მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გამოტყდა, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელით, ხავიერ ერნანდესით ინტერესდება.
გუნდში ისეთი კონკურენტების ყოლა, როგორიც ვან პერსი, რუნი და უელბეკი არიან ჩიჩარიტოს სათამაშო დროში ძლიერ ზღუდავს. ჭორების თანახმად მექსიკელი სერიოზულად ჩაფიქრდა კლუბიდან წასვლაზე.
დანამდვილებით ვიცით, რომ ერნანდესით მილანის "ინტერიც" ინტერესდება, მაგრამ "წითელი ეშმაკების" მაისურით 152 მატჩში 59 გოლის ავტორით "ატლეტიკოც" იჩენს ინტერესს.
"ჩვენ სპორტულ დირექტორებს ვესაუბრებთ, ჩვენ მათ იმ ფეხბურთელების თაობაზე ვესაუბრებით, რომლებიც გვსურს, ისინი კი მათ გადმობირებას ცდილობენ."
"ერნანდესისა და სხვა ფეხბურთელების თაობაზე ყველაფერია მოსალოდნელი. კარს ვერავის დავუკეტავთ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება."
"ის (ერნანდესი) ვერტიკალური ტიპის მოთამაშეა. ის დიდებულია ერთი-ერთზე თამაშში და ნებისმიერ გუნდს წაადგებოდა" - აცხადებს სიმეონე Sky Sports - თან ინტერვიუში.