რუნის წიგნის ნაწილი.
მადლიერება
უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც პრემიერ-ლიგაში ჩემი ოცნების ახდენაში ჩემთან ერთად მხარდამხარ მუშაობდა და მეხმარებოდა. უპირველეს ყოვლისა ჩემი იმ ადამიანად ქცევაში, ვინც ახლა ვარ, კოლოსალური როლი ჩემმა მშობლებმა და ოჯახმა ითამაშეს. ასევე ყველა მწვრთნელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ვისთანაც კი ახალგაზრდობიდანვე ვმუშაობდი, ჩემმა აგენტმა, პოლ სტრეტფორდმა და იმ ხალხმა, ვინც მასთან ერთად მუშაობს და ასევე ჩემმა საფეხბურთო ამხანაგებმა და მეგობრებმა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ: გმადლობთ, რომ არსებობთ. მაგრამ ამ წიგნზე მუშაობისა და პრემიერ-ლიგაში გატარებული უკანასკნელი ათი წლის გარჩევისას ორი ადამიანი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
ჩემ ცოლს, კოლინს მადლობა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში მხვდებოდა; ვერასდროს გაიგებ რამდენს ნიშნავს ჩემთვის შენი სიყვარული და მხარდაჭერა. მადლობა ჩემს შვილს, კაის, შენ ჩემი უპირველესი საფიქრალი ხარ დილით და დღის ბოლოს ჩემ უკანასკნელ ღიმილს სწორედ შენ მჩუქნი. ორივე თქვენგანი ძლიერ მიყვარხართ, თქვენ ხართ ჩემი სუნთქვა და მოტივაცია
ყოველ დღე.
გმადლობთ ყველაფრისთვის.
სიყვარულით უეინი (და მამა).
წინასიტყვაობა (სერ ალექსისგან)
უამრავი წარბი შეიჭმუხნა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭო "ევერტონიდან" უეინ რუნის მრავალმილიონიან ტრანსფერში დავარწმუნე. ბიჭი მხოლოდ თვრამეტის იყო, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ირიცხებოდა პირველ გუნდში, რითიც თავისი ნიჭი დაამტკიცა.
"ევერტონის" სამწვრთნელო შტაბმა გასაოცარი სამუშაო გაატარა, როცა ასეთი ბიჭი გაზარდა და ის აკადემიიდან იმ დღემდე მიიყვანა, როცა მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, თუმცა მის მეჩვიდმეტე დაბადების დღემდე სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი.
უფროს გუნდში თამაშამდე დიდი ხნით ადრე ყველამ იცოდა, რომ "ევერტონმა" პატარა მარგალიტი ამოთხარა და უეინს დიდ სცენაზე გამოსვლა არ დაუყოვნებია."ევერტონი" ჯერ კიდევ რუნის სასკოლო პერიოდში იყო რუნის საყვარელი კლუბი, ასე რომ მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია იმისა, თუ რას გრძნობდა, როცა ეს ცნობილი ლურჯი მაისური ჩაიცვა და "გუდისონ პარკის" ტრიბუნებს ქვეშ დარბოდა.
სიურპრიზი სულაც არაა უფროს ფეხბურთთან მისი ასეთი შეგუება. უეინ რუნი დაბადებული იყო რათა ფეხბურთი ეთამაშა და ნათლად ჩანდა, რომ მისი მომავალი, როგორც ამ სპორტის წამყვანის ფიგურის, გარანტირებული იყო.
ილუზიებს არ ვქმნიდით და ვიცოდით, რომ "ევერტონიდან" უეინის წამოსაყვანად ძალიან, ძალიან დიდი თანხის ქვითარი დაგვჭირდებოდა.ვფიქრობ, ყველას აქვს საკუთარი ფასი ფა ბოლოს ფა ბოლოს ჩვენ მისი თაობის საუკეთესო მოთამაშე შევიძინეთ. რა თქმა უნდა გიგანტური თანხა გადავიხადეთ, მაგრამ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით.
