გლეიზერების ოჯახი დამატებით 150 მლნ. დოლარით გაძლიერდებიან. მათი გამდიდრების საშუალებას "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციების დამატებით 5%-ის პგაყიდვა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, როცა 2012 "წითელი ეშმაკები" საფონდო ბირჟაზე გავიდნენ, გლეიზერებმა კლუბის აქციების 10% გაიტანეს. ამჯერად კი 5%-ს დასჯერდნენ.
მომცემული გადაწყვეტილება მალკოლმ გლეიზერის სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც ოჯახის თავად ითვლებოდა. მისი მემკვიდრეობა 6 შვილს გადაეცა და თითოეული მათგანი თანაბრად არის უფლებამოსილი "იუნაიტედზე".
აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შემდეგაც კი მთავარ მოქმედ პირებად გლეიზერები რჩებიან. 15%-იანი უფლება, "იუნაიტედის" საქმეებში ჩარევის უფლებას არავის აძლევს.