"მე სრულად ვეთანხმები ლუი ვან გაალს. როდესაც ამ სქემით გიწევს თამაში შენ საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფორმის პიკში ნამდვილად არ ვიმყოფები. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე ვარჯიში სათამაშო ტონუსში დამაბრუნებს.
ბევრს ვვარჯიშობ და ეს "ინტერთან" მატჩსაც შეეტყო, რადგან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მოუთმენლად ველოდები სეზონის დასაწყს, რომელსაც უკეთეს კონდინციებში შევხვდები, ვიდრე ახლა ვარ. როდესაც "იუნაიტედში" მოვედი, ვფიქრობდი, რომ წინასასეზონო მომზადება ემგვანებოდა "საუტჰემპტონის" ვარჯიშებს. ამაში შევცდი. "იუნაიტედი" ძალიან ბევრს ითხოვს შენგან და ეს უნდა შეასრულო.
"ინტერთან" არ უნდა მეთამაშა, რადგან ახლა ძალიან ბევრს ვვარჯიშობ ინდივიდუალურად და ფიზიოთერაპევტმაც დასვენება მირჩია. მოგვიანებით კი ლუი ვან გაალმა ერთ ტაიმში თამაში შემომთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ ჩემი ბოლო თამაშით."