დრო და დრო გამოჩნდება მოთამაშე, რომელიც პროფესიონალიზმის ზღვარს დააწესებს და უეინი სწორედ ასეთი გახლდათ. ეს არ იყო ავანტიურა, ეს მომავალში ჩადებული ინვესტიცია იყო და არავითარი ეჭვი იმისა, რომ ბიჭმა ეს თანხა რამდენიმეჯერ არ ამოიღო, არ არსებობს. თუ კი ვინმეს ჩვენ გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებოდა, ის უმალ გაიფანტებოდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" რუნიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თურქულ "ფენერბაჰჩეს" ჰეთ-ტრიკი გაუფორმა. საუბრები იმის თაობაზე, რომ შეთანხმებამ გაამართლა, იქვე დაიწყო.
პირველი გოლის გასატანად, რომ კვირები დასჭირვებოდა არც ეს იქნებოდა ჩემი ნერვიულობის მიზეზი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, რადგან ის საქმეს კლასიკურ სტილში მიუდგა. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო გაღრმავდა, მაგრამ ის ის სკაუზერი იყო, ვინც მალევე გადაიქცა მანკუნიანელად. ეს მხოლოდ პირველი რამდენიმე სტრიქონია იმ გასაოცარი ისტორიისა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი ყოფნისას გაგრძელდა. იგი კლუბის დასაყრდენად იქცა და საბოლოო ჯამში პრემიერ-ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
უეინი ჯერ კიდევ ბავშვობაში უმკლავდებოდა იმ პრობლემებს, რომელიც მას უჩნდებოდა. ოდესღაც მას გულუბრყვილოდ მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ გასაჭირი მას იოლად ერეოდა, მაგრამ ახლა ის შეიცვალა და თავად აწესებს დანარჩენი გუნდის სტანდარტებს. აუცილებელია ძლიერი ხასიათი გქონდეს, რათა შენში მსგავსი განსაკუთრებულობა გამოიმუშავო, მაგრამ ის თავს არ ზოგავდა ძირფესვიანად ამოძირკვა მისი განვითარების შემაჩერებელი ფაქტორი.
2010 წლის ზაფხულში იგი მცირედით შეყოყმანდა, როცა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება და კლუბის დატოვება სურდა.
მე შოკირებული და ამასთან ერთად გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ბევრი დრო არ დამჭირვებია სიტუაციის გამოსასწორებლად და რუნიმ ახალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად კალამი აიღო. არ გავამხელ მაშინ ჩვენ შორის ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ მისი გული ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნოდა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისთვის გვეჩვენებინა თუ რამდენად მცდარი იყო მისი ფიქრები. რუნის შანსი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
მან უკვე დაამხო კლუბში დიდი ხნის განმავლობაში არსებული რეკორდები. ასაკთან ერთად კი მას არავითარი შეზღუდვა არ ექნება მიღწევების თვალსაზრისით, თანაც მეეჭვება, რომ მას დრომ აჯობოს.
მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რამდენიმე კარგი გადაწყვეტილება მივიღე - თუმცა წინააღმდეგი სულაც არ ვარ დავივიწყო! - მაგრამ არავითარი კითხვა არ არსებობს იმის თაობაზე, რომ "ევერტონიდან" რუნის გადმოყვანა საუკეთესო მათგანთა შორისაა.
შესავალი
77 წუთი 19 წამი.
დარტყმა! ყველაფერი უაზროდ
სწრაფად მოხდა.
და მე კიდევ ერთხელ ვგრძნობ იმ უსაზღვრო სიამოვნებას, რომელიც პრემიერ-ლიგაში გატანილი გოლებისგან გეუფლება. ეს იმ გრძნობას ჰგავს, რომელსაც გოლფის ბურთზე დარტყმის შემდეგ, მისი ლუზისკენ ნელ-ნელა ვარდნა იწვევს. ეს ენერგიის უდიდესი, გიჟური მოზღვავებაა. "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გატანილი გოლისგან გამოწვეული გრძნობა კოლოსალურია, ის ჭკუიდან გშლის. ვფიქრობ იმ მომენტში ჩემი ენერგიის ბოთლში გადატანა რომ შემძლებოდა, მსოფლიოში საუკეთესო ენერგეტიკულ სასმელს დავამზადებდი.
