარი მწვრთნელის, ალან პარდეუს განცხადებით, ჰოლანდიელმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს განზრახ გაარტყა. პარდიუს აზრით, არბიტრი ჰოვარდ ვები იმ ეპიზოდში შეცდა.