"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაიანის მისამართით ინტერესი დაადასტურა.
ამჟამად ნეაპოლური კლუბი მარუანის ტრანსფერის ან იჯარის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ჩანს ბელგიელი ვან გაალის გეგმებში არ შედის.
"ფელაინი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გვაინტერესებს, მაგრამ ის არ არის ერთადერთი."
"მისი ვარცხნილობა? ის მასში ლომს ჰგავს და ეს დიდებულია. მისი ვარცხნილობა კარგად ერგება ჩვენს ნეაპოლურ სტილს" - განაცხადა დე ლაურენტისმა ESPN - თან ინტერვიუში.