თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2014, 07:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2031,
კომენტარები: 4
კავანი პარიზს არ დატოვებს
ედინსონ კავანი არსად მიდის.
კავანი პარიზს არ დატოვებს
ფრანგული "პსჟ"-ს ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავისი მომავლის გარჩევას, რამეთუ განაცხადა, რომ იგი კლუბში რჩება.

ხმების თანახმად, კავანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა შორის ირიცხება. სწორედ იგი უნდა გახდეს "პსჟ"-ს საშუალება, რომლითაც ფრანგები საზაფხულო შენაძენის უფლებას მოიპოვებენ - ეს უეფა-ს მიერ დაწესებული ფეირ პლეის მიხედვით ეკისრებათ.

თუმცა თავად ედინსონი თავის მომავალს "პსჟ"-ს უკავშირებს და წასვლაზე არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ მას არც თუ სასიამოვნო სადებიუტო წელი ჰქონდა.

"ნამდვილად ვრჩები - რატომ უნდა მოხდეს სხვაგვარად? მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს პარიზში, მე კონტრაქტი მაქვს "პსჟ"-სთან, რომელსაც პატივი უნდა ვცე. აქ ყოფნას ვამჯობინებ. მე აქ მინდა ყოფნა."

"როგორც უკვე განვაცხადე, ყველაფერი არა მხოლოდ ფეხბურთელზე, არამედ კლუბში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული."
- განაცხადა კავანიმ L'Equipe - სთან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 22:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ ხარ ჩვენი უკანასკნელი სამიზნე ალბათ...დიდად არ გვჭირდები. აი იმათ ვიყიდდეთ ვინც გვჭირდება და ეგ არ მადარდებს დარჩები თუ არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2014 22:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ფეხბურთელია მაგრად მევასება და გამოგვადგებოდა. მაგრამ ამის ტრანსფერი არც გამოვა, საკმაოდ დიდი თანხაც დაჯდებოდა რო რამე
0
№3
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 11:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არც მინდოდა ამის ტრანსფერი კიდე შემტევი რათ გინდა როცა დაცვაში პრახადნოი დვერია :)
0
№4
ავტორი: RedGirl
1 აგვისტო 2014 19:07
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ფორვარდი? რავიცი ჯერ დაცვაზე უნდა ვიფიქროთ რა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top