"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, პოლ სქოულზი სატელევიზიო ექსპერტობასდასთანხმდა და BT Sport-თან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გასული სეზონის ბოლოს პოლ სქოულზი რაიან გიგზს ეხმარებოდა კლუბის გაწვრთნაში, თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიუღია სამწვრთნელო შტაბში შეთავაზება ლუი ვან გაალისგან.
ბოლოს კი სქოულზმა თავის ყოფილ თანაგუნდელს, გარი ნევილს მიბაძა და სატელევიზიო ექსპერტი გახდა. თუმცა გარი ნევილი sky Sport-ზე მუშაობს, პოლს BT Sport-მა შესთავაზა საკუთარი პოსტი, სადაც იგი თავის ყოფილ ნაცნობებს, მაიკლ ოუვენს, ოუვენ ჰარგრივზს და რიო ფერდინანდს შეხვდება.