გულის ცემა. რამდენიმე წამში აზრზე მოვდივარ. ყველაფერს ვგრძნობ: ტრიბუნების გამაყრუებელ ხმაურს, რომელიც თვითმფრინავის აფრენას ჰგავს; ტკივილს ფეხებში, ოფლს, რომელიც კისერში ჩამეღვარა, სიბინძურეს ფორმაზე. ყვირილი სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. მაშინ როცა გული საგულედან ამოვარდნას აპირებდა, ვიღაცამ მაისურზე მომქაჩა, ტრიბუნები კი ჩემ სახელს სკანდირებდნენ:
Rooney!’
Rooney!’
Rooooo-neeee!
ეს მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა. შემდეგ ტაბლოს შევხედე:
12 თებერვალი, 2011
"იუნაიტედი" 2
"სიტი" 1
გოლი!
რუნი, 77 წუთი.ვინ ვარ და ამ წუთას რა გავაკეთე. უმალ მოვიდა ჩემთან ერთი გაელვებით ზუსტად ისე, როგორც მოკრივეს მისდის გამოფხიზლებისთვის გამოყენებული სპირტის სუნი. მე უეინ რუნი ვარ. მე პრემიერ-ლიგაში 2002 წლის შემდეგ ვთამაშობ და ეს-ესაა მანჩესტერულ დერბიში გოლი გავიტანე: ალბათ ქალაქის წითელი ნაწილის გულშემატკივართათვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გოლი, რომელმაც ჩვენი მეზობლები ადგილზე მოსვა. გოლი, რომელმაც მათ შეახსენა, რომ "იუნაიტედი" უფრო წარმატებულია და დიდი ისტორია აქვს. გოლი რომელიც ყველას აფრთხილებს, რომ ჩვენ პრემიერ-ლიგის კიდევ ერთი ტიტულის მოგებას ვაპირებთ.
ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია.
ვიდექი, ხელები გავშალე და თავი უკან გადავხარე, თან მთელ იმ სიძულვილს ვგრძნობდი, რომელსაც "სიტის" გულშემატკივრები ჩემდამი განიცდიდნენ. ისე ვიმუხტებოდი ამით, როგორც ელექტროენერგიით. შეურაცხყოფის ზღვა, ყვირილი და ღმუილი, თითქოს ვისხლიტავდი ამ ყველაფერს. თითოეული მათგანი ცოფდა, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. ვიცოდი, რამდენად ვეზიზღებოდი მათ, რამდენად გაბოროტებულნი იყვნენ ისინი და მესმოდა მათი, რადგან მე თავად ვერ ვიტან წაგებას. მაგრამ ამჯერად დამარცხებულის მხარეს ისინი აღმოჩნდნენ და არა მე. ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს.
იპლ-ში გატარებული კარიერის განმავლობაში "იუნაიტედისა" და "ევერტონის" შემადგენლობაში უამრავი გოლი გამიტანია. გოლები ლიგაში, თასებზე, თასების ფინალში, არაფრისმომცემ ამხანაგურ მატჩებში, სავარჯიშო მატჩებში. მაგრამ ეს გოლი განსაკუთრებულია. ცენტრალურ რგოლთან შიშით დავბრუნდი და ჯერ კიდევ კანკალატანილი შევეცადე ამ ყველაფრის დავიწყებას და ახლის დალოდებას. სასაცილოა, მაგრამ მეშინოდა, რომ ამ ყველაფერს მეტად ვეღარ განვიცდიდი. მინდოდა დამმახსოვრებოდა, რაც ახლახანს მოხდა, ამის შეგრძნება კიდევ და კიდევ მინდოდა. ის ხომ ასეთი სასიამოვნო იყო.
ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით, ეს მესმოდა. თამაში 1-1 იყო და რთული იყო რამის შეცვლა. გოლამდე რამდენიმე წამით ადრე ბურთის ჩემი პარტნიორისთვის, დიმიტარ ბერბატოვისთვის გადაცემას ვცდილობდი. (დიმიტარი - "ნათლიას" მესამე ნაწილში, ენდი გარსიას ორეულს ჰგავს. ისეთივე სახიფათოა, როგორც ენდი გარსია "ნათლიაში.") მაგრამ პასი არ გამომივიდა, გადაცემა ზედმეტად ძლიერი იყო. შემეშინდა,ასეთი პოზიციიდან "სიტის" კონტრშეტევაში გადასვლა შეუძლია.
