თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2014, 13:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1756,
კომენტარები: 10
"რეალის დამარცხება ძალიან გვინდა"
ტომ ქლევერლისა და მთელ გუნდს "ბლანკოსის" ძლევა სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ტომ ქლევერლი გამოტყდა, რომ მთელ გუნდი მოუთმენლად ელოდება "რეალთან" დაპირისპირებას.

"მართლაც ძალიან გვინდა აშშ-ში ამ ტურნირის მოგება. ეს საკუთარი ძალების რწმენას შეგვძენს, ჩვენ ხომ ისეთ კლუბებს ვძლიეთ, როგორებიც "ინტერი" და "რომა" არიან. იმედი მაქვს ასეთივე შედეგს მივაღწევთ "რეალთან" დაპირისპირებაში.

"ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ამერიკაში ფეხბურთი უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. როცა აქ უკანასკნელად ვიყავით, "ბარსელონასთან" შეხვედრამ დაახლოებით 80 ათასი მაყურებელი შეკრიბა. "რეალთან" მატჩი კი 100 ათასზე მეტი მაყურებლის შეკრებას გვპირდება და თითოელ ჩვენგან გვსურს ასეთი დიდი შეხვედრისგან გამოცდილების მიღება."

"მოხარულები ვართ, რომ "ინტერთან" ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. მოწინააღმდეგე ძალიან ორგანიზებული იყო დაცვაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით მათი კარის ასაღებად. ჩვენ ვარჯიშებზე პენალტებსაც ვამუშავებთ, რამაც თავისი შედეგი "ინტერთან" შეხვედრაში მოიტანა."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 13:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოდა დავამარცხოთ. კარგი თამაში გამოვა და რესურსის არასრული არსებობით ორი უდიდესი ტაქტიკოსი დაუპირსპირდება ერთმანეთს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: L. van Gaal
31 ივლისი 2014 14:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
მარტო შენ კიარა ყველას უნდა
რეალი ყველამ დაამარცხა და ჩვენ რა ნაკლები ვართ რომაზე და ინტერზე
0
№3
ავტორი: ელენე
31 ივლისი 2014 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ვან გაალი ჯადოქარია რა. იმდენი მოახერხა, რომ ქლევერლი აგრესიას აღარ იწვევს ჩემში. ეგ იმდენს იზამს, რომ საერთოდ შემაყვარებს ამას. :დ

წარმატებები, ბიჭებს! უნდა მოვუგოთ რეალს, ოღონდ არამარტო ანგარიშით, არამედ თამაშითაც.
0
№4
ავტორი: gilmour
31 ივლისი 2014 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაგრად მომწონს ახალი წყობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მარტო ჩვენ ვართ მოედანზე. რეალს ბურთზე კონტროლს წავართმევთ და მერე ყველაფერი შეიძლება.
0
№5
ავტორი: RedTeen
31 ივლისი 2014 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ძალიან მინდა რონალდო იყოს შემადგენლობაში და დავამარცხოთ რეალი.. love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2014 17:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთი სული მაქვს როდის მოვა 3 აგვისტო. მაგრად მინდა რეალთან მოგება derphappycry
0
№7
ავტორი: salome-rooney
31 ივლისი 2014 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
მოუთმენლად ველი თამაშს
0
№8
ავტორი: RedGirl
31 ივლისი 2014 21:50
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩვენც :დ აუ მალე მოვიდეს რა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Best 7
31 ივლისი 2014 23:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გავპარსავთ რეალს am
0
№10
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 09:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვერ დავიჯერებ რო შენ ჩემზე უფრო გინდა რეალის დამარცხებას 2013 წლის 5 მარტის შემდეგ ველი am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top