თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2014, 14:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 7
ნემანია არაფერს ნანობს
ნემანია ვიდიჩი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია.
ნემანია არაფერს ნანობს
ნემანია ვიდიჩი გამოტყდა, რომ იგი არ ნანობს "იუნაიტედის" დატოვებას და მოხარულია, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეს ხედავს.

ვიდიჩი, რომელმაც მანჩესტერული კარიერა მაისში დაასრულა და მილანის "ინტერს" შეუერთდა, პატივისცემას გამოხატავს კლუბთან დაკავშირებული თითოეული პირისადმი.

ბედის ირონიაა, მაგრამ ნემანია ვიდიჩის წასვლიდან რამდენიმე თვეში მისი ამჟამინდელი გუნდი, ყოფი. გუნდს დაუპისპირდა, რომელშიც "წითელმა" ეშმაკებმა პენალეტების ერიაში იმარჯვეს.

"უცნაურია, უეინისა და მატას წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია ვარჯიშებზე, მაგრამ სულ სხვაა, როცა უშუალოდ თამაშში უპისპირდები მათ. თუმცა მოხარული ვარ, რომ ისინი ვნახე. თითოეული მათგანი ბედნიერია, რაც ასევე მახარებს. ჩანს, ისინი სიამოვნებას იღებენ ამისგან. ეს კარგი დღე იყო."

როცა ჰკითხეს ნანობს თუ არა კლუბში ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედის" დატოვებას, ვიდიჩმა განაცხადა: "არაფერს ვნანობ. ეს უკვე წარსულია. მსგავს კითხვებს იმდენჯერ ვუპასუხე! ვფიქრობ კლუბი ტრანზაციას განიცდის - "იუნაიტედი" ახლდება და ასეა "ინტერიც". მე მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც ახლა ხდება. რაც წარსულია, ის წარსულია. ყველაფერი, რაც ახლა უნდა გავაკეთო, ეს მომავალში გახედვაა, ზუსტად ისე, როგორც "იუნაიტედმა". მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და იმედი მაქვს ორივე გუნდი კარგად იასპარეზებს მომავალ წელს."

"იუნაიტედმა" ამერიკულ ტურნეზე სამი გამარჯვება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებია, ვიდიჩს სჯერა, რომ ლუი ვან გაალი კარგ გავლენას ახდენს ფეხბურთელებზე და ისინიც მოხარულნი არიან ჰოლანდიელთან მუშაობით.

"მჯერა, რომ ისეთმა მწვრთნელმა, როგორიც ლუი ვან გაალია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, იცის რასაც აკეთებს. მოთამაშეებსა და დანარჩენ ხალხთან ერთად გასახდელში ვიმყოფებოდი. ისინი პოზიტიურად გამოიყურებიან და ბედნიერები არიან მიმდინარე მოვლენებით. ეს კარგის ნიშანია. მოხარული ვარ ამის ხილვით."


"იუნაიტედის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი დარწმუნებულია, რომ ჯონი ევანსი, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი ვან გაალის ახალ, 3-5-2 ტაქტიკას კარგად მოერგებიან.

როცა ჰკითხეს, ტრიოს შეუძლია თუ არა ბალანსის შენარჩუნება, ნემანიამ განაცხადა: "რა თქმა უნდა. ამაში მაშინაც კი ვიყავი დარწმუნებული, როცა მათთან ერთად ვთამაშობდი. მაშინ მათ ვუთხარი, რომ მათ ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც კარგი პოტენციალი ჰქონდათ. ისინი ნამდვილად კარგები არიან და უნდა გესმოდეთ, რომ ახალგაზრდები არიან ასევე. ისინი ჯერ კიდევ 23-24 წლის გახლავთ. ეს არის ასაკი, როცა იფურჩქნებიან."

"ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან. ვფიქრობ, მომდევნო 2 წელიწადში ლიგის საუკეთესო მცველებად იქცევიან. ვფიქრობ, ისინი ამას მალევე დაამტკიცებენ და მე მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 14:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორც იქნა ნორმალური სიტყვები გაიმეტა ჩვენი მისამართით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 ივლისი 2014 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აგინეთ აბა ეხლა რატო არ ნანობ რო გადახვედი ინეტრშიო areyoukiddingme

მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ- ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია... ვიდააა love
0
№3
ავტორი: Malboro463
31 ივლისი 2014 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
იმის იქით. ბარსელონაში რომ ით ხოვდა გადასვლას მის მერე აღარ მვეასბეა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2014 17:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანანებელი რა უნდა ჰქონდეს, ეხლა სინანული კაი დროსია ან რას უნდა ნანობდეს

მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და იმედი მაქვს ორივე გუნდი კარგად იასპარეზებს მომავალ წელს


ინტერის დედაც ვატირეთ ვიდა, მთავარია ჩვენ გვქონდეს კარგი წელი
0
№5
ავტორი: salome-rooney
31 ივლისი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
ჩემთვის ყოველთვის ეშმაკად დარჩები
0
№6
ავტორი: RedGirl
31 ივლისი 2014 21:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არ არის ესე მარტივი უყურო როგორ ეთამაშება რუნი ვიდას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 10:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ გაეჩერებინათ რა კიდე ცოტა ხანი რა მოხდებოდა ასეთი მცველი არც გვყავს recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top