საბედნიეროდ, პოლ სქოულზმა, ქერათმიანმა, მიზიდულობის დაბალი ცენტრის მქონემ, მან, ვისაც სატელიტურ ნავიგაციას ვუწოდებთ მისი პასების გამო, რომელიც თითქოს კომპიუტერით იმართება და ალბათ პრემიერ-ლიგაში ოდესმე მოთამაშეთაგან საუკეთესო ნახევარმცველმა ბურთი ჩაჭრა და შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჩვენს ვინგერს, ნანის გადააწოდა. მან რამდენიმე შეხება გააკეთა, ბურთი ტერფის "ბაჩოკზე" გადაიტანა, რის შემდეგაც გაზონზე წაიფორხილა და ალბათ Strictly Come Dancing - ის მოცეკვავეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს. ამის შემდეგ კი "სიტის" საჯარიმოში ჩემი მიმართულებით ჩააწოდა. შემდეგ მისი ჩაწოდება მცველს მოხვდა, ვისგან რიკოშეტის შემდეგაც სისწრაფეში დაიაკარგა.
საჯარიმო მოედანზე ღია სივრცე ვიპოვე. "სიტის" ორი მცველი, ჯოლეონ ლესკოტი და ვინსენ კომპანი - ორი მთა - გადაეწყვნენ და ჩაწოდებისთვის მოემზადნენ. მას შემდეგ რაც გავიაზრე, თუ სად ჩავარდებოდა ეს ბურთი, ცოტათი გვერდზე გავედი და მივხვდი, რომ სწორი პოზიცია შევარჩიე.
ძალიან რთულია ეს იმას აუხსნა, ვისაც არასოდეს უთამაშია ფეხბურთი, არ უგრძვნია გადავსებული ტრიბუნებისგან მომავალი ზეწოლა, მაგრამ ვინმემ, რომ ახსნა მთხოვოს ვეტყოდი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში - წყალზე ბუშტუკებში სირბილს ჰგავს. შენ ძალიან დიდ დაძაბულობასა და ზეწოლას გრძნობ ტრიბუნებისგან.
გაზონის სუნს ვგრძნობდი და ყვირილის ხმა ჩამესმოდა, მაგრამ ვერაფრით გამერკვია, თუ რას ჰყვიროდნენ. მოედანზე ისე ხარ, როგორც წყლის ქვეშ: ყვირილი და შეძახილები ისმის, მაგრამ იმდენად არაზუსტად, რომ ვერაფრის გარჩევას ვერ შეძლებ. ერთადერთი ბგერის გარჩევა როცა შეიძლება, ეს მხოლოდ თამაშის შეჩერებისას. მაგალითად, როცა კუთხურის ან საჯარიმოს შესრულებას ვცდილობ, მესმის როგორ წამოიყოფა 20 000 გულშემატკივრის თავი, ხოლო მათი დასაჯდომი ტრიბუნები მოღალატესავით გამოსცემენ ხმებს მათ ზურგს უკან. და რამდენიმე ხანში ისევ, თითქოს წყალში აღმოვჩნდები.
ბურთი ჩემი მისამართით მოძრაობს.რიკოშეტმა ბურთის ტრაექტორია შეცვალა, რამაც რამდენიმე წამი მოიგო ჩემთვის. ამ დროის განმავლობაში კი მე პოზიციის შეცვლა და გადაწყვეტილების მიღება მოვახერხე. ფეხები უკვე მეკვეთებოდა და ძალების მაქსიმუმის გაღება მომიხდა, რათა ნახტომი განმეხორციელებინა. როცა მარჯვენა ფეხი მარცხენა მხარზე ზემოთ აღმოჩნდა, მე ნახტომში "მაკრატელათი" მთელი ძალით დავარტყი. მშვენივრად მესმოდა, რომ თუ კი დარტყმა სუსტი გამოვიდოდა, მაშინ მხოლოდ დასაცინი გავხდებოდი. მაგრამ ასე არ მოხდა.
