თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2014, 14:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2398,
კომენტარები: 6
რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ
ამერიკაში მყოფ ახალაგაზრდებს სხვადასხვა სპეციალისტები აფასებენ.
რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ
daily mail - მა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ამერიკის ტურნეზე მყოფი ახალაგაზრდების შესახებ სხვადასხვა სპეციალისტების გამონათქვამები შეკრიბა.

"ჰალ სიტის" მწვრთნელი, სტივ ბრიუსი ბენ ეიმოსის შესახებ: "ბენი - შესანიშნავი მეკარე და ნამდვილი პროფესიონალია. თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" სკოლაში მიდიხარ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მას დიდი მომავალი აქვს."

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


"დონკასტერის" მწვრთნელი, პოლ დიკოვი სემ ჯონსტონის შესახებ: "ის ტოპ-კლასის მეკარე გახდება და "იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს მისი პროფესიონალური ზრდისთვის. ის უკვე გახლდატ ინგლსის 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ცოტა ხნის წინ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. არა მგონია "იუნაიტედი" ასე უბრალოდ ურიგებდეს კონტრაქტებს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომებშიც პერსპექტივებს ვერ ხედავს."

center


"ბირმინგემის მწვრთნელი, ლი კლარკი ტაილერ ბლეკეტის შესახებ:
"ტაილერი საკმაოდ უნიკალურია იმით, რომ თავისი გაბარიტებით იგი დაცვითი ფუნქციების მოთმაშეა. ის ძალიან სერიოზულად უდგება სამუშაოს და დამატებით ინდივიდუალურ ვარჯიშებზე მუდმივად რჩება. ეჭვი არ მეპარება ამ ბიჭის წარმატებაში, რადგან სამუშაოსადმი მის მიზიდულობასა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივად სწრაფვის უნარს ვხედავ"

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


"ლესტერის" მწვრთნელი,ნაიჯელ პირსონი მაიკლ კინის შესახებ: "ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. და ის ფაქტი, რომ მას ძალიან მაღალ დონეზე აფასებებ "იუნაიტედში", ბევრ რამეზე მეტყველებს.

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


"იუნაიტედის" რეზერვების მწვრთნელი, უორენ ჯოისი რის ჯეიმსის შესახებ: "მე ვიხილე რის ჯეიმსის "ლესტერში" თამაში და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ნათელია, რომ ჩვენ კლუბს ასეტი მოთამაშეები სჭირდება, რის გამოც იგი ჩვენს რეზერვებში მოვიყვანე."

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


"უიგანის" მწვრთნელი, ოუენ კოილი უილ კინის შესახებ:
"კინის თამაშს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და შემიძლია გითხრათ, რომ მისი ნიჭის დიდი მოტრფიალე ვარ."

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


"ბრაიტონის" მწვრთნელი, ოსკარ გარსია ჯესი ლინგარდის შესახებ: "ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თავდამსხმელად ითვლება და უკვე მიიპყრო ყურადღება საკუთარი პერსონისადმი. მის ნიჭსა და პოტენციალში ეჭვი არავის ეპარება, რადგან მან "მანჩესტერ იუნაიტედის" სკოლა დაამთავრა.

რას ამბობენ ახალგაზრდების შესახებ


redevils.ru
სიახლეები, სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: januzaj711
31 ივლისი 2014 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
januzaj rato arsad ar aris?
0
№2
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 14:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
januzaj711,
სტატია წაიკითხე? ვინც ტურნეზე იმყოფება იმათზე წერია აქ... იანუზაი კიდევ არ არის ტურნეზე და იმიტომ არ არის, რომ დაასვენეს გადაღლილობის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2014 17:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამოსმა მაგრად ჭამა რომასთან არ ეპატიება. ისე არაუშავრს ცუდი მეკარე არაა, მაგრამ ის თამაში მაგრად /ჩააგდო

უილ კინი მომეწონა მე, წინა წელსაც ნორმალური შედეგი ჰქონდა და შნსი ისევ მიეცემა
0
№4
ავტორი: salome-rooney
31 ივლისი 2014 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
მათ დიდი მომავალი აქვთ ისინი კარგ ფეხბურთელებად აღიზრდებიან იუნაიტედში
0
№5
ავტორი: RedGirl
31 ივლისი 2014 21:51
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 10:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამოსის გარდა ყველასი მჯერა რომ რაღაცას მიაღწევენ :) ჯესი ლინგარდი მომწონს კარგი იქნება თუ პირველ გუნდში ამოაყოფიებენ თავს დაცვის ბიჭებიც რომ გადმოიყვანონ პირველ გუნდში არ იქნება ურიგო იმის ფონზე რომ ზამენა არ გვყავს დაცვაში :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top