თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2014, 13:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1910,
კომენტარები: 7
"მოხარული ვარ, რომ მწვრთნელს სჯერა ჩემი"
ეშლი იანგი ლუი ვან გაალის გადაწყვეტილებას იწონებს.
ეშლი იანგი გამოტყდა, რომ იგი მოხიბლულია გუნდში ვან გაალის მიერ დანერგილი ტაქტიკით და მასში თავს კომფორტულად გრძნობს.

"ინტერთან" შეხვედრაში სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი და ეს ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. მე მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი და თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. ასე, რომ თუ მწვრთნელი ჩემი სამსახურით დაინტერესდება, მას შეუძლია მუდმივად ჰქონდეს ჩემი იმედი."


ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში, ადგილობრივი გუნდის, "ლა გალაქსის" კარში იანგმა შეხვედრის ბოლოს დუბლი მიითვალა, რის შემდეგაც ვან გაალი მისით კმაყოფილი დარჩა.

"ძალიან მესიამოვნა იმის მოსმენა, რომ ლუი ვან გაალი ჩემით კმაყოფილი დარჩა "ლა გალაქსისა" და "რომასთან" შეხვედრაში. მას ჩვენი სჯერა, რაც გაიძულებს მოედანზე გახვიდე და ყველა მითითება ზუსტად შეასრულო."


ტურნეს მესამე შეხვედრა "წითელმა" ეშმაკებმა სერია ა-ს კლუბთან, "ინტერთან" გამართეს და შეხვერა 11 მეტრიანების სერიაში მოპოვებული გამარჯვებით დაასრულეს.

"მოხარულები ვართ, რომ გამარჯვების მოპოვება "ინტერთანაც" მოვახერხეთ. როცა წერტილთან მივდიოდი და პენალტს ვასრულებდი საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. ვარჯიშებზე ამას დიდხანს ვამუშავებდი. ახლა ამ ტურნირის მოგება გვსურს. ეს სეზონის მომზადებისთვის შესანიშნავი ჯილდო იქნება. ვარჯიშები სრული სვლით მიმდინარეობს, მოთამაშეებს შორის ურთიერთგაგება კი ყოველ დღე უმჯობესდება, რაც თითოეულ შეხვედრაში ნათლად ჩანს."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 ივლისი 2014 13:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენც გვჯერა შენი... შენზე ვამყარებთ მთელ იმედებს და შენ ხარ ჩვენი მესი და რონალდუ და ბეილიც და ჩემი მეზობელი ვახანგიც... ზუსტად ბოლო ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
31 ივლისი 2014 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
შენ ათამაშდი და ჯინი კი არ მჭირს:) მთავარია გუნდს სარგებელი მოუტანოს და საერთოდ არ გავიხსენებ წინა სეზონების კოჭლობებს.
0
№3
ავტორი: Malboro463
31 ივლისი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
შენი მამაშენს აღარ ჯერა შე არაფროს მაქნისო
როდის უნდა გაიწმინდოს გუნდი ასეთი უვარგისი ფეხბურთელებისგან კიდე დიდხანს უნდა ვუყუროთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
31 ივლისი 2014 17:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სასაცილოა უბრალოდ იანგმაც კი რაღაც შედეგი დადო და ეს კოჭლი ნანი ისევ პიტალოდ რჩება

კარგად გაისარჯა დაცვაში წინა თამაშზე, ერთი ორჯე რკი მიქარა კინაღამ დაგვღუპა მარა მაინც ნორმალურად ჩაატარეს. ვან გაალი შნსს ყველას აძლევს და იმედია ამისგანაც რაღც გამოვა ამ სეზონში სანამ ხალხი არ გვყავს
0
№5
ავტორი: RedGirl
31 ივლისი 2014 21:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჩვენ არ ვართ მოხარულები :დ აუ ვან გაალმა თუ ეს აათამაშა ეგრევე ძეგლი დავუდგათ ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Manchester United 14
31 ივლისი 2014 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიორგი,
სღ კოჭლი ნანი ისევ პიტალოდ რჩება . მაგარი ვიცინე
biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 09:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი ათამაშდა და ამ ნანის შელოცვილი ხო არ აქ სირბილიც ეზარება მოადანზე გასაყიდია აბა რა არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top