ბურთი შესანიშნავად დამაჯდა ფეხზე და "ათიანში" გავგზავნე. თუმცა მე ეს არ მინახავს, ტრიბუნებზე გაჩენილმა ყვირილმა მიმახვედრა, რომ ბურთი კარში შევიდა. მობრუნებულმა "სიტის" მეკარე, ჯო ჰარტი დავინახე: ის ამოთხრილივით იდგა და ვერაფრით დაეჯერებინა მომხდარი, ბურთი კი კარის ბადეს არხევდა. ფეხბურთი, რომ წყალქვეშა ცურვას შევადაროთ, გატანილი გოლი - ამოსასუნთქად ამოყვინთვას ჰგავს.
ყველაფერი ისევ კარგად და ნათლად მესმის და ვხედავ. ათასობით მომღიმარი და მყვირალი სახე ტრიბუნებზე. უფროსი ხალხი ბავშვებივით დახტოდნენ, პატარა ბავშვები კი დროშებს აფრიალებდენ. აი ბანერები, რომლებიც "სტრეტფორდ ენდზე" ეკიდა: ‘For Every Manc A Religion’; ‘One Love’. ამის შეგრძნებისას თითქოს პულტი ავიღე, რომელმაც შავ-თეთრი სტანდარტულ HD -დ გადააქცია. ტრიბუნაზე მყოფი ხალხი ჭკუიდან იშლებოდა, მათთვის მოგება - ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში.
ერთი აზრი ძალიან მაშინებს. რამდენად გამოუცნობია ეს თამაში. ეს-ესაა ჩემი კარისკენ სახიფათო კონტრშეტევის წამოწყება შემეძლო და რამდენიმე წუთში გამარჯვების გოლი გავიტანე. ხშირად, მოგებასა და წაგებას ძალიან ვიწრო ზღვარი გამოჰყოფს, სწორედ ამიტომ, ფეხბურთი მსოფლიოში საუკეთესო სპორტია.
* * *
თამაში 2-1 დასრულდა. მატჩის შემდგომ გასახდელში ყველამ დამითმო ლაპარაკის უფლება, რათა ამ გოლზე მესაუბრა. მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვგავდი. უბრალოდ დაცარიელებული ვიყავი. "მაკრატელა", ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოედანზე დარჩა. ბიჭები გასახდელში კვლავ განაგრძობდნენ ხმაურს, განსაკუთრებით კი რიო.
-
ვაუ - აღმოხდა მას.
ჩვენმა მცველმა, პატრის ევრამ გოლს "ლამაზი" უწოდა.
შემდეგ კი გასახდელში მთავარი მწვრთნელი შემოვიდა, რომელსაც შავი პალტო ეცვა. ის ფრთაშესხმული იყო. ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია "ოლდ ტრაფორდზე" წარბშეკრული გაჰყვირის. ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი კლუბის ფეხბურთელად მაქცია. ყველაზე წარმატებული მწვრთნელი მსოფლიოში. იგი შემოვიდა, რათა თითოეული ჩვენგანისთვის ხელი ჩამოერთმია, როგორც ამას ყოველი გამარჯვების შემდეგ აკეთებდა. ასე იყო მას შემდეგ, რაც მე ამ გუნდს შემოვუერთდი. საბედნიეროდ ბევრი ასეთი ხელის ჩამორთმევა შემიძლია გავიხსენო. იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
"ეს დიდებული იყო უეინ. ეს დიადი იყო."გავჩუმდი. მე ძალა არ მქონდა, რომ რამე მეთქვა, მაგრამ არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი რომც შემძლებოდა. არასწორად ნუ გამიგებთ. არაფერია მწვრთნელის მიერ შექებაზე უკეთესი, მაგრამ მე ის არ მჭირდება. ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად და სულაც არ მივიჩნევ, რომ თუ კი მწვრთნელმა შემაქო ე.ი. დიდებულად ვითამაშე. გულის სიღრმეში მე ყოველთვის ვიცოდი, თუ რამდენად კარგად ვითამაშე.
შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს მის მიერ "ოლდ ტრაფორდზე" ნანახ გოლებს შორის საუკეთესოა. ალბათ უნდა იცოდეს რასაც ამბობს, მას ხომ ამ კლუბში დიდი ხანი აქვს გატარებული და ბევრი გოლიც იხილა. მწვრთნელი აქ მოთამაშის ფიზიკურ და ემოციური მდგომარეობიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. თამაშამდე იგი ძირითადი შემადგენლობის სახელებს გვიკითხავს და ამ დროს ძალიან ვნერვიულობ, რაც სკოლის პერიოდიდან მომსდევს ჯერ კიდევ მაშინ, როცა განცხადებებების დაფაზე სახელებს კითხულობდნენ. მატჩის მსველობისას თუ კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ვმარცხდებით გვეუბნება, რომ იმავე ტემპში გავაგრძელოთ და საპასუხო გოლი აუცილებლად გავა. ის ყოველთვის მოგებისთვის განგვაწყობს. ისეც მომხდარა, რომ შესვენებისას 3 ან 4-5 გოლითაც კი ვიგებდით, მაგრამ გასახდელში საშინლად უკმაყოფილო შემოდიოდა.
ჩვენ ხომ ვიგებთ. რა უნდა?თანდათან მივხვდი.
მას არ სურს ჩვენი თვითკმაყოფილება და მოდუნება.როგორც მწვრთნელთა უმეტესობა, იგი კარგ ფეხბურთს აფასებს, მაგრამ მოგებას უფრო მეტად. არავისში არ მინახავს ისეთი წადილი, როგორიც მასში. ის ამას ჩვენ, მოთამაშეებსაც გადმოგვცემდა.
უცნაურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მცირედით ვგავართ ერთმანეთს. ორივე ჩვენგანი დაუჯერებლად დამუხტულნი ვართ წარმატებისკენ - ეს ხასიათი თავის ფესვებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს: წარმატებულობის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. სწორედ ასე მზრდიდნენ მე. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაიზარდა ჩემი მწვრთნელიც. პრემიერ-ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე. ამიტომაც თავდადებით ვმუშაობთ, რათა ერთ-ერთ საუკეთესოებად დავრჩეთ იმდენი ხნით, რამდენიც შესაძლებელია.
გასახდელის კუთხეში თითოეული ჩვენგანი პატარა ტელევიზორის კუთხეში ვიყრით თავს. ის იქ დიდი ხანია დგას და მწვრთნელი მას რაიმე საკამათო ეპიზოდის ხელახლა სანახავად იყენებს. მაგრამ ამჯერად მეც და ჩემ გუნდსაც ჩემი გოლის გამეორების ნახვა გვსურდა.
რომელიღაც მწვრთნელმა პულტი აიღო და მატჩი 77-ე წუთზე გადაახვია: აი ჩემი ის ცოდვა, რომლის შემდეგაც სქოულზმა ბურთი ჩაჭრა და ნანის გადააწოდა, რასაც ჩაწოდება მოჰყვა.
შემდეგ ვნახე, თუ როგორ ავფრინდი ჰაერში და ყრუდ გავგზავნე ბურთი კარში. განმეორებაზე ეს დაუჯერებლად მიმაჩნდა.
ვფიქრობ, თითოეული ფეხბურთელი, ძილის წინ მშვენიერი გოლის გატანაზე ფიქრობს. მაგალითად მოწინააღმდეგის ექვსი მცველისთვის გვერდის ავლა და მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება, ან 22 მეტრიდან გოლის გატანა. ჩემი ოცნება კი ყოველთვის "მაკრატელას" გატანა იყო. ეს-ესაა ჩემი ოცნება მანჩესტერულ დერბიში ავიხდინე.
"ვაუ" - გაიმეორა რიომ და თავი გაოგნების მანიშნებელი ჟესტით გააქნია.
მივხვდი რა ჰქონდა მხედველობაში. ასეთი რამეები ფეხბურთში იშვიათად ხდება, ამიტომაც გასახდელში ვიჯექი, ენერგიისგან ვიცლებოდი და ვტკბებოდი. ჯერ კიდევ ისმოდა "იუნაიტედის" გულშემატკივართა ჩანტები, უმეტესობა მათგანი კი "სიტის" მიმართულებით, რომელთა ფონზეც ჩავფიქრი, შევძლებდი თუ არა ოდესმე მსგავსი გოლის გატანას.
my decade in the premier leagueP.S. გაგრძელება იქნება